თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2017, 12:57
ავტორი: JuanMata,
ნანახია: 2361,
კომენტარები: 11
სქოულზი: "ვან გაალის კრიტიკამ მწვრთნელის ადგილი დამაკარგინა"
პოლ სქოულზმა რეზერვისტების შესაძლო მწვრთნელობაზე ისაუბრა.
სქოულზი:
"იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი თვლის, რომ ვან გაალის ფეხბურთის კრიტიკამ მას წითლების რეზერვისტების მწვრთნელის პოსტი დააკარგვინა.

"შემეძლო "იუნაიტედის" რეზერვისტების მწვრთნელი გავმხდარიყავი? არ ვფიქრობ, რომ კლუბი ამით დაინტერესებულია, შესაძლოა იმიტომ, რომ მათი თამაშის განხილვისას ძალზედ კრიტიკული ვიყავი. - განაცხადა სქოულზმა დეილი მეილთან ინტერვიუში. - მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ განზრახ არ მსურდა რამე კარგის თქმა, უბრალოდ ვცდილობდი შემეფასებინა რეალურად, მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი. ახლა სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ იმ თამაშს, რასაც ისინი თამაშობდნენ მოურინიოს მოსვლამდე, რთულია დაარქვა კონკურენტუნარიანი და თუნდაც რაიმე დადებითი შეაფასება მოუძებნო.

20 წელი გავატარე "იუნაიტედში" და ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო. ნამდვილად არ მინდოდა მათი გაკრიტიკება, მაგრამ როცა მათ ვუყურებდი, ვხედავდი როგორ თამაშობდნენ, ძალიან რთული იყო მათი დაცვა.

ერთადერთი კლუბი, რომელშიც მზად ვარ მივიდე, ეს - "მანჩესტერ იუნაიტედია". ვფიქრობ კარგი შანსი მქონდა 23 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გავმხდარიყავი, ძალიან მინდოდა ეს სამუშაო მიმეღო, მაგრამ სამწუხაროდ ამისგან არაფერი გამოვიდა.“

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ნოემბერში უორენ ჯოისის წასვლის შემდეგ "იუნაიტედის" 23 წლამდელთა გუნდი ფაქტობრივად უმწვრთნელოდ დარჩა და მხოლოდ 2017 წლის ივლისში კლუბმა ამ პოსტზე რიკი სბრაჯია მოიყვანა, რომელიც აქამდეც ხელმძღვანელობდა რეზერვისტებს 2002-2005 წლებში.




წყარო: Manutd.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 დეკემბერი 2017 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მაგრად არ ევასებოდა ამის ნალაპარაკები ვან გაალს, მაგრამ ძნელია გაამტყუნო, სიმართლე ვის სიამოვნებს...
0
№2
ავტორი: Svanchester
26 დეკემბერი 2017 13:31
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
სულით მანჩესტერელი გვჭირდება სამომავლოდ. ისეთი როგორიც ეს კაცია
0
№3
ავტორი: tupaca
26 დეკემბერი 2017 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
კლასი 92 იდან თუ ვინმეს აქვს შანსი რომ დიდი მწვრთნელი გახდეს ეს სკოულზია
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
26 დეკემბერი 2017 13:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ვან გაალის ფეხბურთი მოწონდა და არ აკრიტიკებდა
0
№5
ავტორი: koksonn
26 დეკემბერი 2017 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
სქოულზი არ ვიცი მაგრამ ნევილი კარგი მწვრთნელი იქნება, ფეხბურთელის მოტივირება შეუძლია დ კარგი ლიდერია. სოულზზე განა რამეს ვამბობ, ჩემთვის საუკეთესო ნახევარმცველია, მაგრამ მწვრთნელს თუ ლიდერის თვისებები არ აქვს გაუჭირდება ისე
0
№6
ავტორი: dybbuk
26 დეკემბერი 2017 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: tupaca
კლასი 92 იდან თუ ვინმეს აქვს შანსი რომ დიდი მწვრთნელი გახდეს ეს სკოულზია

+1
0
№7
ავტორი: Phil Jones
26 დეკემბერი 2017 14:36
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ვინც შენ გაგიშვა

ციტატა: koksonn
სქოულზი არ ვიცი მაგრამ ნევილი კარგი მწვრთნელი იქნება, ფეხბურთელის მოტივირება შეუძლია დ კარგი ლიდერია. სოულზზე განა რამეს ვამბობ, ჩემთვის საუკეთესო ნახევარმცველია, მაგრამ მწვრთნელს თუ ლიდერის თვისებები არ აქვს გაუჭირდება ისე

ისე გეთანხმები, მიუხედავად იმისა ვალენსიაში რო ჩაისვარა, მაგრამ მანდ საერთოდ რა უნდოდა ეხლაც ვერ ვხვდები.
0
№8
ავტორი: PaLoMo
26 დეკემბერი 2017 14:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
tu ar vcdebi dortmunds yavda 1periodi 2mwvrtneli.es da gigsi ariqneba cudi tandemi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: JuanMata
26 დეკემბერი 2017 15:16
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: PaLoMo
tu ar vcdebi dortmunds yavda 1periodi 2mwvrtneli.es da gigsi ariqneba cudi tandemi


ვაა, ეგეთიც შეიძლება? wink

სქოულზი და გიგზი ალბათ კარგ შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ, მაგრამ რად გინდა, რომც მოიყვანონ სქოულზი ახლა სამწვრთნელო შტაბში, დაიწყებს მოურინიოს დაცვითი თამაშის კრიტიკას და გამოაგდებენ wink
0
№10
ავტორი: ikeoni
26 დეკემბერი 2017 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Vaangaalis dedas ar ******i
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top