თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2018, 18:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2358,
კომენტარები: 11
"იუნაიტედს" ოზილის შეძენის დაჩქარება მოუწევს
მესუთ ოზილი სხვა კლუბების სამიზნეც გახდება.
"იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მესუთ ოზილის შეძენაში შეეცილება, იტყობინება იტალიური მედია.

29 წლის ფეხბურთელი "არსენალთან" დაკავშირებული თავისი მოქმედი კონტრაქტის უკანასკნელ წელშია და სეზონის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ოზილის უნარ-ჩვევები მისით დაინტერესებულ ევროპულ კლუბებს შორის დიდ კონკურენციას აჩენს, მაგრამ "იუნაიტედი" მათ შორის დაწინაურებულია.

იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, რომ თუ მოურინიოს გუნდი გერმანელს ზამთარში არ შეიძენს, ოზილის გადაბირებას ტურინელები ეცდებიან.

თუმცა, ინგლისელებმა რომ არ იჩქარონ მესუთის შეძენა, სეზონის ბოლოს მათ უპირატესობაში ისიც იქნება, რომ ოზილს პრემიერ ლიგაში ასპარეზობის გაგრძელების საშუალებას მისცემენ, რაც თავის მხრივ გერმანელს საკუთარი შესაძლებლობების ყველასთვის დამტკიცების უნარს შეუნარჩუნებს.

გარდა ამისა, ცალკეული უპირატესობაა ოზილისა და მოურინიოს ურთიერთობა, რომელიც ფეხბურთელსა და მწვრთნელს ჯერ კიდევ მადრიდის "რეალში" ერთად ყოფნის პერიოდიდან მოსდევთ.

მოურინიომ ოზილი თავისი მადრიდის "რეალის" მნიშვნელოვან ფიგურად აქცია და მიაჩნია, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელია.

თავის მხრივ კი "იუვენტუსი" ეცდება გამოიყენოს სამი ხედირას ფიგურა, რომელიც ოზილის მსგავსად თურქული წარმოშობის გერმანელია და მადრიდის "რეალში" თამაშობდა. ამასთან, სერია A ფეხბურთელისთვის ახალი გამოწვევა იქნება.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
9 იანვარი 2018 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ეს დასათრევია რა უეჭველი, მაღალი დონის ფეხბურთელია, პრემიერლიგას შეჩვეული და ჭკვიანი მოთამაშეა ზოგადად. love am
0
№2
ავტორი: gache1991
9 იანვარი 2018 18:42
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძაან მეეჭვება იუვემ ეს წაგვართვას..ჯერ მარტო ხელფასი აქ იმცელა და იმხელას თხოვს არსენალს და ჩვენც იმდენის მიმცემი ვართ რო მაგდები იუვეში კი არა მთლიან სერია ა-ში არავის ააქ..აგერ სანჩესთან სიტიმ უველაფერი მოაგვარა და გაარკვია და ჩვენ ძაან ჩუმად ვართ..არ მინდა ეს მალკომი,სანამ ეგ ინგლისურს ისწავლის და მერე შეეჩვევა ეპლს და გუნდელება და ასე შემდეგ,მანამდე გავა ეს სეზონი,90 მილიონია გამოყოფილიო და გადავიხადოთ ეგ ფული გრიზმანში ევროებში ზუსტად მისი გამოსასყიდი თანხაა,ხელფასი არ გაგვიჭირდება იბრა კერიკი ფელაინის მხითარიანის და სხვა წამსვლელების ხელფასები თავისუფლედბა.და ავდგეთ ფელაინი მხითარიანი დარმიანის ფულით გრიზმანი იოზილი დავითრიოთ და ეგ იქნება.იოზილს და მაჰრეზს ლიგაზეც გამოვიყენებთ..ფაქტია დაცვა არ გვიჭირს იანგი შოუ როხო ამეცხენა კრაის მიხედავენ ვალენსია ლინდელოფი და დამატებული მენსა მარჯვენას და წინ რაც გვაკლია მაგას მოგვცემსა იოზილი მაჰრეზი გრიზმანი..კაცმა იწუწუნა სიტი გვასწრებს ტრანსფერებებშიო და გაინძრეს ვუდვორდი მალე..
0
№3
ავტორი: kantona-7
9 იანვარი 2018 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
moiyvanon klasnia magri...ogond vinmem moiyvanon
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: Benny
9 იანვარი 2018 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
დიბალა იოზილი გრიზმანი როუზი ალექს სანდრო 500 მილიონი
0
№5
ავტორი: PaLoMo
9 იანვარი 2018 18:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Benny
დიბალა იოზილი გრიზმანი როუზი ალექს სანდრო 500 მილიონი
grizmani dibala da ozili pachti 1poziciis sastavia.rouzi da sandro erti poziciis sastavia da amdeni 1poziciis ratgvindaa?

