თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2018, 17:37
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2487,
კომენტარები: 18
"იუნაიტედი" დეხეასთან კონტრაქტს აგრძელებს
მოურინიო დეხეას გრძელვადიან კონტრაქტს ითხოვს.
სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან არ წყდება საუბრები პოტენციური ახალწვეულების შესახებ. სწორედ ამ სპეკულაციებმა გადაფარა სიახლეები, რომლებიც უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" მოქმედი ფეხბურთელების გარშემო გავრცელდა.

სიახლე არავისთვისაა, რომ "მადრიდის რეალის" ნომერ პირველი სამიზნე, ბოლო სეზონებში დავიდ დე ხეაა. მადრიდელები ახლოსაც იყვნენ მის გაფორმებასთან, მაგრამ ფაქსთან დაკავშირებული პრობლემის გამო ესპანელი ბრიტანეთში დარჩა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავი დაიზღვია და ესპანელს გაუმჯობესებული კონტრაქტი გააფორმა რომელიც, მიუხედავად იმისა 2019 წელს იწურება, არის პუნქტი რომელიც მის ერთი წლით ავტომატურად გაგრძელებას გულისხმობს.

კლუბის ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში მოურინიომ დაადასტურა, რომ გუნდი არა მხოლოდ ერთი წლით გაგრძელებას, არამედ გრძელვადიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს. "მანჩესტერის" ბოსის სიტყვებით მისტერ ვუდვორდი შეუსვენებლად მუშაობს ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

კვლავ უცნობია სერხიო რომეროს მომავალი, რომელიც მიუხედავად მისი ჯანმრთელობისა, არ გაემგზავრა გუნდთან ერთად დუბაიში, ვერ მოხვდა "სტოკთან" განაცხადში. როგორც ჩანს გავრცელებული ჭორები, რომეროს კლუბის დატოვების სურვილის შესახებ, მართალი აღმოჩნდა. კარს მომდგარი მსოფლიო ჩემპიონატის წინ, არგენტინელი მეკარე რეგულარულ სათამაშო დროზე ფიქრობს, რაც გახდება გარანტი დარჩეს ნომერ პირველ მეკარედ, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში.
სიახლეები
18 კომენტარი
№1
ავტორი: kashmara
16 იანვარი 2018 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
დზან კაი მიეცით რასაც ითხოვს ყელაფერს იმსახურებს მე რო ამათი ვიყო კაპიტნის სამკლაურსაც მივცემდი
1
№2
ავტორი: Svanchester
16 იანვარი 2018 19:01
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
დე ხეამ იუნაიტედში უნდა დაასრულოს კარიერა, ღირსია ეს კაცი კარგი განახლებული პირობებით კონტრაქტი შეთავაზონ.
1
№3
ავტორი: PaLoMo
16 იანვარი 2018 19:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Svani
დე ხეამ იუნაიტედში უნდა დაასრულოს კარიერა, ღირსია ეს კაცი კარგი განახლებული პირობებით კონტრაქტი შეთავაზონ.

iasna mec mag azrze var.iniestas aqvs da serxi robertos mgoni cxovrebis bolomde kontraqti ai aseti udna amasac
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: gache1991
16 იანვარი 2018 19:15
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Svani
დე ხეამ იუნაიტედში უნდა დაასრულოს კარიერა, ღირსია ეს კაცი კარგი განახლებული პირობებით კონტრაქტი შეთავაზონ.

სვანი მეგობარო პირადში ვერ გწერ:) გასაგებია ყველაფერი დიდი მადლობა:) გავითვალისწინებ აუცილებლად.მადლობა კიდე ერთხელ
1
№5
ავტორი: kashmara
16 იანვარი 2018 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
სვანი ბაზარი არა დზ,ამიგებულია შენი ნათქვამი შემოგევლე
0
№6
ავტორი: Svanchester
16 იანვარი 2018 19:17
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
ციტატა: gache1991
ციტატა: Svani
დე ხეამ იუნაიტედში უნდა დაასრულოს კარიერა, ღირსია ეს კაცი კარგი განახლებული პირობებით კონტრაქტი შეთავაზონ.

სვანი მეგობარო პირადში ვერ გწერ:) გასაგებია ყველაფერი დიდი მადლობა:) გავითვალისწინებ აუცილებლად.მადლობა კიდე ერთხელ

არაფერს. სმსების წაშლამაც ვერ უშველა?
0
№7
ავტორი: bziki
16 იანვარი 2018 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
პოგბა-ლუკაკუს ოდენობის ხელფასს აძლევენ და იასნია უნდა მისცენ კიდეც, ლივერპულს რო ვუყურებ ხოლმე მანდ ვწრმუნდები რამხელა ძალაა დეხეა ტიპებს ერთი 6-7 ქულა მეკარის გამო აქვთ დაკარგული:D
1
№8
ავტორი: gache1991
16 იანვარი 2018 19:22
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ვერა სვანი:)) არაუშავს მადლობათქო დიდი ნელნელა ვამუღამებ და ყველაფრის გათვალისსინებას ვეცდებითქო:))
0
№9
ავტორი: kashmara
16 იანვარი 2018 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
პირადში როგორ უნდა მიწერო ვისაც გინდა??
0
№10
ავტორი: Svanchester
16 იანვარი 2018 19:34
  • სიახლეები: 2771
  • კომენტარები: 3861
ციტატა: gache1991
ვერა სვანი:)) არაუშავს მადლობათქო დიდი ნელნელა ვამუღამებ და ყველაფრის გათვალისსინებას ვეცდებითქო:))

კი კი გავიგე ეს რომ მითხარი :))) რის მადლობა რას ამბობ :))

ციტატა: kashmara
პირადში როგორ უნდა მიწერო ვისაც გინდა??

კომპიუტერით ხარ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top