თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2018, 12:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4504,
კომენტარები: 11
როგორ შედგა ალექსის სანჩესის ტრანსფერი "იუნაიტედში"
გამოყენებული შანსი და წარმატებით დასრულებული ტრანსფერის ისტორია.
როგორ შედგა ალექსის სანჩესის ტრანსფერი
მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" 12 იანვარს ოფიციალურად შეთავაზება გააკეთა, ალექსის სანჩესის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდა, ვინაიდან თავში უკვე ბევრი რამ უტრიალებდა.

მას ახლა გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ჩილელის გონებაში ბოლო წლის განმავლობაში "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა იბეჭდებოდა, მაგრამ დადგა რა ახალი წელი და გაიხსნა ახალი სატრანსფერო ფანჯარა, ჩილელი ვეღარც კი აცნობიერებდა, სადამდე წავიდა მისი საქმე. კლუბების მყარი ნერვები სულაც არ არბილებდა "არსენალიდან" წასვლის მოუთმენელ სურვილს.

"იუნაიტედი" მზად იყო, ამ მდგომარეობით ეთამაშა, მაგრამ სანჩესის წარმომადგენლებს დაუყოვნებლივი პასუხი სურდათ შეკითხვაზე, თუ სად ითამაშებდა ფეხბურთელი მომდევნო სეზონში. მიუხედავად იმისა, რომ პეპ გვარდიოლას ძალიან სურდა მისი შეძენა, ჩილელი ფეხბურთელი შესანიშნავად აცნობიერებდა, რომ "სიტის" შთამბეჭდავი შემტევი ხაზის ფონზე მას სათადარიგოთა სკამზე უფრო მეტი დრო შეიძლებოდა გაეტარებინა, ვიდრე თავად ეგონა.

ნებისმიერი, ვისაც მასთან უმუშავია, ამბობს, რომ სანჩესს უბრალოდ თამაში უყვარს. მას უბრალოდ სჭირდება, რომ ბურთი მის წინ დაგორავდეს. ის არის მოთამაშე, რომელსაც არსენ ვენგერი მუდმივად იცავდა წითელი ზონისგან.

წითელ მაისურში ის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ვარსკვლავია. მას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ჟოზე მოურინიოს მასზე გათვლილი გეგმები აქვს.

გარდა ამისა კი იყო დიდი თანხა, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ არც უნდა გავაბუქოთ.

სანამ "იუნაიტედი" თანხმობას აცხადებდა აგენტისთვის გადასახდელი საფასურის გადახდას, რასაც "სიტი" არ თანხმდებოდა, "ოლდ ტრაფორდის" იერარქია სანჩესს ხელფასის სახით პოლ პოგბას ანაზღაურების მსგავს თანხას ჰპირდებოდა 300 ათასი ფუნტის ოდენობით, მაგრამ პარალელურად მიმდინარეობდა საუბარი იმაზე, რომ ფეხბურთელის ტრანსფერში არავითარი დამატებითი თანხა არ გაიცემოდა.

ერთი რამ, რაც ამ გასაოცარ მოლაპარაკებებში საკვირველია, ეს არის იღბალი, რომლის წყალობითაც ტრანსფერი შედგა.

რა თქმა უნდა, კლუბი სანჩესს სექტემბერშიც დაუკავშირდა და წამაქეზებელი პირობებიც მიიღო, მაგრამ ტრანსფერის სრულად დადასტურებამდე ჯერ კიდევ არასარწმუნო იყო, გადავიდოდა თუ არა "ოლდ ტრაფორდზე" ჩილელი.

მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის ცხადზე ცხადი ხდებოდა, რომ სანჩესი მანჩესტერის ცისფერ მხარეს აირჩევდა და მის მომავალს "ეტიჰადზე" უფრო ხედავდნენ. "იუნაიტედის" შანსებს კი მხოლოდ მაშინ განიხილავდნენ შესაძლებლად, თუ "სიტის" მცდელობა ჩაუვარდებოდა.

