თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2017, 13:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3570,
კომენტარები: 12
გრიზმანის გულახდილი განცხადება
ანტუან გრიზმანმა თავის მომავალთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა.
გრიზმანის გულახდილი განცხადება
ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში მადრიდის "ატლეტიკოში" ბრწყინვალედ მოასპარეზე ანტუან გრიზმანი არის ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ბევრი კლუბი და ამ კლუბების გულშემატკივარი ინატრებდა თავის რიგებში.

მალე თავდამსხმელი ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოსცემს, სადაც გულახდილად მოყვება თავის ცხოვრებაზე, მანამდე კი იმ ჩამონათვალთა სიას ასაჯაროებს, რომელიც მისით დაინტერესებულ კლუბებს მოიცავს და ასევე თავისი კარიერის მიწურულს სასურველ კლუბში გადასვლის იმედსაც გამოთქვამს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ-ერთი შესაძლებლობაა, პოლ პოგბასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ის არ იქონიებს გავლენას ჩემს გადაწყვეტილებაზე. არ ვიცი, მოვირგებ თუ არა ერთი დღე "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს. ყოველთვის 7-ნომრიანი მაისური მეცვა, რადგან ჩემი კუმირი დევიდ ბექჰემია.

როცა პეპ გვარდიოლა წვრთნიდა "ბარსელონას", 2011 წელს მისგან შემოთავაზება მივიღე, მაგრამ დარჩენა გადავწყვიტე. 2014 წელს ასევე "ტოტენჰემს" სურდა ჩემი შეძენა, 2015-ში კი "პარი სენ-ჟერმენს" ვუთხარი უარი.

2013 წელს "არსენალის" სკაუტმა ჟილეს გრიმანდიმ მითხრა, რომ არსენ ვენგერი იყო ჩემით დაინტერესებული და თანაც იმდენად, რომ ყველა წინადადება გვერდზე გადავდე. ვიცადე, ვიცადე და ვიცდიდი, სანამ ბოლოს არ გაირკვა, რომ აღარავითარი ახალი ამბავი არ ხდებოდა. გრიმანდის რამდენიმეჯერ დავურეკე და კვლავ მეუბნებოდა, რომ ვენგერი ისევ ინტერესდებოდა ჩემით, ამიტომაც ლოდინი განვაგრძე. ბოლოს კი, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გაირკვა, რომ "არსენალი" არავითარი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებდა, მე კი არ მსურდა ისეთი რამის მოსმენა, რაც არ მოხდებოდა.

მინდა, რომ ჩემი კარიერა ბექჰემის კლუბში დავასრულო ამერიკის შეერთებულ შტატებში".
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
29 ნოემბერი 2017 13:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
*2011-ში სოსიედადში იყო გრიზმანი

დავიღალეთ უკვე ამის მიკიბ-მოკიბული ლაპარაკით wink ზაფულში თუ მოიყვანეს მოიყვანეს და თუ არა მერე აზრიც აღარ ექნება
0
№2
ავტორი: ikeoni
29 ნოემბერი 2017 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Samasi wlis ukve agaravis endomebi chemo dzmao gadmodi Tu gadmodixar:))
0
№3
ავტორი: gache1991
29 ნოემბერი 2017 15:13
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Damijeret Amis transferi sharshanve gadawyvetili iyo.es chvenia milioni procentit vici..pogbas faqtori sakutari gvidzlidzmis paqtori beqhemis nomeri da ase shemdeg yvelaperze miutitebs..absoliturad ar vnerviulob ro es zapxulshi aq mova
0
№4
ავტორი: Manstark_United
29 ნოემბერი 2017 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ამ ზაფხულს თუ არ გადმოვიდა,მერე რაღათ გვინდა belay
0
№5
ავტორი: Svanchester
29 ნოემბერი 2017 18:20
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ჩვენი მომავალი შვიდიანი
0
№6
ავტორი: stepno
29 ნოემბერი 2017 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
es witeliaa chatvalet
0
№7
ავტორი: dzia_David
29 ნოემბერი 2017 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ეს იმენა ქეცბაიასავით აქედანაც იმას ქნა და იქიდანაც უნდა რო იმას ქნას :D
0
№8
ავტორი: KINKLADZE (ATSANSKI)
30 ნოემბერი 2017 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
რამდენნაირი ჭორია უკვე ძაან უთავბოლო სიტოაციაა, ხან ბარსა ხან რეალი ძნელია მაგრამ მომავალ ზაფხულს იმედია დავითრევთ და დამთავრდება ყველაფერი ( ეს თუ არა დიბალა გვინდა მაშინ ამ ორში ძნელია არჩევანის გაკეთება )
0
№9
ავტორი: Phil Jones
30 ნოემბერი 2017 15:43
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეხლა თუ არ გადმოვიდამერე კარგად იყოს.
0
№10
ავტორი: Gamkrelidze
30 ნოემბერი 2017 16:41
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ვაფშე არ მინდა ამის აქ გადმოსვლა იყოს სადაც არის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top