თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2018, 17:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4537,
კომენტარები: 14
მოურინიოს კომენტარი სანჩესის ტრანსფერზე
ჟოზემ კონკრეტული ცნობები გაავრცელა.
მოურინიოს კომენტარი სანჩესის ტრანსფერზე
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ალექსის სანჩესის ტრანსფერი მის გუნდში ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, თუმცა ახლა არა ამაზე, არამედ მომდევნო მატჩზე ფიქრობს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს სანჩესის შესახებ, რაზეც უპასუხა: "ახალი არაფერია. ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ თითქმის შევუთანხმდით, მით უმეტეს, რომ "არსენალის" მწვრთნელი ასე ცხადად ამბობს ყველაფერის - რამის დამალვას ან უარყოფას აზრი არ აქვს.

მაგრამ ჯერ არაფერია დასრულებული - საერთოდ არაფერი. ასე რომ, ამჟამად მხითარიანი ჩვენი ფეხბურთელია, სანჩესი კი - "არსენალის" ფეხბურთელი. ხვალინდელი მატჩით ყველაფრისგან მოწყვეტა და მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანზე ფიქრი მინდა".


უფრო ფართოდ საუბრისას, მოურინიომ დაამატა: "მასზე მაშინ დაგელაპარაკებით, როცა შევიძენ. თუკი ერთი დღე მას გავიფორმებთ, მასზე და მის უნარებზე ლაპარაკს შევძლებ.

ახლა კი აზრი არ აქვს. ის "არსენალის" ფეხბურთელია - ჩემი არ არის. ჩემგან მნიშვნელობა არ ექნებოდა ისეთ რამეზე საუბარს, რაც ან მოხდება, ან არა."


მწვრთნელმა ასევე ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ ტრანსფერებისთვის საჭირო მოლაპარაკებებში იგი ჩართული არ არის.

"ზოგჯერ ხალხს ჰგონია, რომ ტრანსფერებში მწვრთნელებს დიდი გავლენა აქვთ. ჩემი აზრით კი, ეს დამოკიდებულია კლუბის სტატუსზე და იმაზე, თუ როგორ წარმოვაჩენთ პროექტს. ჩემს შემთხვევაში, როცა ეს მოლაპარაკებებს ეხება, განზე გადგომას ვამჯობინებ. მე განზე ვარ და უბრალოდ მშვიდად დაველოდები ახალ ამბავს. ამაზე მეტს არაფერს ვიზამ".


ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: pogba.
19 იანვარი 2018 17:47
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
გვარდიოლამ მოგვილოცა სანჩესის ტრანსფერი
1
№2
ავტორი: gogita1991
19 იანვარი 2018 17:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ასე ვართ მანჩეს ფანობა ყოველ დილით როცა ვიგებთ რო სანჩესი კიდე არ გადმოსულა ოფიციალურად
https://www.youtube.com/watch?v=WO0q5yDyoLY
1
№3
ავტორი: Manuille
19 იანვარი 2018 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ციტატა: gogita1991
ასე ვართ მანჩეს ფანობა ყოველ დილით როცა ვიგებთ რო სანჩესი კიდე არ გადმოსულა ოფიციალურად
https://www.youtube.com/watch?v=WO0q5yDyoLY

100% wink wink wink
0
№4
ავტორი: ikeoni
19 იანვარი 2018 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Ukve martla agar vneviulob Uechveli chvenia
0
№5
ავტორი: manubro
19 იანვარი 2018 18:13
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ციტატა: pogba.
გვარდიოლამ მოგვილოცა სანჩესის ტრანსფერი

ეგ სად ნახე?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№6
ავტორი: SANDROGRIGA
19 იანვარი 2018 18:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ყველა და ყველაფერი ვარაუდობს და გამართლდება ალბათ ეს ვარაუდი
0
№7
ავტორი: pogba.
19 იანვარი 2018 18:17
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ციტატა: manubro
ციტატა: pogba.
გვარდიოლამ მოგვილოცა სანჩესის ტრანსფერი

ეგ სად ნახე?

სქაი სპორტზე
0
№8
ავტორი: bziki
19 იანვარი 2018 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ამაზე ნათლად ვერაფერს იტყოდა,მიკიც წავა100%. თვითონაც და რაიოლაც ხვდება რო სხვა გზების პოვნას აზრი არ აქ,სხვა გზები უფრო ეკლიანია,დროც ბევრია კიდევ 12 დღეა ტრანსფერების დაკეტვამდე არ ეჩქარებათ,ჩვენ გვეჩქარება პროსტა
0
№9
ავტორი: PaLoMo
19 იანვარი 2018 19:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4125
amatma ise ar qnan vitom vyidulobt da bolso uari vtqvat

da zafxulostvianufasod gaformeba moaxerxon.axla gvchirdeba chevn eg kaci tan dzalian gvchirdeba
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: Buk777
19 იანვარი 2018 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Gadmova uechveki xval tamashs daeswreba naxavt tu gunda eg didi siurprizi iqneba gulshematkivrebistvis
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top