თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2018, 10:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2682,
კომენტარები: 13
მხითარიანის გამოსამშვიდობებელი წერილი
ჰენრიხ მხითარიანი "იუნაიტედის" გულშემატკივრებს სევდიანი სიტყვებით დაემშვიდობა.
მხითარიანის გამოსამშვიდობებელი წერილი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი და აწ უკვე "არსენალის" ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "მეთოფეებმა" "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან შეთანხმებას მიაღწიეს და ალექსის სანჩესი და მხითარიანი გაცვალეს. ორივე ფეხბურთელი პირველი წარმომადგენელი გახდა თავისი ქვეყნისა ახალ კლუბში, სადაც მათ 4 წელიწად-ნახევრიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

"ემირეიტსზე" გადასვლის შემდეგ მხითარიანმა "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის მადლობის გადასახდელად სოციალურ ქსელი გამოიყენა და მათ შემდეგი სიტყვებით მიმართა:

"მინდა, მთელი გულით გადავუხადო მადლობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებსა და პერსონალს, განსაკუთრებით კი გულშემატკივრებს სიყვარულის, წადილისა და მხარდაჭერისთვის. სიამოვნებას მგვრის ის ფაქტი, რომ ევროპა ლიგის მოგებით თქვენი დიადი გუნდის ნაწილად ვიქეცი. ყოველთვის მოწიწებით გავიხსენებ ამ მომენტს და ამ მატჩს, ისევე, როგორც ჩემს სკორპიონ-გოლს ბოქსინგ დეიზე. ასევე გავიხსენებ გულშემატკივართა სიმღერას Whoa Mkhitaryan, როცა მოედანზე გამოვდიოდი. ბევრი მომენტის გახსენება შემიძლია, ვტკბები თითოეული მათგანით, რომლებიც ერთად გავიზიარეთ. კარიერის ამ ეტაპზე უნდა ვისიამოვნო თამაშითა და მოედანზე ყოფნით. მადლობა თქვენ მთელი გულით და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ცხოვრება გრძელდება!"
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
23 იანვარი 2018 10:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
sad recourse შემეცოდა რაღაცნაირად
1
№2
ავტორი: giorgisamnidze99
23 იანვარი 2018 10:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
გასატეხია რო ეს კაცი გაუშვეს ... წარმატებები მხითა
2
№3
ავტორი: Dato kutaisi
23 იანვარი 2018 11:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
კიდე კაი
0
№4
ავტორი: Lalana
23 იანვარი 2018 11:27
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
აჰა გუშინ რომ აგინებდით თურმე მთლად მასეც არ ყოფილა.რა თქმა უნდა,მისი ოცნება იყო არსენალი მაგრამ ფაქტია რომ მანჩესტერიც ძლიერ უყვარდა ამ სიტყვებშიც გამოიხატა ეს.მადლობა მხითხო ყველაფერი იმისთვის რაც მანჩესტერისთვის გაიღე,მაგრამ ფაქტი ის არის რომ მხითარიანის გაშვებით ფულიც დავზოგეთ და მშვენიერი გაცვლაც შედგა,უდავოა რომ სანჩესი ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელია.
0
№5
ავტორი: men1me
23 იანვარი 2018 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 274
სომხური ზახოდი:))))
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 იანვარი 2018 11:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
recourse
0
№7
ავტორი: Svanchester
23 იანვარი 2018 12:55
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
წასვლა რო არ უნდოდა ეს ფაქტია. მაგრად შეუყვარდა იუნაიტედის ატმოსფერო.
0
№8
ავტორი: ikeoni
23 იანვარი 2018 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
3 milioni somexi gadavida arsenalis mxares:))))
0
№9
ავტორი: gaga1987
23 იანვარი 2018 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
mourinio ro araxsena ))))))warmatebebi miki
1
№10
ავტორი: LASHQARA
23 იანვარი 2018 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
კაი კაცია რაც არ უნდა თქვა და თუ ფორმაში ჩადგა კარგი ფეხბურთელია love am
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top