თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2018, 12:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4503,
კომენტარები: 11
როგორ შედგა ალექსის სანჩესის ტრანსფერი "იუნაიტედში"
გამოყენებული შანსი და წარმატებით დასრულებული ტრანსფერის ისტორია.
როგორ შედგა ალექსის სანჩესის ტრანსფერი
მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" 12 იანვარს ოფიციალურად შეთავაზება გააკეთა, ალექსის სანჩესის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდა, ვინაიდან თავში უკვე ბევრი რამ უტრიალებდა.

მას ახლა გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ჩილელის გონებაში ბოლო წლის განმავლობაში "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა იბეჭდებოდა, მაგრამ დადგა რა ახალი წელი და გაიხსნა ახალი სატრანსფერო ფანჯარა, ჩილელი ვეღარც კი აცნობიერებდა, სადამდე წავიდა მისი საქმე. კლუბების მყარი ნერვები სულაც არ არბილებდა "არსენალიდან" წასვლის მოუთმენელ სურვილს.

"იუნაიტედი" მზად იყო, ამ მდგომარეობით ეთამაშა, მაგრამ სანჩესის წარმომადგენლებს დაუყოვნებლივი პასუხი სურდათ შეკითხვაზე, თუ სად ითამაშებდა ფეხბურთელი მომდევნო სეზონში. მიუხედავად იმისა, რომ პეპ გვარდიოლას ძალიან სურდა მისი შეძენა, ჩილელი ფეხბურთელი შესანიშნავად აცნობიერებდა, რომ "სიტის" შთამბეჭდავი შემტევი ხაზის ფონზე მას სათადარიგოთა სკამზე უფრო მეტი დრო შეიძლებოდა გაეტარებინა, ვიდრე თავად ეგონა.

ნებისმიერი, ვისაც მასთან უმუშავია, ამბობს, რომ სანჩესს უბრალოდ თამაში უყვარს. მას უბრალოდ სჭირდება, რომ ბურთი მის წინ დაგორავდეს. ის არის მოთამაშე, რომელსაც არსენ ვენგერი მუდმივად იცავდა წითელი ზონისგან.

წითელ მაისურში ის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის ვარსკვლავია. მას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ჟოზე მოურინიოს მასზე გათვლილი გეგმები აქვს.

გარდა ამისა კი იყო დიდი თანხა, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ არც უნდა გავაბუქოთ.

სანამ "იუნაიტედი" თანხმობას აცხადებდა აგენტისთვის გადასახდელი საფასურის გადახდას, რასაც "სიტი" არ თანხმდებოდა, "ოლდ ტრაფორდის" იერარქია სანჩესს ხელფასის სახით პოლ პოგბას ანაზღაურების მსგავს თანხას ჰპირდებოდა 300 ათასი ფუნტის ოდენობით, მაგრამ პარალელურად მიმდინარეობდა საუბარი იმაზე, რომ ფეხბურთელის ტრანსფერში არავითარი დამატებითი თანხა არ გაიცემოდა.

ერთი რამ, რაც ამ გასაოცარ მოლაპარაკებებში საკვირველია, ეს არის იღბალი, რომლის წყალობითაც ტრანსფერი შედგა.

რა თქმა უნდა, კლუბი სანჩესს სექტემბერშიც დაუკავშირდა და წამაქეზებელი პირობებიც მიიღო, მაგრამ ტრანსფერის სრულად დადასტურებამდე ჯერ კიდევ არასარწმუნო იყო, გადავიდოდა თუ არა "ოლდ ტრაფორდზე" ჩილელი.

მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის ცხადზე ცხადი ხდებოდა, რომ სანჩესი მანჩესტერის ცისფერ მხარეს აირჩევდა და მის მომავალს "ეტიჰადზე" უფრო ხედავდნენ. "იუნაიტედის" შანსებს კი მხოლოდ მაშინ განიხილავდნენ შესაძლებლად, თუ "სიტის" მცდელობა ჩაუვარდებოდა.

როგორც არ უნდა იყოს "იუნაიტედის" შემთხვევაში, ჩილელის წარმომადგენელი ფერნანდო ფელიცევიჩი იღბალს ვერ დაელოდებოდა. იგი ხშირად ამბობდა, რომ მხოლოდ ძლიერი ბანქოს მქონე ხელებს ეთამაშებოდა. ფეხბურთში კი არ არსებობს უფრო ძლიერი ხელი, ვიდრე მდიდარი კლუბია, რომელსაც შენი კლიენტი სურს. ფელიცევიჩს ახლა უკან "სიტიში" შეეძლო ჩასვლა და უფრო მეტის მოთხოვნა.

"ეტიჰადის" იერარქიამ მაგიდიდან თავისი ჩიპები აიღო და თამაშიდან გავიდა. უკვე დასრულებულ მოლაპარაკებებად ჩათვლილი ტრანსფერი ჩაიშალა. "სიტი" საქმეში აღარ იყო.

