თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2017, 14:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2038,
კომენტარები: 11
მოურინიო: "მხითარიანი "ბრისტოლთან" ითამაშებს"
სომეხ ფეხბურთელს საქმეში კვლავ ვიხილავთ.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ჰენრიხ მხითარიანს ქარაბაო თასზე "ბრისტოლ სიტის" წინააღმდეგ თამაშის შანსი აქვს.

"წითელი ეშმაკები" ინგლისის ლიგის თასის სახელით ცნობილ ტურნირზე ასპარეზობას სტუმრად გასამართი მატჩით განაახლებენ, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ჟოზე მოურინიოს გუნდი უკვე ნახევარფინალურ ეტაპზე გავა და მორიგი ტიტულის მოგებას ეცდება.

"რამდენიმე ცვლილებას გავაკეთებ შემადგენლობაში, მაგრამ ბევრს არა, რადგან "ბრისტოლი" ჩემპიონშიპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ეს ტურნირი კი სულაც არ არის ისეთი, როგორიც 5-10 წლის წინ იყო. ახლა ჩემპიონშიპში რამდენიმე კარგი გუნდია, რომელშიც ბევრი ფეხბურთელია პრემიერ ლიგის დონისა.

ასე რომ, ამ მატჩს მართლაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რის გამოც ბევრ ცვლილებას არ განვახორციელებ. შესაძლოა, მიკიმაც ითამაშოს. როგორც უკვე გითხარით, ახლა რთულია სასტარტო შემადგენლობაში მისთვის ადგილის გამოძებნა. ამჟამად ჩვენ ვათამაშებთ მატას, ლინგარდს, მარსიალს, რეშფორდსა და ლუკაკუს, სკამზე კი იბრაჰიმოვიჩი ან რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელთგანი ზის. შემადგენლობაში ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ"
, - განაცხადა მოურინიომ.
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
19 დეკემბერი 2017 14:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია, იმედია იქნება სასტარტოში

მაინც არ მინდა რაღაცნაირად რო წავიდეს
1
№2
ავტორი: nika_nikusha
19 დეკემბერი 2017 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
ეს ქარაბაო თასი რაღა უბედურებაა wink
0
№3
ავტორი: PaLoMo
19 დეკემბერი 2017 14:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
mxixitoc showc da pereiraccund aatamashoslukaku daasvenos da ibra daayenos sastavshi

mactominai da tuanzebec unda daayenos

xo kide goal.geze wavikitxe 6frxburtels ushves mou zamtarshio da vitom zamtarshi shevsustdehit da ar gavdzlierdebit?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: ikeoni
19 დეკემბერი 2017 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Didi albatobit ianvarshi wava
0
№5
ავტორი: manubro
19 დეკემბერი 2017 14:51
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
ციტატა: nika_nikusha
ეს ქარაბაო თასი რაღა უბედურებაა wink

ლიგის თასია იგივე სახელს უცვლიან ყოველ წელს სპონსორის მიხედვით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№6
ავტორი: marcoz rojo
19 დეკემბერი 2017 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მთავარია როჰო ჰყავდეს არა ძმებო
0
№7
ავტორი: LASHQARA
19 დეკემბერი 2017 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ამის წასვლა ამ ეტაპზე არ იქნება კარგი, მაგრამ თუ ვინმე უკეთესს შეიძენს გუნდი მერე შეიძლება winked am
0
№8
ავტორი: Svanchester
19 დეკემბერი 2017 17:16
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ბოლო შანსი მიკის,,თუმცა სავარაუდოდ გაყიდიან
0
№9
ავტორი: giorgi_mg
19 დეკემბერი 2017 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რასაც მოუ აკეთებს მიკის მიმართებში 100% ვემხრობი, მძორივით დარბოდა ბოლო თამაშები და ასეთი მიდგომები ისეთი მშრომელი ფეხბურთელის მიმართ როგორიც მხითარიანია საჭიროა და თან სხვა ფეხბურთელებიც ისწავლიან ჭკუას. ამ მეთოდმა შოუზე იმუშავა, დეპაიზე ვერა, ჯერ ვერც იბრაზე მოქმედებს, იმედია მიკიზე იმუშავებს.
0
№10
ავტორი: stepno
20 დეკემბერი 2017 10:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მომკალი და აღარ მჯერა ამ მხითარიანის რაა:))
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top