თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2018, 21:20
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2446,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" ნახევარმცველს ეძებს
"წითლები" კერიკის შემცვლელის ძიებაში არიან.
სეზონის დასრულების შემდეგ "იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელი მაიკლ კერიკი საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. "წითლებს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი ღირსეული შემცვლელის პოვნა სურთ.

მოურინიო "ნაპოლის" ნახევარმცველ ჟორჟინიოთი ინტერესდება. შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 26 - წლის ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" იხილოს "იუნაიტედის" გულშემატკივარმა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელის წარმომადგენლები "მანჩესტერში" უკვე იმყოფებოდნენ და კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან შემოთავაზებებიც მოისმინეს. - იუწყება Rai Sport.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში "ნაპოლის" მაისურით ჩატარებულ შეხვედრებში, ჟორჟინიომ თავი 2 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



წყარო: euro-football
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: VALERI.s
29 იანვარი 2018 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ციტატა: Phil Jones
ციტატა: VALERI.s
მარტო მე არ მევასება ეს დაიერი? ტიპიური ცენტრალური მცველია და მაგისი მოყვანით მანჩესტერი უფრო დაცვით ფეხბურთზე გადავა! ვინმე ისეთი გვინდა ვინც ბურთს კარგად გაანაწილებს და ნაწილობრივ პოგბასაც მოუხსნის დაცვით ფუნქციებს.

გეთანხმები, მახხსოვს ბაბუ ფილ ჯონსსაც იყენებდა მასე და საკმაოდ კარგადაც თავის დროზე, დაიერი რაღაც რობოტივითაა და არ მომწონს, უფრო ტექნიკური ტიპი გვინდა, მგონია არ უნდა გაუჭირდეთ მოძიება.

ხო რა ძმაო ისეთი გვინდა რო დაცვა და თავდასხმა ერთმანეთს დააკავშიროს და პასესები გაშალოს. არმევასება დაიერი ფანტაზიის უნარი არ აქვს ტიპს!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top