როგორც არ უნდა იყოს "იუნაიტედის" შემთხვევაში, ჩილელის წარმომადგენელი ფერნანდო ფელიცევიჩი იღბალს ვერ დაელოდებოდა. იგი ხშირად ამბობდა, რომ მხოლოდ ძლიერი ბანქოს მქონე ხელებს ეთამაშებოდა. ფეხბურთში კი არ არსებობს უფრო ძლიერი ხელი, ვიდრე მდიდარი კლუბია, რომელსაც შენი კლიენტი სურს. ფელიცევიჩს ახლა უკან "სიტიში" შეეძლო ჩასვლა და უფრო მეტის მოთხოვნა.

"ეტიჰადის" იერარქიამ მაგიდიდან თავისი ჩიპები აიღო და თამაშიდან გავიდა. უკვე დასრულებულ მოლაპარაკებებად ჩათვლილი ტრანსფერი ჩაიშალა. "სიტი" საქმეში აღარ იყო.

ხშირი დებატი მიმდინარეობს და ბევრი კომენტარი კომენტარი იწერება იმის შესახებ, თუ რატომ მოიქცა "სიტი" ასე, მაგრამ აქ საქმე პრინციპში იყო და არა ფულში. "სიტი" შესანიშნავად აცნობიერებს ბაზრის მზარდ კურსს და გადაიხდის მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია. მაგრამ გვარდიოლამ და ბეგირიშაინმა ჩათვალეს, აუცილებელი მომენტი ახლა არ დამდგარა.

ჯერ 12 იანვრამდე, ანუ საქმეში "იუნაიტედის" გამოჩენამდე ამბობდნენ კატალონიელ მწვრთნელთან დაკავშირებული წყაროები, რომ გვარდიოლა საქმიდან მაშინვე გავიდოდა, როგორც კი საქმეს ფული გადაწყვეტდა. მას სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც მის იდეას ესადაგებიან და არა ხელფასს. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2011/12 წლებში სანჩესი გვარდიოლას იდეებს "ბარსელონაშიც" ეწირებოდა.

გვარდიოლა და მისი ხალხი ფიქრობდა, რომ სანჩესის წარმომადგენლებთან შეთანხმება უკვე მიღწეული, როცა საქმე სრულიად საპირისპიროდ წარიმართა. შემდეგ კი გადაწყდა, რომ ხელახალ მოლაპარაკებებში კლუბის მესვეურები არ ჩაერთვებოდნენ და სახელფასო სტრუქტურას არ დაარღვევდნენ.

ამას მოგვიანებით დაერთო ახალი ამბავი გაბრიელ ჟეზუსის თაობაზე, რომ 31 დეკემბერს ბრაზილიელი მოედანს დაუბრუნდებოდა და სანჩესი აღარ იყო იმდენად საჭირო, რომ მისი წარმომადგენლების ნებისმიერი სურვილი დაეკმაყოფილებინათ.

ასე რომ, "სიტიმ" უკან დაიხია, "იუნაიტედმა" კი დრო იხელთა და იგრძნო, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელი იყო.

თავის მხრივ, "არსენალიც" უფრო იხრებოდა "ოლდ ტრაფორიდან" მიღებული წინადადებისკენ. "იუნაიტედი" თანახმა იყო 35 მილიონი ფუნტის გადახდაზე, რაზეც "სიტი" ასე ყოყმანობდა. ან საპირისპირო მიმართულებით გაუშვებდა ფეხბურთელს, რომელსაც არსენ ვენგერი ისურვებდა: ჰენრიხ მხითარიანს.

გარდა ამისა, კლუბებს შორის ურთიერთპატივისცემაც იგრძნობა, რაც ვენგერმა თავისი სიტყვებით გამოხატა, განაცხადა რა, რომ პატივს სცემს "იუნაიტედის" მიერ დახარჯულ თანხებს, რადგან ეს ფული კლუბმა წლების მანძილზე გამოიმუშავა.

"ოლდ ტრაფორდზე" კი ახლა გრძნობენ, რომ მათ გუნდს არა მარტო პატივს სცემენ, არამედ ეშინიათ მისი კიდეც. ამ სტადიონზე თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იასპარეზებს.

სანჩესის ტრანსფერი "იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმებზეც მოახდენს გავლენას. ჟოზე მოურინიო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეძებდა თავდამსხმელს, ვინგერს და გუნდის ლიდერს. ალექსისს სამივე პრობლემის გადაჭრა შეუძლია.

