თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2017, 15:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2028,
კომენტარები: 11
ბელამი: "ლუკაკუს კონკურენციის გაწევა მოუწევს"
ბელამის აზრით, ლუკაკუს ამ ეტაპზე თავდაჯერებულობა აკლია.
ბელამი:
წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა კრეიგ ბელამიმ, "იუნაიტედში" არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. უელსელი კერძოდ იბრაჰიმოვიჩისა და ლუკაკუს სიტუაციას გამოეხმაურა, ბელამი ვარაუდობს, რომ შვედი ფეხბურთელის შემადგენლობაში დაბრუნება, ხელს შეუშლის "იუნაიტედის" კიდევ ერთი თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს მდგომარეობას, რომელიც ბელგიელს შესაძლოა პრობლემად ექცეს.

"სადაც არ უნდა იყოს ზლატანი, მისი ხასიათი და ავტორიტეტი მოქმედებს თავის თანაგუნდელებზე, როდესაც ის გასახდელში შედის, დარწმუნებული ვარ ყველა თანაგუნდელის ყურადღებას იპყრობს, ეს რა თქმა უნდა გავლენას ახენს მათზე.

ხოლო რაც შეეხება "იუნაიტედის" ახალ შენაძენს რომელუ ლუკაკუს, ვფიქრობ, რომ მას კონკურენციის გაწევა მოუწევს შვედი ფეხბურთელისთვის, ეს კი შესაძლოა პრობლემის მომტანი გახდეს რომელუსთვის, რადგან თავდამსხმელს კონკურენციის გასაწევად დიდი თავდაჯერებულობა ჭირდება ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ლუკაკუს ეს თავდაჯერებულობა საკმარისად არ აქვს.

ჩვენ უკვე დავინახეთ როგორ გრძნობდა ის თავს მაშინ, როდესაც უგულო მატჩების სერია დაუგროვდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში დარწმუნებული ვარ არაფერი ემუქრება, უბრალოდ ზლატანის დაბრუნებით ლუკაკუს ირგვლივ ყველაფერი უფრო გართულდა".
- განაცხადა საუბრის დასასრულს ყოფილმა ფეხბურთელმა.


წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
21 ნოემბერი 2017 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Araferii ar garturebula Piriqit ramden rames iswavlis da ramxela gamocdilebas miigebs ibrasgan..
0
№2
ავტორი: Svanchester
21 ნოემბერი 2017 15:30
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ლუკაკუ პირიქით იბრასთან უფრო გაიზრდება, უბრალოდ ერთი ეს არის რომ ორივეს შეტევაში დაყენების შემთხვევაში ჟოზეს ტაქტიკური ცვლილებები მოუწევს.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 ნოემბერი 2017 16:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უფრო კონცენტრირებული იქნება და პირიქით დაეხმარება იბრას დაბრუნება
0
№4
ავტორი: Svanchester
21 ნოემბერი 2017 16:26
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
თემას გადავუხვევ და ეხლა უკვე იწერება რომ იოზილი ბარსაში გადადისო ვერაფერს გაიგებს კაცი რაა სანამ მაისურს არ ჩაიცმევენ ეს ჩემისები. ისე გრიზმანი უფრო დამაჯერებელია რო ჩვენთან მოვა
0
№5
ავტორი: WeAreUnited
21 ნოემბერი 2017 16:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
არანაირად არ მგონია რომ იბრა რამე პრობლემას შეუქმნის ლუკაკუს პირიქით უდიდესი მოტივატორი და უდიდესი მასწავლებელი იქნება მისთვის
0
№6
ავტორი: giorgi_mg
21 ნოემბერი 2017 16:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ამ სტატიასთან რა შუაშია, მაგრამ იბრას სახით მგონი კარგი მწვრთნელიც დადგება, გაასწორებდა მისი ნახვა მწვრთნელის რანგშიც
1
№7
ავტორი: Phil Jones
21 ნოემბერი 2017 18:56
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ლუკაკუ 9იანზე უალტერნატივოა ამას რად უნდა ლაპარაკი, ზლატანმა შეიძლება ხანდახან შეცვალოს კიდევაც, მაგრამ წელს ზლატანს სულ სხვა მიზნები აქვს ვიდრე ლუკაკუს ადგილის დაკავება ))
0
№8
ავტორი: PaLoMo
21 ნოემბერი 2017 19:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
am shentxvevashia kargi 3-5-2 roca irive tavdamsxmelad iqnebian.
P.s tu amugamebt bevri gundi tamashobs ukve 3mcveliaji taqtikit roca vangaalmabitanasha mag taqtikabyvelam negatiurad miigo unitedshi.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: LASHQARA
21 ნოემბერი 2017 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
საერთოდ არ შეუშლიან ხელს ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს და ლუკაკუ სკამზე დასაჯდომათ რო არ უყიდია ჟოზეს ეს ფაქტია, ფორვარდების ხუთეულში აუცილებლად შევიყვანდი რომელუს love am
0
№10
ავტორი: stepno
22 ნოემბერი 2017 00:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
modi nu atrakeb ra;) gartulda ki ara gamartivda mteli manchesteristvis
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top