თბილისი:
მანჩესტერი:
29-11-2017, 13:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3575,
კომენტარები: 12
გრიზმანის გულახდილი განცხადება
ანტუან გრიზმანმა თავის მომავალთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა.
გრიზმანის გულახდილი განცხადება
ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში მადრიდის "ატლეტიკოში" ბრწყინვალედ მოასპარეზე ანტუან გრიზმანი არის ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ბევრი კლუბი და ამ კლუბების გულშემატკივარი ინატრებდა თავის რიგებში.

მალე თავდამსხმელი ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოსცემს, სადაც გულახდილად მოყვება თავის ცხოვრებაზე, მანამდე კი იმ ჩამონათვალთა სიას ასაჯაროებს, რომელიც მისით დაინტერესებულ კლუბებს მოიცავს და ასევე თავისი კარიერის მიწურულს სასურველ კლუბში გადასვლის იმედსაც გამოთქვამს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ერთ-ერთი შესაძლებლობაა, პოლ პოგბასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ის არ იქონიებს გავლენას ჩემს გადაწყვეტილებაზე. არ ვიცი, მოვირგებ თუ არა ერთი დღე "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურს. ყოველთვის 7-ნომრიანი მაისური მეცვა, რადგან ჩემი კუმირი დევიდ ბექჰემია.

როცა პეპ გვარდიოლა წვრთნიდა "ბარსელონას", 2011 წელს მისგან შემოთავაზება მივიღე, მაგრამ დარჩენა გადავწყვიტე. 2014 წელს ასევე "ტოტენჰემს" სურდა ჩემი შეძენა, 2015-ში კი "პარი სენ-ჟერმენს" ვუთხარი უარი.

2013 წელს "არსენალის" სკაუტმა ჟილეს გრიმანდიმ მითხრა, რომ არსენ ვენგერი იყო ჩემით დაინტერესებული და თანაც იმდენად, რომ ყველა წინადადება გვერდზე გადავდე. ვიცადე, ვიცადე და ვიცდიდი, სანამ ბოლოს არ გაირკვა, რომ აღარავითარი ახალი ამბავი არ ხდებოდა. გრიმანდის რამდენიმეჯერ დავურეკე და კვლავ მეუბნებოდა, რომ ვენგერი ისევ ინტერესდებოდა ჩემით, ამიტომაც ლოდინი განვაგრძე. ბოლოს კი, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გაირკვა, რომ "არსენალი" არავითარი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებდა, მე კი არ მსურდა ისეთი რამის მოსმენა, რაც არ მოხდებოდა.

მინდა, რომ ჩემი კარიერა ბექჰემის კლუბში დავასრულო ამერიკის შეერთებულ შტატებში".
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
30 ნოემბერი 2017 19:24
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მგონი არ გადმოვა აქ , რაღაც ძაან სლეურად ბაზრობს
0
№12
ავტორი: krekera
1 დეკემბერი 2017 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
თუ მოდიხარ მოდიი რაა, არც დამღალა ამის თავის ფასებამ!!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top