თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2017, 15:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2035,
კომენტარები: 11
ბელამი: "ლუკაკუს კონკურენციის გაწევა მოუწევს"
ბელამის აზრით, ლუკაკუს ამ ეტაპზე თავდაჯერებულობა აკლია.
ბელამი:
წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა კრეიგ ბელამიმ, "იუნაიტედში" არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. უელსელი კერძოდ იბრაჰიმოვიჩისა და ლუკაკუს სიტუაციას გამოეხმაურა, ბელამი ვარაუდობს, რომ შვედი ფეხბურთელის შემადგენლობაში დაბრუნება, ხელს შეუშლის "იუნაიტედის" კიდევ ერთი თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს მდგომარეობას, რომელიც ბელგიელს შესაძლოა პრობლემად ექცეს.

"სადაც არ უნდა იყოს ზლატანი, მისი ხასიათი და ავტორიტეტი მოქმედებს თავის თანაგუნდელებზე, როდესაც ის გასახდელში შედის, დარწმუნებული ვარ ყველა თანაგუნდელის ყურადღებას იპყრობს, ეს რა თქმა უნდა გავლენას ახენს მათზე.

ხოლო რაც შეეხება "იუნაიტედის" ახალ შენაძენს რომელუ ლუკაკუს, ვფიქრობ, რომ მას კონკურენციის გაწევა მოუწევს შვედი ფეხბურთელისთვის, ეს კი შესაძლოა პრობლემის მომტანი გახდეს რომელუსთვის, რადგან თავდამსხმელს კონკურენციის გასაწევად დიდი თავდაჯერებულობა ჭირდება ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ლუკაკუს ეს თავდაჯერებულობა საკმარისად არ აქვს.

ჩვენ უკვე დავინახეთ როგორ გრძნობდა ის თავს მაშინ, როდესაც უგულო მატჩების სერია დაუგროვდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში დარწმუნებული ვარ არაფერი ემუქრება, უბრალოდ ზლატანის დაბრუნებით ლუკაკუს ირგვლივ ყველაფერი უფრო გართულდა".
- განაცხადა საუბრის დასასრულს ყოფილმა ფეხბურთელმა.


წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
22 ნოემბერი 2017 02:32
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
იბრას დიდი პატივისცემის მიუხედავად, სკამიდან შემოსასვლელად იდეალური ვარიანტია, 36 წლის ასაკში ძალიან რთულია 90 წუთი თამაში.
ორივე ერთად არ მგონია კარგი გადაწყვეტილება, ძალიან შენელდება შეტევა, ჩაწოდებების იმედად ვერ იქნები, მითუმეტეს პოგბას გარდა არც ისე კარგი მეპასეები გვყავს.
მატა მომეწონა წინა თამაშში 10-იანზე და მგონი კარგი იქნება, თუ მისცემს სათამაშო დროს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top