"წითლებს" ახლა სხვა რამეზე გადართვაც შეუძლიათ და ახალი მიზნების დასახვაც, ვინაიდან გუნდი გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობის ძალაც შესწევს.

ეს კიდევ ერთი ბონუსია ტრანსფერისა, რომელიც 10 დღის წინ წარმოუდგენლად ეჩვენებოდა საზოგადოებას. შესაძლოა, იღბალი მართლაც არსებობს, მაგრამ ეს იღბალი "იუნაიტედს" მიეცა იმიტომ, რომ შეტევითი პოლიტიკა გამოიყენეს. ეს პოლიტიკა კი სანჩესის სტილში ჯდება.

შენიშვნა: გამოცემა The Independent ეწინააღმდეგება ზოგიერთი მედიის წარმომადგენლის მოსაზრებას და ფიქრობს, რომ სანჩესს ხელფასის სახით კვირაში არა 500 ათასი, არამედ 300 ათასი ფუნტი აქვს.


წყარო: independet
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: kaxeti
24 იანვარი 2018 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
მთავარია, ტრამვებმა არ გააწამოს. ამ ერიკ ბაილის რა ოხრობა ეტაკა, არავინ იცით?
0
№2
ავტორი: RojoDiablo
24 იანვარი 2018 12:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: kaxeti
მთავარია, ტრამვებმა არ გააწამოს. ამ ერიკ ბაილის რა ოხრობა ეტაკა, არავინ იცით?

დღეს დაიწერება მაგაზეც ოდნავ მოგვიანებით და შეგიძლია წაიკითხო fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ikeoni
24 იანვარი 2018 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Faqti ertia saocrad gavzlierdit❤️
0
№4
ავტორი: PaLoMo
24 იანვარი 2018 12:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
მშვენიერი სტატია არის მადლობა ავტორს <3 good2
მაგრამ ზოი საიტი წერს,რომ ფული დამიკი მივეცით დაზუსტად გამაგებინეთ რა ფულიც დავუმატეთ თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: RojoDiablo
24 იანვარი 2018 12:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: PaLoMo
მშვენიერი სტატია არის მადლობა ავტორს <3 good2
მაგრამ ზოი საიტი წერს,რომ ფული დამიკი მივეცით დაზუსტად გამაგებინეთ რა ფულიც დავუმატეთ თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

ყველაზე სანდო წყაროების მიხედვით, "იუნაიტედს" დამატებით თანხა არ გადაუხდია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: rud van
24 იანვარი 2018 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
gilocavt tranfers gadzlerdit eeti orad. pirvelad vakomentareb da chem azrs vityvi. 7ani ar unda miecat. ar mgonia misi ocnebis klubi yofiliyo tore bevrjer sheedzlo gadmosvla.. xedav shen sayvarel gund uchirs da midixar arsenalshi sisulelea. tunda am zafxuls.. icoda exla meti fuli sheedzlo eshova da titqos city amjobina ocnebis klubshi gadmovida. iq gvatdiola ar atamashebda da xelfasac ar micemda magxelas dalagebul gundshi. daniloshi gadaixa sisulele tanxa da amashi aramgonia ukan daxeuliyo. martla magari motamashe da dges dzaan chirdeboda manchesters tunda imitom rom varsvlavebs nel nela moundos mosvla.. me barcas vgulshemavtkivrob da dzaluan miyvars manchesteri. barsas dawunevuli arsenalshi arafris momgebi 29 wlis kac iseti 7 ravi. tqve icit ra gundia manchesteri da amis sixaruli ase gamoxatva ar vici.imas nishnavs rom 4eulistvis mebrdzoli gundia evropaligamogebit gaxarebas da sharshan 4 tituli moviget mauriniom icis saqmeo. es arsenali xom araa manchesteria. messi tu odesgac sadme wasvla moundes vfiqrob xolme mxilod manchesteri imsaxureb. dges ki sanchesis imedad darchenls gavs.
0
№7
ავტორი: Svanchester
24 იანვარი 2018 14:29
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სანჩესი იუნაიტედის შემდეგი ლეგენდა შვიდიანი
0
№8
ავტორი: PaLoMo
24 იანვარი 2018 14:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: PaLoMo
მშვენიერი სტატია არის მადლობა ავტორს <3 good2
მაგრამ ზოი საიტი წერს,რომ ფული დამიკი მივეცით დაზუსტად გამაგებინეთ რა ფულიც დავუმატეთ თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

