თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2017, 18:34
ავტორი: Legend Sir Alex,
ნანახია: 1888,
კომენტარები: 11
ტონი კასკარინო: "იუნაიტედმა" სანჩესის ყიდვა უნდა სცადოს"
Sky Sports-ის ექსპერტი მოურინიოს ალექსისის ყიდვას ურჩევს.
ტონი კასკარინო:
ირლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტი, ტონი კასკარინო "მანჩესტერ იუნაიტედს" ალექსისის სანჩესის ყიდვას ურჩევს, მისი აზრით ჩილელს შეუძლია გუნდზე ისეთივე ეფექტი მოახდინოს, როგორიც რობინ ვან პერსიმ მაოხერხა. ჰოლანდიელი "იუნაიტედში", სწორედ "მეთოფეების" ბანაკიდან შეუერთდა და სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის თასის მოგებაც შეძლო.

სანჩესს არსენ ვენგერის გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მას ლონდონური კლუბის დატოვება მტკიცეთ აქვს გადაწყვეტილი, ვინაიდან ეს უკანასკნელი "მეზარბაზნეებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს აცხადებს. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავი კლუბს, ან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გარკვეული თანხის სანაცვლოდ დატოვებს, ან ზაფხულში კლუბს მისი უფასოდ გაშვება მოუწევს. თავის მხრივ ლონდონური კლუბის ლეგენდარულმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, სანჩესის გაშვება ზამთარში კატეგორიულად გამორიცხა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მას ურჩევნია ალექსისიმა კლუბი უფასოდ ზაფხულში დატოვოს, ვიდრე გუნდმა საკვანძო მოთამაშე სეზონის შუა ნაწილში დაკარგოს.

ჩილელის ყიდვით ყველაზე მეტად პეპ გვარდიოლაა დაინტერესებული, სანჩესი გასულ ზაფხულსაც ახლოს იყო "სიტში" გადასვლასთან, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა და ალექსისი "არსენალში" დარჩა. Sky Sports-ის ექსპერტი ტონი კასკარინო, "მანჩესტერ იუნაიტედს" ალექსის სანჩესისთვის ბრძოლას ურჩევს. ირლანდიელის აზრით "წითელი ეშმაკების" შეთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა სანჩესზე გუნდის ახალმა პროექტმა გავლენა იქონიოს და ასპარეზობა "ოლდ ტრაფორდზე" გააგრძელოს.

"მე ვფიქრობ "მანჩესტერ იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა სცადოს "არსენალიდან" სანჩესის გაფორმება, მისი გაფორმების შემთხვევაში, ვფიქრობ იგივე განმეორდება რაც რობინ ვან პერისის ყიდვის შემდეგ მოხდა, მაშინ "წითელმა ეშმაკებმა" სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის თასი მეოცეთ ასწიეს. ჩილელი მოურინიოსთვის ბრწყინვალე შენაძენი იქნებოდა."

წყარო:Express
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
28 დეკემბერი 2017 04:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ციტატა: Buk777
Reshfordi 20wlis aris da rasac ajetebs magaria daa nartialic sheeshvit am or fexburtels da lukakus da pogbas da dexeas am xut fexburyels sheeshvit an uyuret fexburys kargat

ლუკაკუს კისერზეა 4 გოლი მანჩესტერის კარში მიმდინარე სეზონში, თან გადამწყვეტი გოლები მათ შორის 2 სიტისთან, ასე რომ გასაკრიტიკებელი უნდა გააკრიტიკო და საერთოდ მაგისთვისაა ეს საიტი რომ ყველამ თავისი აზრი გამოხატოს ფეხბურთელებზე და გუნდზე მთლიანად, შეეშვი რას ქვია კაცურად, დაჭერილი გვყავს და პაიალნიკს ვტენით ტრაკ ში თუ რა მაფიაა :)

რაც შეეხება სანჩესს, ძაან მიკვირს რომ მანჩესტერი მედიის დონეზეც არ ფიგურირებს და აქტიურობს მის ხელში ჩასაგდებად, ბაზარზე ჩილელზე მაგარი ვინგერი არ არის ამ ეტაპზე, მითუმეტეს იმ ფასად რაც მისი კონტრაქტიდან გამომდინარე შეიძლება მოითხოვოს არსენალმა, მოკლედ აუცილებლად უნდა დაჩალიჩდნენ, 1 ის ვერ გამიგია სიტის რად უნდა ამდენი მაღალი დონის შემტევი თან ერთიდაიგივე პოზიციაზე, სანე, სტერლინგი, დებრუინი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top