თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2017, 18:44
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2766,
კომენტარები: 15
მოურინიოს ვერდიქტი
მოურინიომ "ბრაიტონის" მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
მოურინიოს ვერდიქტი
გუშინ სტარტი აიღო პრემიერ ლიგის მე-13 ტურმა, ეს ტური მორიგი 3 ქულის მომტანი აღმოჩდა სატურნირო ცხრილის მეორე ადგიოლზე მყოფ წითელი ეშმაკებისთვის, რომლებმაც მინიმალური ანგარიშით 1-0 შინ "ბრაიტონი" დაამარცხეს.

შეხვედრის შემდეგ პრესკონმერენცია "იუნაიტედის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ გამართა, რომლის ძირითადი ნაწილი კლუბის ოფიციალურ საიტმა შემოგვთავაზა.

რას იტყვით მატჩის მსვლეოლბაზე და მოწინააღმდეგის მიერ ნაჩვენებ თამაშზე?

"ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგე პირველ ტაიმში ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა, ხოლო ჩემთვის სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ სიტუაცია მეორე ტაიმში შეიცვალა და ჩვენ მიერ ნაჩვენები ფეხბურთის ინტენსივობა სწრაფად გაიზარდა და უფრო აქტიურად მოქმედება დავიწყეთ. გოლამდე და გოლის შემდეგაც, დავინახე ჩემი ფეხბურთელების ამბიციური მოქმედებები მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით. სამწუხაროდ ჩვენ შეხვედრის დასრულებამდე ვერ შევძელით თამაშისთვის ინტრიგის გაქრობა, თუმცა მე ვხედავდი, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საკუთარ კარში ბურთები არ მიეღოთ, ისინი ამისთვის ძალას და ენერგიას არ ზოგავდნენ. სწორედ ამიტომ "ბრაიტონის" ფეხბურთელების და მწვრთნელის მიმართ სიმპატიებს გამოვხატავ. ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ ისინი ჩემპიონშიფში ასპარეზობდნენ, ხოლო ამის შემდეგ ისინი ოლდ ტრაფორდზე მოვიდნენ და შეძლეს ჩვენთვის პრობლემები შეექმნათ. მინდა აღვნიშნო, რომ ოლდ ტრაფორდზე ჩვენთვის მსგავსი წინააღმდეგობა არცერთ სხვა გუნდს არ გაუწევია წლევანდელ სეზონში.

რას იტყვით გუნდში პრობლემების შესახებ?

მე არ გამიკვირდება თუ რამოდენიმე ექსპერტი დღევანდელ თამაშზე გამოვა და იტყვის, რომ ჩვენ შეხვედრის წარმატებით დასასრულებლად რამოდენიმე შემტევი ფეხბურთელი გამოვიყენეთ, ისინი მართლებიც იქნებიან მსგავის სახის კომენტირებისას. ზოგჯერ შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ არ გამოიყენო შეტევაში ერთად რამოდენიმე შემტევი ფეხბურთელი და დაკარგო კონტროლი მატჩის მსვლელობაზე. გარკვეული პრობლემები გვქონდა თავდაცვითი ქმედებების დროს, რადგან მატიჩი და პოგბა გარკვეული ხნის მანძილზე, იზოლირებული აღმოჩნდნენ მოედნის ცენტრში, ხოლო ასეთი რისკის კომპენსირება, ჩვენ კრეატიული მოქმედებებით შევძელით. მსგავმა მოქმედებებმა გაამართლა "ნიუკასლის" წინააღმდეგ, სადაც კარგად ვერ გამოვიყურებოდით დაცვის ხაზში, თუმცა მატჩში გარდატეხის შეტანა ჩვენი კრეატიულობით შევძელით. დღევანდელ თამაშში კრეატიულობას გარკვეულ დონეზე პრობლემები შეექმნა, სამი ფეხბურთელი რომლებიც გამუდმებით ლუკაკუს წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ხელს უშლიდა მას ბურთის მიღება დამუშავებაში, რამაც პრობლემები გამოიწვია და ვერ შევძელით მისთვის, ისეთი შანსების შექმნა როგორიც თუნდაც მოწინააღმდეგე მეკარესთან პირისპირ დარჩენაა, აქედან გამომდინარე ეს შეხვედრა, რეშფორდისთვის ნამდვილად არ იყო დაძაბულობას მოკლებული მატჩი. ასე, რომ ჩვენ არ გვქონდა კრეატიულობა, აღმოგვაჩნდა დაცვით ხაზში პრობლემები, ჩვენ ამის ფასად შესაძლოა უარყოფითი შედეგი მიგვეღო იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე გუნდის კონტრშეტევები უფრო აქტიური იქნებოდა.

რას იტყვით ბალანსის შენარჩუნების შესახებ?

