თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2017, 17:58
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2426,
კომენტარები: 16
"იუნაიტედის" პოტენციური მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე
ცნობილია "წითლების" პოტენციური მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგაზე.
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ცნობილია იმ 16 გუნდის ვინაობა, ვინც მერვედფინალში კენჭისყრის შედეგად მალე დაწყვილდება. კენჭისყრა ტრადიციულად, უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში 11 დეკემბერს გაიმართება, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე.

A- ჯგუფში პირველი ადგილით, როგორც მოსალოდნელი იყო, "მანჩესტერ იუნაიტედი" 15 ქულით გავიდა. აქედან გამომდინარე, ცნობილი გახდა იმ გუნდების ვინაობა, ვინც უკვე ითვლება წითლების პოტენციურ მეტოქედ მერვედფინალში.

პლეი-ოფის პირველ რაუნდში, ჟოზე მოურინიოს შეგირდებს, შესაძლოა შემდეგი გუნდებიდან ერთ-ერთი დაუპირისპირდეს, ჩამონათვალი შემდეგია:

"ბაიერნი" (გერმანია), "იუვენტუსი" (იტალია), "სევილია" (ესპანეთი), "შახტარი" (უკრაინა), "პორტუ" (პორტუგალია) და "რეალ მადრიდი" (ესპანეთი).

მოგეხსენებათ წლვენდელი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ რაუნდში, ინგლისს 5 გუნდი წარადგენს, უეფას წესების თანახმად, ერთი ქვეყნის გუნდები ამ ეტაპზე არ შეიძლება დაწყვილდნენ, ასევე ვერ დაწყვილდებიან ის გუნდები, ვინც აქამდე ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წითელი ეშმაკების პოტენციურ მეტოქეებს შეიძლება დამატებოდნენ, ლონდონის "ჩელსი", რომელიც ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა და ასევე შვეიცარიული "ბაზელი" რომელმაც A- ჯგუფი მეორე ადგილით დატოვა და "იუნაიტედთან" ერთად შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველი შეხვედრები 2018 წლის 13-14 და 20-21 თებერვალს გაიმართება, ხოლო ამ რაუნდის საპასუხო მატჩები 6-7 და 13-14 მარტს.

წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
7 დეკემბერი 2017 18:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
პორტუ გვაწყობს
0
№2
ავტორი: Phil Jones
7 დეკემბერი 2017 18:09
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
სევილია იმენნა ფარჩაკია, მაგრამ მე იუვე ან რეალი მინდა, ჯობია აქედანვე შევუდგეთ საქმეს! შახტარი არ მინდა, ყველაზე საშუალო გუნდია, არც ძლიერი არც ყველაზე სუსტი და იმიტომ.
0
№3
ავტორი: lasha001
7 დეკემბერი 2017 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
Baiernis garda romelic ginda iyos...
0
№4
ავტორი: shotkin
7 დეკემბერი 2017 18:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
არცერთი გუნდის არ მეშინია არამარტო აქედან არამედ ზოგადად..

მშვენიერი გუნდი ვართ და ჩემიაზრით 2 მატჩიან რაუნდებში კონცენტრაცია არ გვიჭირს და შეიძლება უფრო აკრგებიც კი ვიყოთ ვიდრე მგონია, მოუს ეხერხება სასურველ შედეგზე თამაში და მიღწევა განსაკუთრებით 2 მატჩიან დუელებში..
0
№5
ავტორი: Svanchester
7 დეკემბერი 2017 18:25
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ნებისმიერს ვისურვებდი ნებისმიერს.
0
№6
ავტორი: ikeoni
7 დეკემბერი 2017 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
გამოუშვით ვინც გინდათ am
0
№7
ავტორი: pogbensito
7 დეკემბერი 2017 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
როდესაც პავორიტობაზე წავა საქმე პავორიტი მოურინიო იქნება 2 მატცჰიან ტამაშებზე ყველაზე დზლიერია მოუს ტაქტიკა მარტო ცჰემპიონტა ლიგაზე მომწონსს
0
№8
ავტორი: PaLoMo
7 დეკემბერი 2017 19:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
am etapze ar iqneba cudi reali radgan araa magar formashi da mere ra iqneba arvici.savaraudot secilia porto shegvxveebaa.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: tupaca
7 დეკემბერი 2017 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
შახტარი მაწყობს და უკრაინისკენ ჰერი ჰერი :)) თუ არადა რეალი მინდა ან იუვე რო ორივე თამაში პირდაპირში იყოს
0
№10
ავტორი: dzia_David
7 დეკემბერი 2017 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად ალბათ ჰაინკესის ბავარიასთან ჭიდაობას ვისურვებდი...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top