თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2018, 12:58
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2110,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" მოურინიოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"წითელ ეშმაკებს" ჟოზეს შენარჩუნება სურთ.
მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედი" 2016 წელს ჩაიბარა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ხელშეკრულებას 2019-წლამდე მოაწერა ხელი. დღეს გავრცელებული ცნობის თანახმად, "იუნაიტედის" მესვეურებს "განსაკუთრებულთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ.

აღნიშნულ საკითხზე კლუბსა და მწვრთნელს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. როგორც The Telegraph-ი იუწყება, საუბარი გრძელვადიან კონტრაქტზე მიმდინარეობს. კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

რაც შეეხება მოურინიოს "იუნაიტედში" მოღვაწეობას, მან კლუბს მისი მცირევადიანი მწვრთნელობის პერიოდში სამი ტიტული უკვე მოაგებინა. მათ შორის ერთ-ერთი ევროპის რანგით მეორე პრესტიჟული ტურნირი, ევროპა ლიგა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრემიერ ლიგის წლევანდელ გათამაშებაში, "წითლები" მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან საჩემპიონო რბოლაში თანაქალაქელ "სიტის". რაც გარკვეულწილად გულშემატკივრების უკმაყოფილებას იწვევს.

წყარო: euro-football.ru
ჭორები
14 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
4 იანვარი 2018 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
თუ ტრანსფერები არ გაკეთდა, საჭირო ხალხი არ მოვიდა გუნდში, ჯობია წავიდეს ამ ფეხბურთით ვერაფერს მივაღწევთ winked
0
№2
ავტორი: GeorgeBest
4 იანვარი 2018 13:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯგუფშიც რამდენჯერმე დავწერე და აქაც გავიმეორებ. არასდროს ვყოფილვარ მოურინიოს გულშემატკივარი, ამ კაცის ფეხბურთი ყოველთვის მაგრად არ მევასებოდა, თუმცა როცა მოიყვანეს, ყველაზე საჭირო კაცი იყო და ამაზე უკეთესი კანდიდატურა უბრალოდ არ არსებობდა, ეს ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. ფაქტია გუნდი ამოიყვანა იმ ჭაობიდან სადაც იყო, პრობლემები როგორ არ არის, ძალიან ბევრია, მაგრამ მოგვარებადი. სხვა სტილის მწვრთნელია საჭირო უახლოეს მომავალში, უფრო შემტევი სტილის და ახალგაზრდა ალბათთ. მოუმ თავისი საქმე გააკეთა, გუნდის შენება უკვე დაწყებულია და საკმაოდ კარგი ახალგაზრდები გვყავს
2
№3
ავტორი: giorgi_mg
4 იანვარი 2018 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
აღსანიშნავია რომ ამ კაცმა ჭაობიდან ამოგვათრია, ცოტახანი იყოს კიდევ, ჩამოაყალიბოს გუნდი, გამარჯვებულის მენტალიტეტი დაუბრუნოს და მერე გამოჩნდება ვინმე ნორმალური.
0
№4
ავტორი: dybbuk
4 იანვარი 2018 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ყველას გვიხარია სწრაფი, ტექნიკური და ლაღი ფეხბურთის ყურება, მაგრამ ფერგიუსონის წასვლის შემდეგ მანიუს ძალიან მძიმე პერიოდი დაუდგა და ეს მოსალოდნელიც იყო, საბედნიეროდ გუნდი ნელ-ნელა გამოვიდა ამ კრიზისიდან(რომელიც ჩემი აზრით სავსებით შესაძლებელი იყო რომ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო) და ეს მოურინიოს დამსახურებაა, უმადური უნდა იყო ადამიანი ეგ რომ ვერ დაინახო, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე