თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2017, 18:44
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2765,
კომენტარები: 15
მოურინიოს ვერდიქტი
მოურინიომ "ბრაიტონის" მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
მოურინიოს ვერდიქტი
გუშინ სტარტი აიღო პრემიერ ლიგის მე-13 ტურმა, ეს ტური მორიგი 3 ქულის მომტანი აღმოჩდა სატურნირო ცხრილის მეორე ადგიოლზე მყოფ წითელი ეშმაკებისთვის, რომლებმაც მინიმალური ანგარიშით 1-0 შინ "ბრაიტონი" დაამარცხეს.

შეხვედრის შემდეგ პრესკონმერენცია "იუნაიტედის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ გამართა, რომლის ძირითადი ნაწილი კლუბის ოფიციალურ საიტმა შემოგვთავაზა.

რას იტყვით მატჩის მსვლეოლბაზე და მოწინააღმდეგის მიერ ნაჩვენებ თამაშზე?

"ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგე პირველ ტაიმში ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა, ხოლო ჩემთვის სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ სიტუაცია მეორე ტაიმში შეიცვალა და ჩვენ მიერ ნაჩვენები ფეხბურთის ინტენსივობა სწრაფად გაიზარდა და უფრო აქტიურად მოქმედება დავიწყეთ. გოლამდე და გოლის შემდეგაც, დავინახე ჩემი ფეხბურთელების ამბიციური მოქმედებები მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით. სამწუხაროდ ჩვენ შეხვედრის დასრულებამდე ვერ შევძელით თამაშისთვის ინტრიგის გაქრობა, თუმცა მე ვხედავდი, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საკუთარ კარში ბურთები არ მიეღოთ, ისინი ამისთვის ძალას და ენერგიას არ ზოგავდნენ. სწორედ ამიტომ "ბრაიტონის" ფეხბურთელების და მწვრთნელის მიმართ სიმპატიებს გამოვხატავ. ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ ისინი ჩემპიონშიფში ასპარეზობდნენ, ხოლო ამის შემდეგ ისინი ოლდ ტრაფორდზე მოვიდნენ და შეძლეს ჩვენთვის პრობლემები შეექმნათ. მინდა აღვნიშნო, რომ ოლდ ტრაფორდზე ჩვენთვის მსგავსი წინააღმდეგობა არცერთ სხვა გუნდს არ გაუწევია წლევანდელ სეზონში.

რას იტყვით გუნდში პრობლემების შესახებ?

მე არ გამიკვირდება თუ რამოდენიმე ექსპერტი დღევანდელ თამაშზე გამოვა და იტყვის, რომ ჩვენ შეხვედრის წარმატებით დასასრულებლად რამოდენიმე შემტევი ფეხბურთელი გამოვიყენეთ, ისინი მართლებიც იქნებიან მსგავის სახის კომენტირებისას. ზოგჯერ შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ არ გამოიყენო შეტევაში ერთად რამოდენიმე შემტევი ფეხბურთელი და დაკარგო კონტროლი მატჩის მსვლელობაზე. გარკვეული პრობლემები გვქონდა თავდაცვითი ქმედებების დროს, რადგან მატიჩი და პოგბა გარკვეული ხნის მანძილზე, იზოლირებული აღმოჩნდნენ მოედნის ცენტრში, ხოლო ასეთი რისკის კომპენსირება, ჩვენ კრეატიული მოქმედებებით შევძელით. მსგავმა მოქმედებებმა გაამართლა "ნიუკასლის" წინააღმდეგ, სადაც კარგად ვერ გამოვიყურებოდით დაცვის ხაზში, თუმცა მატჩში გარდატეხის შეტანა ჩვენი კრეატიულობით შევძელით. დღევანდელ თამაშში კრეატიულობას გარკვეულ დონეზე პრობლემები შეექმნა, სამი ფეხბურთელი რომლებიც გამუდმებით ლუკაკუს წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ხელს უშლიდა მას ბურთის მიღება დამუშავებაში, რამაც პრობლემები გამოიწვია და ვერ შევძელით მისთვის, ისეთი შანსების შექმნა როგორიც თუნდაც მოწინააღმდეგე მეკარესთან პირისპირ დარჩენაა, აქედან გამომდინარე ეს შეხვედრა, რეშფორდისთვის ნამდვილად არ იყო დაძაბულობას მოკლებული მატჩი. ასე, რომ ჩვენ არ გვქონდა კრეატიულობა, აღმოგვაჩნდა დაცვით ხაზში პრობლემები, ჩვენ ამის ფასად შესაძლოა უარყოფითი შედეგი მიგვეღო იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე გუნდის კონტრშეტევები უფრო აქტიური იქნებოდა.