ხშირი დებატი მიმდინარეობს და ბევრი კომენტარი კომენტარი იწერება იმის შესახებ, თუ რატომ მოიქცა "სიტი" ასე, მაგრამ აქ საქმე პრინციპში იყო და არა ფულში. "სიტი" შესანიშნავად აცნობიერებს ბაზრის მზარდ კურსს და გადაიხდის მხოლოდ მაშინ, როცა ეს აუცილებელია. მაგრამ გვარდიოლამ და ბეგირიშაინმა ჩათვალეს, აუცილებელი მომენტი ახლა არ დამდგარა.

ჯერ 12 იანვრამდე, ანუ საქმეში "იუნაიტედის" გამოჩენამდე ამბობდნენ კატალონიელ მწვრთნელთან დაკავშირებული წყაროები, რომ გვარდიოლა საქმიდან მაშინვე გავიდოდა, როგორც კი საქმეს ფული გადაწყვეტდა. მას სჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც მის იდეას ესადაგებიან და არა ხელფასს. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2011/12 წლებში სანჩესი გვარდიოლას იდეებს "ბარსელონაშიც" ეწირებოდა.

გვარდიოლა და მისი ხალხი ფიქრობდა, რომ სანჩესის წარმომადგენლებთან შეთანხმება უკვე მიღწეული, როცა საქმე სრულიად საპირისპიროდ წარიმართა. შემდეგ კი გადაწყდა, რომ ხელახალ მოლაპარაკებებში კლუბის მესვეურები არ ჩაერთვებოდნენ და სახელფასო სტრუქტურას არ დაარღვევდნენ.

ამას მოგვიანებით დაერთო ახალი ამბავი გაბრიელ ჟეზუსის თაობაზე, რომ 31 დეკემბერს ბრაზილიელი მოედანს დაუბრუნდებოდა და სანჩესი აღარ იყო იმდენად საჭირო, რომ მისი წარმომადგენლების ნებისმიერი სურვილი დაეკმაყოფილებინათ.

ასე რომ, "სიტიმ" უკან დაიხია, "იუნაიტედმა" კი დრო იხელთა და იგრძნო, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელი იყო.

თავის მხრივ, "არსენალიც" უფრო იხრებოდა "ოლდ ტრაფორიდან" მიღებული წინადადებისკენ. "იუნაიტედი" თანახმა იყო 35 მილიონი ფუნტის გადახდაზე, რაზეც "სიტი" ასე ყოყმანობდა. ან საპირისპირო მიმართულებით გაუშვებდა ფეხბურთელს, რომელსაც არსენ ვენგერი ისურვებდა: ჰენრიხ მხითარიანს.

გარდა ამისა, კლუბებს შორის ურთიერთპატივისცემაც იგრძნობა, რაც ვენგერმა თავისი სიტყვებით გამოხატა, განაცხადა რა, რომ პატივს სცემს "იუნაიტედის" მიერ დახარჯულ თანხებს, რადგან ეს ფული კლუბმა წლების მანძილზე გამოიმუშავა.

"ოლდ ტრაფორდზე" კი ახლა გრძნობენ, რომ მათ გუნდს არა მარტო პატივს სცემენ, არამედ ეშინიათ მისი კიდეც. ამ სტადიონზე თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იასპარეზებს.

სანჩესის ტრანსფერი "იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმებზეც მოახდენს გავლენას. ჟოზე მოურინიო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეძებდა თავდამსხმელს, ვინგერს და გუნდის ლიდერს. ალექსისს სამივე პრობლემის გადაჭრა შეუძლია.

"წითლებს" ახლა სხვა რამეზე გადართვაც შეუძლიათ და ახალი მიზნების დასახვაც, ვინაიდან გუნდი გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობის ძალაც შესწევს.

ეს კიდევ ერთი ბონუსია ტრანსფერისა, რომელიც 10 დღის წინ წარმოუდგენლად ეჩვენებოდა საზოგადოებას. შესაძლოა, იღბალი მართლაც არსებობს, მაგრამ ეს იღბალი "იუნაიტედს" მიეცა იმიტომ, რომ შეტევითი პოლიტიკა გამოიყენეს. ეს პოლიტიკა კი სანჩესის სტილში ჯდება.

შენიშვნა: გამოცემა The Independent ეწინააღმდეგება ზოგიერთი მედიის წარმომადგენლის მოსაზრებას და ფიქრობს, რომ სანჩესს ხელფასის სახით კვირაში არა 500 ათასი, არამედ 300 ათასი ფუნტი აქვს.


წყარო: independet
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: JosephAcuro
26 თებერვალი 2018 05:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
viagra isn't working for me
sildenafil generic
taking 4 viagra
<a href="http://viagrarow.com">http://viagrarow.com</a>
where can i buy viagra in ghana
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top