თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2017, 13:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2790,
კომენტარები: 14
მოურინიოს ვერდიქტი ცსკა-სთან გამარჯვებაზე
ჟოზე მოურინიოს მატჩის შემდგომი კომენტარი.
მოურინიოს ვერდიქტი ცსკა-სთან გამარჯვებაზე
ჟოზე მოურინიო მოხარულია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ცსკა-სთან მატჩში მისი ფეხბურთელების თამაშით და გამარჯვებით, რომელმაც გუნდს პირველი ადგილი და პლეი-ოფში თამაში გაუნაღდა.

მატჩის შემდგომ კი მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა...

"შემდეგ ეტაპზე სასურველ სტილში გავედით"

"შემდეგ ეტაპზე გავედით და თანაც ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა - კარგი თამაშითა და შედეგით. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით. ფეხბურთელებით უკმაყოფილო სულაც არ ვყოფილვარ. მეორე ტაიმში კი ძლიერი რეაქცია გამოვავლინეთ, არ გვინდოდა წაგება და ბიჭებმა ნამდვილად პროფესიონალურად ითამაშეს. საქმისადმი მათი მიდგომით კმაყოფილი ვიყავი. მათ არ სურდათ წაგება და საშინაო მატჩებში ნაჩვენები კარგი შედეგის შეწყვეტა. მეორე ტაიმში ძლიერი თამაში ვაჩვენეთ. სანამ ორ გოლს გავიტანდით, უწყვეტად ვქმნიდით მომენტებს და ვცდილობდით. ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების სეზონში დაგროვილი 15 ქულა კი, ჩემი აზრით, ძალიან კარგია".

40-მატჩიანი წაუგებელი სერია "ოლდ ტრაფორდზე"


"არ ვამაყობ, რადგან ცუდი შედეგებიც გვქონდა სახლში. მე რეკორდებისთვის არ ვთამაშობ, სულაც არ მინდა, ამ კლუბის ისტორიის ფურცლებზე ჩემი გვარი რეკორდის გამო ეწეროს. მინდა ისე დარჩეს ჩემი სახელი, როგორც ევროპა ლიგის პირველად მოგებაა, მაგალითად. მე ამაზე მეტის გაკეთება მსურს. თუმცა, ესეც სასიამოვნოა".

კარგი გოლეადორები


"გოლის ავტორების არჩევა რომ შემეძლოს, ყოველთვის თავდამსხმელს ავირჩევდი, რადგან მათი თავდაჯერებულობა სწორედ გოლზეა დამოკიდებული. მაგრამ ლუკაკუს შრომა გუნდისთვის უბრალოდ სიგიჟეა, იმდენ რამეს აკეთებს გუნდისთვის ყოველ შეხვედრაში, რომ სულერთია, გოლი გააქვს თუ არა. თუკი გოლი გააქვს და გრძნობს ბედნიერებას, რომელიც თავდამსხმელს სურს, მაშინ დიდებულია. მაგრამ რომელუთი ყოველთვის კმაყოფილი ვარ. მარკუსისთვისაც მნიშვნელოვანი გოლი იყო."

უთამაშებელმა ფეხბურთელებმა შანსი მიიღეს

"ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე წუთი თამაში მაკტომინეისთვისაც და აქსელისთვისაც კარგი იყო. სხვა ბიჭებიც, რომლებიც ცოტას თამაშობენ, ლუკ შოუ თუნდაც, შეტევაში განსაკუთრებულად კარგი იყო. რომერო კარგი მეკარეა და სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ იმიტომ ზის, რომ ჩვენ დავიდ დე ხეა გვყავს. "
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
6 დეკემბერი 2017 21:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სულისკვეთება ეტყობოდა გუნდს, რაც აკლდა აქამდე, ქამბექების კეთება კვლავ შეუძლიათ თურმე
0
№12
ავტორი: gache1991
7 დეკემბერი 2017 00:59
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Sevilia shaxtari Porto gamoushvit:))
0
№13
ავტორი: PaLoMo
7 დეკემბერი 2017 10:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
age sad gamaza sitim nu martalia ar ubrdzoliat bolomfe mara mainc. etyobodat chvenan tamashistvis emzadebodnen
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№14
ავტორი: WeAreUnited
7 დეკემბერი 2017 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: gache1991
Abaa velodebit liverpulis gavardnas:D:Dmeti ar Ari chemi mteri mara mainc:))

ძალიან მეზიზღება ყლივერპული მაგრამ მირჩევნია ისევ ეგენი იყვნენ ლიგაზე და მაგათ მოუ****თ მოსა****ვი ვიდრე ვიღაცა სპარტაკი და ცენზურამანჯო გუნდები :)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top