თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2017, 12:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2757,
კომენტარები: 13
მოურინიოს პოზიტივი პრესკონფერენციაზე
მოურინიო გუშინდელი თამაშის შემდეგ კმაყოფილებას გამოხატავს.
მოურინიოს პოზიტივი პრესკონფერენციაზე
გუშინ გაიმართა პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ოლდ ტრაფორდზე, "იუნაიტედი" და "ნიუკასლი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა მასპინძლების დომინირებით მიმდინარეობდა, რასაც ლოგიკური ანგარიშით მატჩის დასრულება მოყვა, წითელ ეშმაკებმა დამაჯერებლად 4-1 იმარჯვეს, ხოლო, ლიდერ "სიტისთან" სხვაობა კვლავ 8 ქულა რჩება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წითლებს, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, წამყვანი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ჟოზე მოურინიომ კმაყოფილება გამოხატა თავისი ფეხბურთელების მიმართ, ზოგადად იმ სიტუაციის მიმართ, რაც გუშინ მოედანზე ხდებოდა, "იუნაიტედმა" დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა, გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, პოგბამ ტრავმის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა, მოედანს დიდებული შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩიც დაუბრუნდა.

გთავაზობთ BT Sport -ის ეთერში გასულ პრესკონფერენციას, სადაც "იუნაიტედის" დამრიგებელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხები გასცა.

პოზიტივის ზღვა

"ჩვენ მიერ ნაჩვენებ შედეგს შეგიძლიათ 3 ქულა დაარქვათ, გაშვებული გოლის შემდეგ, ჩვენი ქმედებები იყო აუღელვებელი დამაჯერებელი და რაც მთავარია, ვმოქმედებდით პანიკის გარეშე. ეს იყო თამაში სადაც ფსიქოლოგიური მდგრადობა ვაჩვენეთ, ეს იყო პოზიტიური თამაში, სადაც ტრავმირებულ ფეხბურთელებმა, მოედანზე დაბრუნება იგრძნეს და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარნენ. მინდა აღვნიშნო ის, რომ ეს მომენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ზლატანისთვის, მოედანს დაუბრუნდე იმ ტრავმის შემდეგ, რაც მას ქონდა მითუმეტეს ამ ასაკში, ეს უბრალოდ შესანიშნავია. ვაღიარებ, რომ ჩემთვის ეს ემოციური იყო და ალბათ თითოეული გულშემატკივრისთვის, ეს იყო დიდი სიხარული, თითოეული გუნდის წევრისთვის და გულშემატკივრისთვის, ხოლო უპირველეს ყოვლისა ეს მომენტი ჩვენთვის იყო სასიხარულო, ვინც ყოველდღიურად ვხედავდით ამ პროფესიონალი ადამიანის მონდომებას, შრომას, დაბრუნებოდა მოედანს და კვლავ გვეხილა მისი თამაშები, დამერწმუნეთ ეს მართლაც ემოციური მომენტია.

პოგბა- ეს სხვა დონეა

პოლი არის განსხვავებული კლასის მქონე ფეხბურთელი, ის მოედანზე გამოიყურებოდა ისე, თითქოს პაუზა არ ქონია იმ დროის მანძილზე, რა დროც ტრავმის გამო გაუცდა, მისი მოქმედებები ძალიან კარგი იყო, სეზონის დასაწყისში მოედნის ცენტრში პოგბა და მატიჩი იყვნენ და ჩვენ ვთამაშობდით ისე თითქოს, მანქანის ძრავა ვყოფილიყავით, რომელიც ავტომობილს საშუალებას აძლევს იმოძრაოს, ხოლო პოგბას ტრავმის შემდეგ ეს შეიცვალა და მკაფიოდ გამოიხატა ის, რომ გუნდს პოგბა აკლდა, რა თქმა უნდა ჩვენ გვყავს სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც, მაგრამ ცოტა სხვა თვისებებით, ხოლო, პოგბას დაბრუნება ძალიან წაადგება გუნდის მდგომარეობას. თამაშის მსვლელობისას ვაკვირდებოდი პოგბას, თუ რამდენ ხანს შეძლებდა ის თამაშს, რადგან ტრავმის შემდეგ შეიძლება ფეხბურთელს აღენიშნოს დაღლილობა და ეს ბუნებრივია, ვფიქრობ პოლის შეცვლა დროულად მოხდა რადგან, მას შეეტყო დაღლილობის პირველი ნიშნები, რა თქმა უნდა შეეძლო თამაშის გაგრძელება თუმცა მისი დასვენება გადავწყვიტე, ხოლო მოედანზე მისი დაბრუნებით ძალიან კმაყოფილი ვარ. პოგბასთან ერთად ბევრად უფრო შემოქმედებითი ხასიათის ფეხბურთს ვქმნით, ის კრეატიულობას გვმატებს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ითამაშებს თუ არა პოლი ოთხშაბათს, რა თქმა უნდა მისი სურვილი იქნება რომ ითამაშოს, თუმცა გეტყვით, რომ პოგბა არის ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გაფრთხილება სჭირდება.

