"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ალექსის სანჩესის ტრანსფერი მის გუნდში ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, თუმცა ახლა არა ამაზე, არამედ მომდევნო მატჩზე ფიქრობს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს სანჩესის შესახებ, რაზეც უპასუხა: "ახალი არაფერია. ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ თითქმის შევუთანხმდით, მით უმეტეს, რომ "არსენალის" მწვრთნელი ასე ცხადად ამბობს ყველაფერის - რამის დამალვას ან უარყოფას აზრი არ აქვს.
მაგრამ ჯერ არაფერია დასრულებული - საერთოდ არაფერი. ასე რომ, ამჟამად მხითარიანი ჩვენი ფეხბურთელია, სანჩესი კი - "არსენალის" ფეხბურთელი. ხვალინდელი მატჩით ყველაფრისგან მოწყვეტა და მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანზე ფიქრი მინდა".
უფრო ფართოდ საუბრისას, მოურინიომ დაამატა: "მასზე მაშინ დაგელაპარაკებით, როცა შევიძენ. თუკი ერთი დღე მას გავიფორმებთ, მასზე და მის უნარებზე ლაპარაკს შევძლებ.
ახლა კი აზრი არ აქვს. ის "არსენალის" ფეხბურთელია - ჩემი არ არის. ჩემგან მნიშვნელობა არ ექნებოდა ისეთ რამეზე საუბარს, რაც ან მოხდება, ან არა."
მწვრთნელმა ასევე ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ ტრანსფერებისთვის საჭირო მოლაპარაკებებში იგი ჩართული არ არის.
"ზოგჯერ ხალხს ჰგონია, რომ ტრანსფერებში მწვრთნელებს დიდი გავლენა აქვთ. ჩემი აზრით კი, ეს დამოკიდებულია კლუბის სტატუსზე და იმაზე, თუ როგორ წარმოვაჩენთ პროექტს. ჩემს შემთხვევაში, როცა ეს მოლაპარაკებებს ეხება, განზე გადგომას ვამჯობინებ. მე განზე ვარ და უბრალოდ მშვიდად დაველოდები ახალ ამბავს. ამაზე მეტს არაფერს ვიზამ".