რას იტყვით ბალანსის შენარჩუნების შესახებ?

მე კარგად წარმოვიდგინე თუ რა მოხდებოდა ბალანსის დაკარგვის შემთხვევაში. ველოდებოდი, რომ ჩვენ ვითამაშებდით განსხვავებულ ფეხბურთს ვიდრე ვითამაშეთ, ველოდებოდი განსხვავებულ მომენტებს და გოლებს, თუმცა ეს ასე არ მოხდა. როდესაც ჩვენ გოლი გავიტანეთ საჭირო გახდა გუნდის დაბალანსება, ჩემთვის ადვილი გადასაწყვეტი არ იყო ვინ დამესვა სკამზე, მე არ ვიცოდი ჭირდებოდა თუ არა პოგბას ცვლილება. მინდოდა ფელაინის უფრო ადრე გამოყვანა მოედანზე, თუმცა ჩემთვის უცნობი იყო დაიღალა თუ შეძლებდა თამაშის სრულად ჩატარებას პოგბა.

დაიმსახურა თუ არა გუნდმა კრიტიკული შეფასება თქვენი მხრიდან?

ჩვენ გვქონდა რამოდენიმე შანსი გოლის გასატანად რამოდენიმე დღის წინანდელ თამაშში, თუმცა ჩვენ ვერ შევძელით გატანა. დღეს ჩვენ გატანა შევძელით. ვულოცავ მოწინააღმდეგეს კარგ თამაშს, ასევე ვულოცავ ჩემ ბიჭებს ამ გამარჯვებას, ისინი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ. დღეს მათ ჩემი მხრიდან მხოლოდ დადებითი შეფასება დაიმსახურეს.

აღებული ქულების მნიშვნელობაზე რას იტყვით?

ჩემპიონთა ლიგის გასული ტურის შეხვედრის პირველ ტაიმში, ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ და შეგვეძლო პირველ ნახევარშივე ანგარიში 0-6 ყოფილიყო, თუმცა შესვენებაზე ნულოვანი ფრით გავედით. იმის გამო, რომ დღეს ჩვენ მხოლოდ ერთი გოლის გატანა შევძელით, კმაყოფილი ნამდვილად არ ვყოფილვარ, თუმცა ამ ერთ გოლმა 3 ქულა მოგვიტანა, საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ მთავარი ქულების აღებაა.

მოწინააღმდეგე გუნდის შესახებ რა შეგიძლიათ რომ თქვათ?

მინდა პატივისცემა გამოვხატო "ბრაიტონის" მიმართ, მათ დღეს წაგებაზე მეტი დაიმსახურეს. ისინი დამაკმაყოფილებლად კარგად თამაშობდნენ, კარგად მოქმედებდნენ დაცვით ხაზში, მართალია ბურთი მეტწილად ჩვენ გვქონდა, თუმცა ისინი ამ დროსაც სახიფათოები იყვნენ. მე მართლაც ვთვლი, რომ "ბრაიტონი" დღეს კარგად გამოიყურებოდა. მინდა აღვნიშნო და ვთქვა, რომ ეს შეხვედრა წლევანდელ სეზონში ჩატარებული საშინაო შეხვედრებიდან ყველაზე ძნელი იყო. ჩვენ უფრო გულით და სულით ვთამაშობდით, ვიდრე ტექნიკით და ხარისხით".- განაცხადა დასასრულს განსაკუთრებულმა.



წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
15 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
26 ნოემბერი 2017 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
aba ra mou <3
0
№2
ავტორი: ikeoni
26 ნოემბერი 2017 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11513
მთავარია მოვიგეთ am
0
№3
ავტორი: manubro
26 ნოემბერი 2017 19:48
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
Hadesfield ugebs cisferebs :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№4
ავტორი: SANDROGRIGA
26 ნოემბერი 2017 19:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
ბოლო თამაშებია უკვე კრეატიულობამ და ინდივიდუალურობამ იკლო გუნდში, ეს უნდა გამოსწორდეს, ჩვენ კი ვაბრალებთ ყველაფერს მწვრთნელს, მაგრამ მთლად ასეც არაა, ერთფეროვანი რო არ იყოს შეტევები, ყველა უნდა ეცადოს ინდივიდუალურად გაამწვავოს, ეს დააკლდა გუნდს ბრაიტონთან და არა მარტო ბრაიტონთან, მეტი მოეთხოვებოდა რაშფორდს, მატასაც მეტი შეეძლო, ლუკაკუმ იშრომა და ბევრი იმუშავა არ ქონდა ცუდი თამაში. მოკლედ იმის თქმა მინდა რო ხარისხს გარკვეულ წილად ფეხბურთელები დებენ, კი მწვრთნელზე ბევრი რამეა მარა იგრძნობა უკვე რო ინდივიდუალიზმი და კრეატიულობა არ აქ გუნდს, უფრო სწორად აქ მარა არასტაბილურად
0
№5
ავტორი: Svanchester
26 ნოემბერი 2017 20:01
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
სიტი ქულებს კარგავს და იმედია მეორე ტაიმშიც ეს მშვენიერი შედეგი დაფიქსირდება.
0
№6
ავტორი: gache1991
26 ნოემბერი 2017 20:32
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Vaime midii ra hadersfild midi gadzeli barem 15 wutiic:S

Bolo wutze gaitanen mainc es matxojebi xo vici.an am arsenals ramdenjer unda achuqon barnlistan bolo wamebze.mesame tamashi mouges 90+ wutze
0
№7
ავტორი: PaLoMo
26 ნოემბერი 2017 20:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
rom ara saswauli rikosheti an moviebdit an ara.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: gache1991
26 ნოემბერი 2017 20:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Ager sitimac zgapari golit moigo.yvela 10-0 ver moigebs :@:|||
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
26 ნოემბერი 2017 21:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
აგერ ბატონებო თქვენი სიტიც.აი თუ არაა უფრო მნიშვნელოვანი 3ქულა ვიდრე არიქა და ულამაზესად ითამაშო.რო გაეძლო ჰადერსფილდს დარჩებოდა სიტის თავისი სილამაზე გვერდზე.მოკლედ ამ თამაშმა აჩვენა რო სიტის გაუჭირდება წელს და არც ისეთი უკონკურენტოა როგორც აქამდე ჩანდა.ძაან მნიშვნელოვანი იქნება პირად თამაშში რას ვიზამთ
0
№10
ავტორი: JuanMata
26 ნოემბერი 2017 21:19
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჰადერსფილდ-სიტის ვუყურე ახლა და მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა სიტიმ და 75 წუთზე უკვე დაღლილები იყვნენ, მაინც მოახერხეს და საკმაოდ შექმნეს მომენტები, ასეთი თამაში ჩვენთვის წარმატებულ თამაშად ჩაითვლებოდა ალბათ.

მთელი გუნდით უტევს სიტი, ოტამენდი და ფერნანდინიო ლამის 10-იანის პოზიციაზე ადიან, ბევრს მოძრაობენ და კედლებს ათამაშებენ, რომ დაცვა გაწელონ და ცარიელი ადგილები შექმნან, ჩვენც რომ ვცადოთ ბურთის ასე გათამაშება, არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ჩვენი სისწრაფით ამას ვერ გავქაჩავთ.

სიტისითან თამაშში უკან არ უნდა ჩავდგეთ და ცენტრი არ უნდა დავუთმოთ, როგორც თევზი წყალში ისე არიან როცა ცენტრი უპრობლემოდ უჭირავთ, ამოგხვდიან სულს უბურთოდ სირბილით, პეპის გეგმაც ეგაა, რომ მოწინააღმდეგე არბენინოს ბურთზე და კონცენტრაცია დააკარგვინოს.

მოკლედ ჯერ უოტფორდი და არსენალია, ორივე საკმაოდ რთული მატჩია, მაგრამ მთავარი სიტის თამაშია მაინც, ფსიქოლოგიურადაც და სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან ბევრს რამეს გადაწყვეტს სიტისთან თამაში, მთავარია შეშინებულები 0-0 სათამაშოდ არ გამოვიდეთ.
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top