თბილისი:
მანჩესტერი:
19-12-2017, 14:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2041,
კომენტარები: 11
მოურინიო: "მხითარიანი "ბრისტოლთან" ითამაშებს"
სომეხ ფეხბურთელს საქმეში კვლავ ვიხილავთ.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ჰენრიხ მხითარიანს ქარაბაო თასზე "ბრისტოლ სიტის" წინააღმდეგ თამაშის შანსი აქვს.

"წითელი ეშმაკები" ინგლისის ლიგის თასის სახელით ცნობილ ტურნირზე ასპარეზობას სტუმრად გასამართი მატჩით განაახლებენ, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ჟოზე მოურინიოს გუნდი უკვე ნახევარფინალურ ეტაპზე გავა და მორიგი ტიტულის მოგებას ეცდება.

"რამდენიმე ცვლილებას გავაკეთებ შემადგენლობაში, მაგრამ ბევრს არა, რადგან "ბრისტოლი" ჩემპიონშიპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ეს ტურნირი კი სულაც არ არის ისეთი, როგორიც 5-10 წლის წინ იყო. ახლა ჩემპიონშიპში რამდენიმე კარგი გუნდია, რომელშიც ბევრი ფეხბურთელია პრემიერ ლიგის დონისა.

ასე რომ, ამ მატჩს მართლაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, რის გამოც ბევრ ცვლილებას არ განვახორციელებ. შესაძლოა, მიკიმაც ითამაშოს. როგორც უკვე გითხარით, ახლა რთულია სასტარტო შემადგენლობაში მისთვის ადგილის გამოძებნა. ამჟამად ჩვენ ვათამაშებთ მატას, ლინგარდს, მარსიალს, რეშფორდსა და ლუკაკუს, სკამზე კი იბრაჰიმოვიჩი ან რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელთგანი ზის. შემადგენლობაში ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ"
, - განაცხადა მოურინიომ.
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Rashford19
20 დეკემბერი 2017 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
Ranair fexburts atamashebs mourinio. Bristol sitic ro ese shegitevsss. Erti normaluri mwvrtneli ra gaxdaaaa!!?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top