chven savaraudot xaxamshralebi davrchebit
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: bziki
9 იანვარი 2018 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
იუვე რო ვინმეს აგახევს :D ეგ ხო ზღაპარია, მაშინ ჩათვალეთ დიბალას კარგავენ
პრინციპში ოზილი უფასო და დიბალა 120 მაგ სცენარს დიდი ალბათობით დათანხმდებიან, საქმე ისაა ჟოზე თუ დათანხმდება იასნია არ დათანმდება სავარაუდოთ დაითრევს ოზილს პროსტო არსენალს არ ცალია ჯერ რიგი აქ მსურველების ჯერ სანჩესი და კოკელინი აქტიურობენ.
თუ გაახანგრძლივა თორე იუვე მასხარაობაა
0
№7
ავტორი: Svanchester
9 იანვარი 2018 19:43
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
რატომღაც ეს უკვე ჩვენთანაა მგონია. გაოფიციალურებას ველოდებით უბრალოდ. არ ვიცი მე ასე მგონია
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
9 იანვარი 2018 20:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თუ საერთოდ გადმოიყვანეს არამგონია ზამთარში გადმოიყვანონ
0
№9
ავტორი: ikeoni
9 იანვარი 2018 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Imedia ianvarshive viyidit amas
0
№10
ავტორი: PaLoMo
9 იანვარი 2018 20:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: gache1991
ძაან მეეჭვება იუვემ ეს წაგვართვას..ჯერ მარტო ხელფასი აქ იმცელა და იმხელას თხოვს არსენალს და ჩვენც იმდენის მიმცემი ვართ რო მაგდები იუვეში კი არა მთლიან სერია ა-ში არავის ააქ..აგერ სანჩესთან სიტიმ უველაფერი მოაგვარა და გაარკვია და ჩვენ ძაან ჩუმად ვართ..არ მინდა ეს მალკომი,სანამ ეგ ინგლისურს ისწავლის და მერე შეეჩვევა ეპლს და გუნდელება და ასე შემდეგ,მანამდე გავა ეს სეზონი,90 მილიონია გამოყოფილიო და გადავიხადოთ ეგ ფული გრიზმანში ევროებში ზუსტად მისი გამოსასყიდი თანხაა,ხელფასი არ გაგვიჭირდება იბრა კერიკი ფელაინის მხითარიანის და სხვა წამსვლელების ხელფასები თავისუფლედბა.და ავდგეთ ფელაინი მხითარიანი დარმიანის ფულით გრიზმანი იოზილი დავითრიოთ და ეგ იქნება.იოზილს და მაჰრეზს ლიგაზეც გამოვიყენებთ..ფაქტია დაცვა არ გვიჭირს იანგი შოუ როხო ამეცხენა კრაის მიხედავენ ვალენსია ლინდელოფი და დამატებული მენსა მარჯვენას და წინ რაც გვაკლია მაგას მოგვცემსა იოზილი მაჰრეზი გრიზმანი..კაცმა იწუწუნა სიტი გვასწრებს ტრანსფერებებშიო და გაინძრეს ვუდვორდი მალე..

ეს სიჩუმე ან კარგისმ მომასწავებელია ან მთლად უარესის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top