თბილისი:
მანჩესტერი:
26-12-2017, 12:57
ავტორი: JuanMata,
ნანახია: 2365,
კომენტარები: 11
სქოულზი: "ვან გაალის კრიტიკამ მწვრთნელის ადგილი დამაკარგინა"
პოლ სქოულზმა რეზერვისტების შესაძლო მწვრთნელობაზე ისაუბრა.
სქოულზი:
"იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი პოლ სქოულზი თვლის, რომ ვან გაალის ფეხბურთის კრიტიკამ მას წითლების რეზერვისტების მწვრთნელის პოსტი დააკარგვინა.

"შემეძლო "იუნაიტედის" რეზერვისტების მწვრთნელი გავმხდარიყავი? არ ვფიქრობ, რომ კლუბი ამით დაინტერესებულია, შესაძლოა იმიტომ, რომ მათი თამაშის განხილვისას ძალზედ კრიტიკული ვიყავი. - განაცხადა სქოულზმა დეილი მეილთან ინტერვიუში. - მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ განზრახ არ მსურდა რამე კარგის თქმა, უბრალოდ ვცდილობდი შემეფასებინა რეალურად, მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი. ახლა სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ იმ თამაშს, რასაც ისინი თამაშობდნენ მოურინიოს მოსვლამდე, რთულია დაარქვა კონკურენტუნარიანი და თუნდაც რაიმე დადებითი შეაფასება მოუძებნო.

20 წელი გავატარე "იუნაიტედში" და ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო. ნამდვილად არ მინდოდა მათი გაკრიტიკება, მაგრამ როცა მათ ვუყურებდი, ვხედავდი როგორ თამაშობდნენ, ძალიან რთული იყო მათი დაცვა.

ერთადერთი კლუბი, რომელშიც მზად ვარ მივიდე, ეს - "მანჩესტერ იუნაიტედია". ვფიქრობ კარგი შანსი მქონდა 23 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გავმხდარიყავი, ძალიან მინდოდა ეს სამუშაო მიმეღო, მაგრამ სამწუხაროდ ამისგან არაფერი გამოვიდა.“

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ნოემბერში უორენ ჯოისის წასვლის შემდეგ "იუნაიტედის" 23 წლამდელთა გუნდი ფაქტობრივად უმწვრთნელოდ დარჩა და მხოლოდ 2017 წლის ივლისში კლუბმა ამ პოსტზე რიკი სბრაჯია მოიყვანა, რომელიც აქამდეც ხელმძღვანელობდა რეზერვისტებს 2002-2005 წლებში.




წყარო: Manutd.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
27 დეკემბერი 2017 02:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
სულმოუთქმელად ველოდები იმ დღეს როცა ჩვენი რიჟიკა გაწვრთნის ჩვენ საყავრელ გუნდს... რათქმაუნდა თავის სასტავთან ერთად...:))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top