თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2017, 18:34
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 1883,
კომენტარები: 11
ტონი კასკარინო: "იუნაიტედმა" სანჩესის ყიდვა უნდა სცადოს"
Sky Sports-ის ექსპერტი მოურინიოს ალექსისის ყიდვას ურჩევს.
ტონი კასკარინო:
ირლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტი, ტონი კასკარინო "მანჩესტერ იუნაიტედს" ალექსისის სანჩესის ყიდვას ურჩევს, მისი აზრით ჩილელს შეუძლია გუნდზე ისეთივე ეფექტი მოახდინოს, როგორიც რობინ ვან პერსიმ მაოხერხა. ჰოლანდიელი "იუნაიტედში", სწორედ "მეთოფეების" ბანაკიდან შეუერთდა და სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის თასის მოგებაც შეძლო.

სანჩესს არსენ ვენგერის გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მას ლონდონური კლუბის დატოვება მტკიცეთ აქვს გადაწყვეტილი, ვინაიდან ეს უკანასკნელი "მეზარბაზნეებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს აცხადებს. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავი კლუბს, ან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გარკვეული თანხის სანაცვლოდ დატოვებს, ან ზაფხულში კლუბს მისი უფასოდ გაშვება მოუწევს. თავის მხრივ ლონდონური კლუბის ლეგენდარულმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, სანჩესის გაშვება ზამთარში კატეგორიულად გამორიცხა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მას ურჩევნია ალექსისიმა კლუბი უფასოდ ზაფხულში დატოვოს, ვიდრე გუნდმა საკვანძო მოთამაშე სეზონის შუა ნაწილში დაკარგოს.

ჩილელის ყიდვით ყველაზე მეტად პეპ გვარდიოლაა დაინტერესებული, სანჩესი გასულ ზაფხულსაც ახლოს იყო "სიტში" გადასვლასთან, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა და ალექსისი "არსენალში" დარჩა. Sky Sports-ის ექსპერტი ტონი კასკარინო, "მანჩესტერ იუნაიტედს" ალექსის სანჩესისთვის ბრძოლას ურჩევს. ირლანდიელის აზრით "წითელი ეშმაკების" შეთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა სანჩესზე გუნდის ახალმა პროექტმა გავლენა იქონიოს და ასპარეზობა "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელოს.

"მე ვფიქრობ "მანჩესტერ იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა სცადოს "არსენალიდან" სანჩესის გაფორმება, მისი გაფორმების შემთხვევაში, ვფიქრობ იგივე განმეორდება რაც რობინ ვან პერისის ყიდვის შემდეგ მოხდა, მაშინ "წითელმა ეშმაკებმა" სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის თასი მეოცეთ ასწიეს. ჩილელი მოურინიოსთვის ბრწყინვალე შენაძენი იქნებოდა."

წყარო:Express
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
27 დეკემბერი 2017 18:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ჩემი ოცნების ტრანსფერი ჯერ კიდევ უდინეზედან. :)
2
№2
ავტორი: Svanchester
27 დეკემბერი 2017 18:52
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მეც ყოველთვის მინდოდა ამ კაცის ჩვენ გუნდში ხილვა
0
№3
ავტორი: LASHQARA
27 დეკემბერი 2017 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
გაასწორებს მაგრად love am
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
27 დეკემბერი 2017 19:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ეგ და პერიშიჩი, უკან ვერატი და ფლანგებზე სწრაფი მცველები და ვსიო მოვიდეს ვისაც უნდა.ჩემი აზრით ვინგერების ყიდვის შემთხვევაში ათიანი საერთოდ არ უნდა გუნდს
1
№5
ავტორი: ikeoni
27 დეკემბერი 2017 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Arada Kai 50 milions ki dakargaven sezonis bolos exla tuar gayides:)) mshvenieri transferi iqneboda tips imena saxeze aweria ro dzaalitaa gundshi
0
№6
ავტორი: dachi_mu
27 დეკემბერი 2017 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
sanchesi imxela kreativs shegvdzens <3 meti ro ar sheidzleba.. reshfordma reebi aketa gushin :/
0
№7
ავტორი: PaLoMo
27 დეკემბერი 2017 19:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
arada rogor gvchirdeba axla ess mere martials da rashfords arvevat takoebi.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Buk777
27 დეკემბერი 2017 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Reshfordi 20wlis aris da rasac ajetebs magaria daa nartialic sheeshvit am or fexburtels da lukakus da pogbas da dexeas am xut fexburyels sheeshvit an uyuret fexburys kargat
0
№9
ავტორი: stepno
27 დეკემბერი 2017 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა მაგრად მოგვიხდება winked
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
27 დეკემბერი 2017 21:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია ეს ტრანსფერი შედგეს, ისე ეს უდინეზეში რო იყო მაშინ უნდა ეყიდათ მარა ბარსაში წავიდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top