თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2017, 13:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2791,
კომენტარები: 14
მოურინიოს ვერდიქტი ცსკა-სთან გამარჯვებაზე
ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი.
მოურინიოს ვერდიქტი ცსკა-სთან გამარჯვებაზე
ჟოზე მოურინიო მოხარულია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ცსკა-სთან მატჩში მისი ფეხბურთელების თამაშით და გამარჯვებით, რომელმაც გუნდს პირველი ადგილი და პლეი-ოფში თამაში გაუნაღდა.

მატჩის შემდგომ კი მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა...

"შემდეგ ეტაპზე სასურველ სტილში გავედით"

"შემდეგ ეტაპზე გავედით და თანაც ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა - კარგი თამაშითა და შედეგით. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით. ფეხბურთელებით უკმაყოფილო სულაც არ ვყოფილვარ. მეორე ტაიმში კი ძლიერი რეაქცია გამოვავლინეთ, არ გვინდოდა წაგება და ბიჭებმა ნამდვილად პროფესიონალურად ითამაშეს. საქმისადმი მათი მიდგომით კმაყოფილი ვიყავი. მათ არ სურდათ წაგება და საშინაო მატჩებში ნაჩვენები კარგი შედეგის შეწყვეტა. მეორე ტაიმში ძლიერი თამაში ვაჩვენეთ. სანამ ორ გოლს გავიტანდით, უწყვეტად ვქმნიდით მომენტებს და ვცდილობდით. ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების სეზონში დაგროვილი 15 ქულა კი, ჩემი აზრით, ძალიან კარგია".

40-მატჩიანი წაუგებელი სერია "ოლდ ტრაფორდზე"


"არ ვამაყობ, რადგან ცუდი შედეგებიც გვქონდა სახლში. მე რეკორდებისთვის არ ვთამაშობ, სულაც არ მინდა, ამ კლუბის ისტორიის ფურცლებზე ჩემი გვარი რეკორდის გამო ეწეროს. მინდა ისე დარჩეს ჩემი სახელი, როგორც ევროპა ლიგის პირველად მოგებაა, მაგალითად. მე ამაზე მეტის გაკეთება მსურს. თუმცა, ესეც სასიამოვნოა".

კარგი გოლეადორები


"გოლის ავტორების არჩევა რომ შემეძლოს, ყოველთვის თავდამსხმელს ავირჩევდი, რადგან მათი თავდაჯერებულობა სწორედ გოლზეა დამოკიდებული. მაგრამ ლუკაკუს შრომა გუნდისთვის უბრალოდ სიგიჟეა, იმდენ რამეს აკეთებს გუნდისთვის ყოველ შეხვედრაში, რომ სულერთია, გოლი გააქვს თუ არა. თუკი გოლი გააქვს და გრძნობს ბედნიერებას, რომელიც თავდამსხმელს სურს, მაშინ დიდებულია. მაგრამ რომელუთი ყოველთვის კმაყოფილი ვარ. მარკუსისთვისაც მნიშვნელოვანი გოლი იყო."

უთამაშებელმა ფეხბურთელებმა შანსი მიიღეს

"ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე წუთი თამაში მაკტომინეისთვისაც და აქსელისთვისაც კარგი იყო. სხვა ბიჭებიც, რომლებიც ცოტას თამაშობენ, ლუკ შოუ თუნდაც, შეტევაში განსაკუთრებულად კარგი იყო. რომერო კარგი მეკარეა და სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ იმიტომ ზის, რომ ჩვენ დავიდ დე ხეა გვყავს. "
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
6 დეკემბერი 2017 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
:D aba romerom video unda chaweros chems beds shv.... cio
0
№2
ავტორი: PaLoMo
6 დეკემბერი 2017 14:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: dachi_mu
:D aba romerom video unda chaweros chems beds shv.... cio

au abaadddddddd
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: Svanchester
6 დეკემბერი 2017 15:25
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
შოუს ვგულშემატკივრობ მაგრად, ჺქვს ამ ბიჭს გახდეს საუკეთესო თავის პოზიციაზე, თავის მხრივ მაკტომინი და ტუანზებეც კარგები არიან ცდილობენ განვითარებას და მაქსიმალურად იყენებენ მიცემულ სათამაშო დროს
0
№4
ავტორი: ikeoni
6 დეკემბერი 2017 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Sagol shous magrad itamsha da imedia micems joze kide shans
0
№5
ავტორი: Manuille
6 დეკემბერი 2017 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
იქნებ გადაიფოქროს ზამთარში შოუს იჯარით გაყიდვა და მაქამდეც კარგად ათამაშდეს... ფორმაში მყოფი შოუ ყველას მირჩევნია თან კარგი იქნება იმ მხრივ ო იანგი კონკურენცას იგრძნობს და ერთ ადგილზე არგაიჭედება
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
6 დეკემბერი 2017 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
კარგია რო გავედით და მოუგეთ ცეესკას ეხა შემდეგი სიტია და უნდა მოვემზადოთ მაგრათ მე მაგალითად სიტისთან მხითოს იბრას და შოუს მივცემდი შანს ... როდის არის კენჭისყრა ჩემპიონთა ლიგის ?
0
№7
ავტორი: stepno
6 დეკემბერი 2017 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
imediaa romeroo ar gadava sxva klubshi eseti satadarigoo mekare saocneboaa :))) sitistan mec didi siovnebit vixilavdi luks aseve lukaku ibras ertad amas plius marsi da rashi
0
№8
ავტორი: Svanchester
6 დეკემბერი 2017 18:54
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: stepno
imediaa romeroo ar gadava sxva klubshi eseti satadarigoo mekare saocneboaa :))) sitistan mec didi siovnebit vixilavdi luks aseve lukaku ibras ertad amas plius marsi da rashi

მე პირადად რომეროს ადგილზე გადავიდოდი, ვის უნდა მთელი ცხოვრება ვიღაცის ჩრდილქვეშ ყოფნა..იმედია მართლა არ გადავა თუმცა ვეჭვობ რო წავა..
0
№9
ავტორი: PaLoMo
6 დეკემბერი 2017 19:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: Svanski
ციტატა: stepno
imediaa romeroo ar gadava sxva klubshi eseti satadarigoo mekare saocneboaa :))) sitistan mec didi siovnebit vixilavdi luks aseve lukaku ibras ertad amas plius marsi da rashi

მე პირადად რომეროს ადგილზე გადავიდოდი, ვის უნდა მთელი ცხოვრება ვიღაცის ჩრდილქვეშ ყოფნა..იმედია მართლა არ გადავა თუმცა ვეჭვობ რო წავა..

eg ro axla iyos 23-25 wlis bazari araa da mgoni ukve 30wlisaa sadga unda wavides chvenze ukets gindshi?ase ro iqneba chvenan bolomde
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№10
ავტორი: gache1991
6 დეკემბერი 2017 20:03
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Abaa velodebit liverpulis gavardnas:D:Dmeti ar Ari chemi mteri mara mainc:))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top