მე კარგად წარმოვიდგინე თუ რა მოხდებოდა ბალანსის დაკარგვის შემთხვევაში. ველოდებოდი, რომ ჩვენ ვითამაშებდით განსხვავებულ ფეხბურთს ვიდრე ვითამაშეთ, ველოდებოდი განსხვავებულ მომენტებს და გოლებს, თუმცა ეს ასე არ მოხდა. როდესაც ჩვენ გოლი გავიტანეთ საჭირო გახდა გუნდის დაბალანსება, ჩემთვის ადვილი გადასაწყვეტი არ იყო ვინ დამესვა სკამზე, მე არ ვიცოდი ჭირდებოდა თუ არა პოგბას ცვლილება. მინდოდა ფელაინის უფრო ადრე გამოყვანა მოედანზე, თუმცა ჩემთვის უცნობი იყო დაიღალა თუ შეძლებდა თამაშის სრულად ჩატარებას პოგბა.

დაიმსახურა თუ არა გუნდმა კრიტიკული შეფასება თქვენი მხრიდან?

ჩვენ გვქონდა რამოდენიმე შანსი გოლის გასატანად რამოდენიმე დღის წინანდელ თამაშში, თუმცა ჩვენ ვერ შევძელით გატანა. დღეს ჩვენ გატანა შევძელით. ვულოცავ მოწინააღმდეგეს კარგ თამაშს, ასევე ვულოცავ ჩემ ბიჭებს ამ გამარჯვებას, ისინი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯნენ. დღეს მათ ჩემი მხრიდან მხოლოდ დადებითი შეფასება დაიმსახურეს.

აღებული ქულების მნიშვნელობაზე რას იტყვით?

ჩემპიონთა ლიგის გასული ტურის შეხვედრის პირველ ტაიმში, ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ და შეგვეძლო პირველ ნახევარშივე ანგარიში 0-6 ყოფილიყო, თუმცა შესვენებაზე ნულოვანი ფრით გავედით. იმის გამო, რომ დღეს ჩვენ მხოლოდ ერთი გოლის გატანა შევძელით, კმაყოფილი ნამდვილად არ ვყოფილვარ, თუმცა ამ ერთ გოლმა 3 ქულა მოგვიტანა, საბოლოო ჯამში მინდა გითხრათ, რომ მთავარი ქულების აღებაა.

მოწინააღმდეგე გუნდის შესახებ რა შეგიძლიათ რომ თქვათ?

მინდა პატივისცემა გამოვხატო "ბრაიტონის" მიმართ, მათ დღეს წაგებაზე მეტი დაიმსახურეს. ისინი დამაკმაყოფილებლად კარგად თამაშობდნენ, კარგად მოქმედებდნენ დაცვით ხაზში, მართალია ბურთი მეტწილად ჩვენ გვქონდა, თუმცა ისინი ამ დროსაც სახიფათოები იყვნენ. მე მართლაც ვთვლი, რომ "ბრაიტონი" დღეს კარგად გამოიყურებოდა. მინდა აღვნიშნო და ვთქვა, რომ ეს შეხვედრა წლევანდელ სეზონში ჩატარებული საშინაო შეხვედრებიდან ყველაზე ძნელი იყო. ჩვენ უფრო გულით და სულით ვთამაშობდით, ვიდრე ტექნიკით და ხარისხით".- განაცხადა დასასრულს განსაკუთრებულმა.



წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
15 კომენტარი
№11
ავტორი: mufc1878
26 ნოემბერი 2017 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: JuanMata
ჰადერსფილდ-სიტის ვუყურე ახლა და მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა სიტიმ და 75 წუთზე უკვე დაღლილები იყვნენ, მაინც მოახერხეს და საკმაოდ შექმნეს მომენტები, ასეთი თამაში ჩვენთვის წარმატებულ თამაშად ჩაითვლებოდა ალბათ.

მთელი გუნდით უტევს სიტი, ოტამენდი და ფერნანდინიო ლამის 10-იანის პოზიციაზე ადიან, ბევრს მოძრაობენ და კედლებს ათამაშებენ, რომ დაცვა გაწელონ და ცარიელი ადგილები შექმნან, ჩვენც რომ ვცადოთ ბურთის ასე გათამაშება, არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ჩვენი სისწრაფით ამას ვერ გავქაჩავთ.

სიტისითან თამაშში უკან არ უნდა ჩავდგეთ და ცენტრი არ უნდა დავუთმოთ, როგორც თევზი წყალში ისე არიან როცა ცენტრი უპრობლემოდ უჭირავთ, ამოგხვდიან სულს უბურთოდ სირბილით, პეპის გეგმაც ეგაა, რომ მოწინააღმდეგე არბენინოს ბურთზე და კონცენტრაცია დააკარგვინოს.

მოკლედ ჯერ უოტფორდი და არსენალია, ორივე საკმაოდ რთული მატჩია, მაგრამ მთავარი სიტის თამაშია მაინც, ფსიქოლოგიურადაც და სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან ბევრს რამეს გადაწყვეტს სიტისთან თამაში, მთავარია შეშინებულები 0-0 სათამაშოდ არ გამოვიდეთ.



