თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2018, 18:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 11
"იუნაიტედს" ოზილის შეძენის დაჩქარება მოუწევს
მესუთ ოზილი სხვა კლუბების სამიზნეც გახდება.
"იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მესუთ ოზილის შეძენაში შეეცილება, იტყობინება იტალიური მედია.

29 წლის ფეხბურთელი "არსენალთან" დაკავშირებული თავისი მოქმედი კონტრაქტის უკანასკნელ წელშია და სეზონის ბოლოს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ოზილის უნარ-ჩვევები მისით დაინტერესებულ ევროპულ კლუბებს შორის დიდ კონკურენციას აჩენს, მაგრამ "იუნაიტედი" მათ შორის დაწინაურებულია.

იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, რომ თუ მოურინიოს გუნდი გერმანელს ზამთარში არ შეიძენს, ოზილის გადაბირებას ტურინელები ეცდებიან.

თუმცა, ინგლისელებმა რომ არ იჩქარონ მესუთის შეძენა, სეზონის ბოლოს მათ უპირატესობაში ისიც იქნება, რომ ოზილს პრემიერ ლიგაში ასპარეზობის გაგრძელების საშუალებას მისცემენ, რაც თავის მხრივ გერმანელს საკუთარი შესაძლებლობების ყველასთვის დამტკიცების უნარს შეუნარჩუნებს.

გარდა ამისა, ცალკეული უპირატესობაა ოზილისა და მოურინიოს ურთიერთობა, რომელიც ფეხბურთელსა და მწვრთნელს ჯერ კიდევ მადრიდის "რეალში" ერთად ყოფნის პერიოდიდან მოსდევთ.

მოურინიომ ოზილი თავისი მადრიდის "რეალის" მნიშვნელოვან ფიგურად აქცია და მიაჩნია, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელია.

თავის მხრივ კი "იუვენტუსი" ეცდება გამოიყენოს სამი ხედირას ფიგურა, რომელიც ოზილის მსგავსად თურქული წარმოშობის გერმანელია და მადრიდის "რეალში" თამაშობდა. ამასთან, სერია A ფეხბურთელისთვის ახალი გამოწვევა იქნება.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: WeAreUnited
10 იანვარი 2018 09:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
არავის არ ვიყიდით ვაფშე გული მიგებს ან ვიღაცა დღნაჩვს და მაგრად მიტყდება რა :(
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top