თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2018, 12:58
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2114,
კომენტარები: 14
"იუნაიტედი" მოურინიოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"წითელ ეშმაკებს" ჟოზეს შენარჩუნება სურთ.
მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედი" 2016 წელს ჩაიბარა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ხელშეკრულებას 2019-წლამდე მოაწერა ხელი. დღეს გავრცელებული ცნობის თანახმად, "იუნაიტედის" მესვეურებს "განსაკუთრებულთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ.

აღნიშნულ საკითხზე კლუბსა და მწვრთნელს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. როგორც The Telegraph-ი იუწყება, საუბარი გრძელვადიან კონტრაქტზე მიმდინარეობს. კონტრაქტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

რაც შეეხება მოურინიოს "იუნაიტედში" მოღვაწეობას, მან კლუბს მისი მცირევადიანი მწვრთნელობის პერიოდში სამი ტიტული უკვე მოაგებინა. მათ შორის ერთ-ერთი ევროპის რანგით მეორე პრესტიჟული ტურნირი, ევროპა ლიგა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრემიერ ლიგის წლევანდელ გათამაშებაში, "წითლები" მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან საჩემპიონო რბოლაში თანაქალაქელ "სიტის". რაც გარკვეულწილად გულშემატკივრების უკმაყოფილებას იწვევს.

წყარო: euro-football.ru
ჭორები
14 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
4 იანვარი 2018 16:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
2019-მდე ნორმალური დროა, არაა საჭირო გაგრძელება, აქამდე სადაც იყო 3-4 სეზონის შემდეგ ერეოდა გუნდი და უშვებდნენ, თან მოძველდა მისი ხედვა, ისეთ სწრაფ შეტევას და კარგ დაცვას ვერ აწყობს.

კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კარგი იქნებოდა ვინმე ახალი თაობის მწვრთნელი მოეყვანათ.
0
№12
ავტორი: GIORGI09
4 იანვარი 2018 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
გუნდი პროგრესირებს წინა წლებთან შედარებით,დროა საჭირო.მოურინიოს მუშაობა უნდა დავაფასოთ.ჩვენ მას უნდა ვენდოთ!
0
№13
ავტორი: kashmara
4 იანვარი 2018 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
დაელოდეთ დზმებო... და ბოლოს იმედია ჩემთან ერთად იტყვით როო ჩობანია... და თუ ვცდები მაშინ ბოდიშ საჯაროდ მოვხდი : ))))))))))))
0
№14
ავტორი: K1llsw1tch
4 იანვარი 2018 20:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
მემგონი ჯობია შემდეგ სეზონშიც დააკვრიდნენ როგორ განვითარდება მოვლენები და გადაწყვეტილება მერე მიიღონ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top