მატჩის მსვლელობა

ჩვენ თამაში ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ეს ჩემი ფეხბურთელების ბრალი არ არის, ეს რაფაელ ბენიტესის ბრალია, ამ სიტყვის კარგი გაგებით რა თქმა უნდა, ის ძალიან გამოცდილი და ინტელექტუალური მწვრთნელია, მისი გუნდი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, მათ კარგად დაიწყეს შეხვედრა და გარკვეული პრობლემებიც შეგვიქმნეს, მათი ქმედებების შედეგად შეგვექმნა პრობლემები დაცვაში, რასაც მოყვა გოლი, ხოლო ეს ნიშნავდა იმას, რომ უკვე გამოღვიძების დრო იყო. ჩვენი გუნდის რეაგირება ამაზე იყო ძალიან კარგი და დამაკმაყოფილებელი, პირველ ტაიმში გაშვებული გოლი ძალიან სამწუხარო იყო ჩვენთვის იმ მხრივაც, რომ გაიზარდა ის ზეწოლა რასაც სახლში თამაში ქვია. შეხვედრის მეორე ნახევარი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი იყო, ვაკონტროლებდით სივრცეებს, თამაშის სადავეები ხელში ავიღეთ, გავიტანეთ გოლები და მშვენივრად ვითამაშეთ. გუნდი თავდაჯერებული იყო, თავისუფლად ვმოქმედებდით, ჩვენ გვყავს ბევრი ფეხბურთელი რომელთაც შეუძლიათ შეტევების ორგანიზება, ჩვენ ასევე ვდომინირებდით ნახევარდაცვაში, არ გვეშინოდა მივახლოებოდით მოწინააღმდეგის საჯარიმოს და გვეპოვა კარში დასარტყმელი ხელსაყრელი პოზიციები, რადგან თამაშვი ჩვენი კანახით მიმდინარეობდა, აქედან გამომდინარე გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩვენ გუნდმა შეტევაში აჩვენა ის უნარი რაც სინამდვილეში გაგვაჩნია.

რეშფორდი და მარსიალი ერთად

მათ ორივეს უყვართ თამაში მხოლოდ ერთ ფლანგზე და სწორედ ეს არის მთელი სირთულე, ორივეს ურჩევნია ითამაშოს მოედნის მარცხენა ფლანგზე და არა მარჯვნივ, როდესაც ორივე ცდილობს ითამაშოს ცენტრისკენ სხვა თავდამსხმელის მიმართულებით, ამ დროს იკარგება კონტაქტი ნახევარდაცვასთან, რომელიც ცენტრალური თავდამსხმელის მიმართულებით თამაშობს. პირველი ტაიმის მომენტში როდესაც ორივემ მოედნის მარცხენა ფლანგზე, თავდამსხმელსა და ვინგერს შორის გადაადგილება დაიწყეს, შევქმენით სახიფათო მომენტები. ხოლო რაც შეეხება დაცვის ხაზს, პირველი ტაიმში, ვიგრძენი გარკვეული არასტაბილურობა მათი მხრიდან, ხოლო ეს არი იყო დაცვის ბრალი, ეს იყო ჩვენი დაკარგული ბალანსის გამო, რომელიც იმ მომენტში გვაკლდა, აქედან გამომდინარე დაცვის ხაზის თამაში, ჩვენთვის არის როგორც პლიუსის ასევე მინუსის მომტანი.