ყველაზე სანდო წყაროების მიხედვით, "იუნაიტედს" დამატებით თანხა არ გადაუხდია

Kargia spasiba

ციტატა: rud van
gilocavt tranfers gadzlerdit eeti orad. pirvelad vakomentareb da chem azrs vityvi. 7ani ar unda miecat. ar mgonia misi ocnebis klubi yofiliyo tore bevrjer sheedzlo gadmosvla.. xedav shen sayvarel gund uchirs da midixar arsenalshi sisulelea. tunda am zafxuls.. icoda exla meti fuli sheedzlo eshova da titqos city amjobina ocnebis klubshi gadmovida. iq gvatdiola ar atamashebda da xelfasac ar micemda magxelas dalagebul gundshi. daniloshi gadaixa sisulele tanxa da amashi aramgonia ukan daxeuliyo. martla magari motamashe da dges dzaan chirdeboda manchesters tunda imitom rom varsvlavebs nel nela moundos mosvla.. me barcas vgulshemavtkivrob da dzaluan miyvars manchesteri. barsas dawunevuli arsenalshi arafris momgebi 29 wlis kac iseti 7 ravi. tqve icit ra gundia manchesteri da amis sixaruli ase gamoxatva ar vici.imas nishnavs rom 4eulistvis mebrdzoli gundia evropaligamogebit gaxarebas da sharshan 4 tituli moviget mauriniom icis saqmeo. es arsenali xom araa manchesteria. messi tu odesgac sadme wasvla moundes vfiqrob xolme mxilod manchesteri imsaxureb. dges ki sanchesis imedad darchenls gavs.

Ise saubrob sanchessze tutqos dabalifonisbiyos.barcas dawunebulio mag dros barcas iseri sastavi yavda ro ravici.tan gvardiilam gaushva es mag dros axla ki undoda mara ver shedzlo dabruneba.rac sheexeba 7ians es calke trmaa da istoriis mqone nomeria chventan ase,rom imsaxurebda gundic da sanchesic mag nomers da tu gadaavleb sxva siaaxleebs tvals mixvdebi ro sanchesi adre chveni gulshenatkivari iyo bavshvibashi,magram yiveltvis ise ar xdeba shen ro ginda da iq ver tamashib sadac ginda.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: SANDROGRIGA
24 იანვარი 2018 14:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი სტატიაა, ზუსტადაა ასახული რატო თქვა უარი სიტიმ სანჩესზე, თუმცა სანჩესსაც წითელი მხარე უფრო უნდოდა.
0
№10
ავტორი: Alexis7
24 იანვარი 2018 16:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
სანჩეს რო სიტი სდომებოდა უკვე მანდ იქნებოდა.. თვითონ ფეხბურთელმა უთხრა უარი გვარდიოლას იმიტორო იუნატედში უნდოდა გადასვლა თორე მემგონი მართლა მანდ წავიდოდა რო არა მანჩესტერის შეთავაზება.. ამისნაირი ფეხბურთელი სიტის არ ყავს უბრალოდ გვარდიოლას ყავს გუნდი დაბალინსირებული და ფორმაში მოყვანილი მაგრამ ლიგაზე საჭიროა ისეთი ფეხბურთელი როგორიც სანჩესია არამგონია გვარდიოლამ სანეებით და სტერლინგებით შორი გზა გაიაროს.. პრემიერ ლიგაც კარგი დასასრული იქნება მაგათთვის.. იქ წასვლა დაჟე არც ღირდა სანჩესისთვის უკვე მოგებული აქვთ პრემიერ ლიგა და რისთვის მისულიყო რო პროსტა თასი დაეჭირა? რა მოგების გემო მაგას ექნებოდა.. აი იმაში არ გეთანხმები სტატიაში რო გიწერია შესაძლოა ხშირად გაეტარებინა სკამზე დროო.. სანე სტერლინგი აგუერო ჟესუსი ერთმანეთს რო გადააბა ამის ფასი არცერთი არ არინ
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top