გულშემატკივარი ითმენდა, იმიტომ რომ მაგ ეტაპზე მთავარი შედეგი იყო, მაგრამ როგორც ამბობენ აპეტიტი ჭამის დროს მოდისო ზუსტად ეგრეა ამ შემთხვევაშიც, მოურინიოს სტილი მართლა მოსაწყენია ხოლმე მეტწილად, მაგრამ რომ უხანგრძლივებენ ეგეც კარგი ამბავია, ვნახოთ ვინებს იყიდის, ვის გაუშვებს, დღეს ყველა ტოპ დონის ტრენერი დაკავებულია, სქოულზის და გიგსის დრო ეხა მართლა არაა, ძლივს გუნდი აზრზე მოვიდა და ამხელა რისკზე წასვლა არ ღირს მემგონი, თორე კიდევ 10 და 15 წელი ამ ფეხბურთის ყურება რასაც მანჩესტერი დღეს თამაშობს არც მე არ მინდა
0
№5
ავტორი: ikeoni
4 იანვარი 2018 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Dzalian kargii❤️
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
4 იანვარი 2018 14:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ახლო მომავალში იუნაიტედში იქნება და მერე დრო გვიჩვენებს
0
№7
ავტორი: The Special One
4 იანვარი 2018 15:48
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ეხლა ვაანალიზებ რომ მეორე ადგლიზე ვართ,ბოლოს როდის ვიყავით სეზონის შუაში ამ ადგილზე გახსოვთ?ოთხეულში ვერ შევდიოდით ხოლმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№8
ავტორი: PaLoMo
4 იანვარი 2018 16:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
chven yvelaferi ertad gvinda,magram ase araa martalia davigalet fergis wasvlis shendeg am ugimgamo da machanchala fexburtit,magram dro schirdeba gunds amdeni weli krizisi qonda da araa martivi am krizisidan gamosvla. fergisac qonda krizisi da mosvlis dgidanve ar mouwyvetia varskvlavebi,fergim miigo dro da ndoba rac gamoiyena da drotaganmavlobashi aawyo is sisteba ritac dagvamaxsovra tavi unitedis gulshematkivrebs da mtels msoflios.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: Svanchester
4 იანვარი 2018 16:32
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
შეუძლია ამ კაცს წარმატების მიღწევა დროა საჭირო უბრალოდ და ეს დრო აუცილებლად უნდა მიეცეს. მეორე ადგილზე ვართ იმის ფონზე რომ სიტის ამ სეზონში ძალიან მაგრად უმართლებს, პლიუს ამას შესანიშნავი შემადგენლობა ყავს, სტაბილურად მოასპარეზე ცენტრი დე ბრუინი და სილვა, ჩვენ კი გარკვეული პრობლემები გვქონდა პოგბა არ იყო მერე დისკვალიფიკაცია აიკიდა, დარწმუნებული ვარ სიტისთან პოგბა რო გვყოლოდა დღეს საჩემპიონო რბოლაში ძალიან ახლოს ვიქნებოდით სიტისთან. მე მივესლმები იმ ფაქტს რომ ჟოზეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ. კრიტიკოსებს რა მოგახსენოთ, ეს კაცი გუნდს აშენებს, ლინგარდს შეხედეთ რა მაგრად მოხოდა, უარყოფითს მარტო ნუ უყურებთ, გუნდი ნეხვში იყო და ამოდის ნელნელა ყველაფერი უცაბედად არ ხდება, გვინდა სანახაობრივი ფეხბურთი მაგრამ იქნება ესეც, თან გვთავაზობს კიდეც სანახაობრივსაც შეძლებისაგვარად ეს კაცი და ვაცადოთ.
0
№10
ავტორი: dachi_mu
4 იანვარი 2018 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ეხლა ჩამოვყევი კომენტარებს და გახარებული ვარ რო ხალხი აფასებს მოუს შრომას.. უდიდესი სამუშაო გასწია მოუმ.. და თითქმის იგივესასტავი ყავს, ევერტონთან ვინ ყავდა? პოგბა და ლინდელოფი,დანარჩენი შინაურები ესევთქვათ... ესეა ამ სეზონის უმეტესობა..საყიდელია ხალხი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top