თბილისი:
მანჩესტერი:
7-12-2017, 17:58
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2427,
კომენტარები: 16
"იუნაიტედის" პოტენციური მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე
ცნობილია "წითლების" პოტენციური მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგაზე.
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ცნობილია იმ 16 გუნდის ვინაობა, ვინც მერვედფინალში კენჭისყრის შედეგად მალე დაწყვილდება. კენჭისყრა ტრადიციულად, უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში 11 დეკემბერს გაიმართება, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე.

A- ჯგუფში პირველი ადგილით, როგორც მოსალოდნელი იყო, "მანჩესტერ იუნაიტედი" 15 ქულით გავიდა. აქედან გამომდინარე, ცნობილი გახდა იმ გუნდების ვინაობა, ვინც უკვე ითვლება წითლების პოტენციურ მეტოქედ მერვედფინალში.

პლეი-ოფის პირველ რაუნდში, ჟოზე მოურინიოს შეგირდებს, შესაძლოა შემდეგი გუნდებიდან ერთ-ერთი დაუპირისპირდეს, ჩამონათვალი შემდეგია:

"ბაიერნი" (გერმანია), "იუვენტუსი" (იტალია), "სევილია" (ესპანეთი), "შახტარი" (უკრაინა), "პორტუ" (პორტუგალია) და "რეალ მადრიდი" (ესპანეთი).

მოგეხსენებათ წლვენდელი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ რაუნდში, ინგლისს 5 გუნდი წარადგენს, უეფას წესების თანახმად, ერთი ქვეყნის გუნდები ამ ეტაპზე არ შეიძლება დაწყვილდნენ, ასევე ვერ დაწყვილდებიან ის გუნდები, ვინც აქამდე ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წითელი ეშმაკების პოტენციურ მეტოქეებს შეიძლება დამატებოდნენ, ლონდონის "ჩელსი", რომელიც ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა და ასევე შვეიცარიული "ბაზელი" რომელმაც A- ჯგუფი მეორე ადგილით დატოვა და "იუნაიტედთან" ერთად შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველი შეხვედრები 2018 წლის 13-14 და 20-21 თებერვალს გაიმართება, ხოლო ამ რაუნდის საპასუხო მატჩები 6-7 და 13-14 მარტს.

წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
7 დეკემბერი 2017 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
movides nebismieri
0
№12
ავტორი: gega23
8 დეკემბერი 2017 01:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
რეალი მინდა ან ბაიერნი იმენა აზრი არ აქვს ყველას მოუგებტ ტან დამაჯერებლად
0
№13
ავტორი: temo-scholes
8 დეკემბერი 2017 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: dzia_David
ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად ალბათ ჰაინკესის ბავარიასთან ჭიდაობას ვისურვებდი...

100% გეთანხმები...!

ისე კი მე პირადად რეალი მინდა ძალიან....:))
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
8 დეკემბერი 2017 12:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ორ მატჩიანში ყველასთან უპირატესობა გვაქ და რეალის კალიბროს გუნდზე წასვლა ჯობია მაგრამ ბაიერნი არა რა
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
8 დეკემბერი 2017 12:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამ ეტაპზე შახტარი სევილია ან პორტო ჯობია :D
0
№16
ავტორი: dybbuk
8 დეკემბერი 2017 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: SANDROGRIGA
ამ ეტაპზე შახტარი სევილია ან პორტო ჯობია :D

ბაზარი არაა :D რაც უფრო გვიან შევხვდებით გრანდებს მით უკეთესი და მეც ზემოთ ნათქვამის მსგავსად ყველაზე ნაკლებად ბავარიას ვისურვებდი, მაგრამ რატომღაც იუვე მგონია და თუ ეგრე მოხდა ძაან საინტერესო ტაქტიკური დუელი იქნება, მოურინიო vs ალეგრი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top