იმ დღის დედა მოვ*** ემიუ რო სიტისთან შიშით გავა

იმ დღის მერე ემიუს ფანი არვიქნები
0
№12
ავტორი: shotkin
26 ნოემბერი 2017 21:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სიტი ისეთ თამაშებსაც იგებს სადაც დიდ წინაარმდეგობას უწევენ და სწორედ ეგეთ თამაშებს მოაქ ჩემპიონობა, არვიცი რაუნდამოხდეს რო სიტის გადავასწროთ, 8 ქულა არცისე ცოტაა მარა თამაშის ხარისხით დღეს სიტი გვჯობია ბევრად და ეს კიდევუფრო ართულებს პრემიერლიგის მოგებაზე ფიქრს.
0
№13
ავტორი: JuanMata
26 ნოემბერი 2017 21:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: shotkin
სიტი ისეთ თამაშებსაც იგებს სადაც დიდ წინაარმდეგობას უწევენ და სწორედ ეგეთ თამაშებს მოაქ ჩემპიონობა, არვიცი რაუნდამოხდეს რო სიტის გადავასწროთ, 8 ქულა არცისე ცოტაა მარა თამაშის ხარისხით დღეს სიტი გვჯობია ბევრად და ეს კიდევუფრო ართულებს პრემიერლიგის მოგებაზე ფიქრს.


მაინც მაღალი ტემპია სიტის თამაშებში და იმედია ასე დიდხანს ვერ გაქაჩავენ, პლიუს ჩემპიონთა ლიგა, თასები, ბოქსინგ დეი.
ცუდი ისაა რომ ჩვენც იგივე განრიგი გვაქვს და ლოგიკურად სიტის თუ უნდა გაუჭირდეს და ქულები დაკარგოს, ჩვენც უნდა გაგვიჭირდეს.
ახლა სიტი ფსიქოლოგიურად ძაან კარგად გრძნობს თავს, ჩვენთან წაგება მაგათთვის დიდი დარტყმა იქნება და არაა გამორიცხული, მერე კიდევ მიაყოლონ წაგებები.
ამიტომ ველოდები იმ თამაშს რაც ჩელსისთან ვითამაშეთ შარშან ოლდ ტრაფორდზე, ბოლომდე უნდა მივაწვეთ და ფეხის განძრევის საშუალება არ მივცეთ.

ციტატა: mufc1878



არ გამიკვირდება, რომ სიტისთან შეტევაზე არ ითამაშოს მოუმ, რა თქმა უნდა 3 ქულაზე უარს არ იტყვის, მაგრამ მაინც კარის უსაფრთხოება იქნება პირველი საზრუნავი, 5-3-2 ტაქტიკა ან რაღაც ეგეთს გამოიყვანს. 0-0 ანგარიშზე ძალიან კმაყოფილი იქნება, დაელოდება სხვა გუნდებთან როდის დაკარგავს ქულებს.
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
26 ნოემბერი 2017 22:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: JuanMata
ჰადერსფილდ-სიტის ვუყურე ახლა და მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა სიტიმ და 75 წუთზე უკვე დაღლილები იყვნენ, მაინც მოახერხეს და საკმაოდ შექმნეს მომენტები, ასეთი თამაში ჩვენთვის წარმატებულ თამაშად ჩაითვლებოდა ალბათ.

მთელი გუნდით უტევს სიტი, ოტამენდი და ფერნანდინიო ლამის 10-იანის პოზიციაზე ადიან, ბევრს მოძრაობენ და კედლებს ათამაშებენ, რომ დაცვა გაწელონ და ცარიელი ადგილები შექმნან, ჩვენც რომ ვცადოთ ბურთის ასე გათამაშება, არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ჩვენი სისწრაფით ამას ვერ გავქაჩავთ.

სიტისითან თამაშში უკან არ უნდა ჩავდგეთ და ცენტრი არ უნდა დავუთმოთ, როგორც თევზი წყალში ისე არიან როცა ცენტრი უპრობლემოდ უჭირავთ, ამოგხვდიან სულს უბურთოდ სირბილით, პეპის გეგმაც ეგაა, რომ მოწინააღმდეგე არბენინოს ბურთზე და კონცენტრაცია დააკარგვინოს.

მოკლედ ჯერ უოტფორდი და არსენალია, ორივე საკმაოდ რთული მატჩია, მაგრამ მთავარი სიტის თამაშია მაინც, ფსიქოლოგიურადაც და სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან ბევრს რამეს გადაწყვეტს სიტისთან თამაში, მთავარია შეშინებულები 0-0 სათამაშოდ არ გამოვიდეთ.

100% ბრატ ყველაფერში
0
№15
ავტორი: kaxeti
27 ნოემბერი 2017 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
არ მინდა მე ასეთი მოსიარულე გუნდი!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top