ლუკაკუს უყვარს გატანა

ის არის თავდამსხმელი, ხოლო თავდამსხმელებს უყვართ გოლების გატანა, ჩემთვის არ არის პრობლემა თუ ის ვერ იტანს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს გუნდის დასახმარებლად, თავდამსხმელისთვის გოლის გატანა ნიშნავს მეტ თავდაჯერებულობას და სტაბილურობას, მას ვერ გაქონდა ჩვენთვის რამოდენიმე თამაშებში, ხოლო კარგად ვიცი ეს თავდამსხმელისთვის რას ნიშნავს, ასე, რომ მოხარული ვარ ამ გოლით, რომელიც მან გაიტანა და თავისი მიზანი აისრულა ამ შეხვედრაში"- განაცხადა პრესკომფერენციის დასასრულს პორტუგალიელმა.


წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 ნოემბერი 2017 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
სწორი და ზუსტი ანალიზი გუშინდელი თამაშის... როცა პოგბაა ყველაფერი სხვანაირად არის love
1
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
19 ნოემბერი 2017 13:13
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
აი რატო არ ათამაშებს რეშს და მარსის ერთად. ახსნა საკმაოდ სწორად.თუმცა მე პირადად ამ შემადგენლობას არ შევცვლიდი. სწორედ ესაა უნაიტედი. შეტევა და ისევ შეტევა.
0
№3
ავტორი: ManchesterU
19 ნოემბერი 2017 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
გილოცავთ ბიჭებო ძალიან კარგი თამაში იყო შეგვეტყო ფრანგი მაესტროს დაბრუნება. იბრასაც რო გაეტანა ძალიან მაგარი იქნებოდა მაგრამ არაუშავს.
0
№4
ავტორი: Svanchester
19 ნოემბერი 2017 13:18
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
კარგი და შესანიშნავი თამაში ვიხილეთ გუშინ, მაგრამ მოწინააღმდეგე ნიუკასლი იყო და არა ჩელსი, მინდა ეს თამაში გრანდებსაც ვაჩვენოთ, მინდა ამდენი ბურთი გრანდებსაც შევუგდოთ, მინდა ჩვენი დომინაცია გრანდებთან თამაშებში იგრძნობოდეს, მინდა ქამბექები გრანდებთანაც შეგვეძლოს, მინდა რაა ეს დედააფეთქებული რო იუნაიტედმა ძველი დიდება დაიბრუნოს..მოუ სწორად მუშაობა განაგრძე. მარსიალს და რეშს ერთ ფლანგზე სურთ სწორედ ამოტოა სათადარიგოზე რომ ზიან, უნდა მოიძებნოს გზა და ერთად იყვნენ მოედანზე ძალიან დიდი შეტევითი პოტენციალია ეს ორი ფეხბურთელი.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
19 ნოემბერი 2017 13:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს სტაბილურობა უნდა დაიჭიროს გუნდმა, ტრამვირებულები დაბრუნდნენ და წესით საკადროს პრობლემას აღარ უნდა დავაბრალოდ გუნდის მიერ ნაჩვენები ხარისხი, ამიტო მინიმუმ ასე უნდა გაგრძელდეს
0
№6
ავტორი: ManchesterU
19 ნოემბერი 2017 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
სხვათაშორის გუშინ მატა ძალიან მაგრად გამოიყურებოდა ძაან მომეწონა
0
№7
ავტორი: Svanchester
19 ნოემბერი 2017 13:39
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: ManchesterU
სხვათაშორის გუშინ მატა ძალიან მაგრად გამოიყურებოდა ძაან მომეწონა

კი ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა მეც ძალიან მომეწონა
0
№8
ავტორი: gache1991
19 ნოემბერი 2017 13:52
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Is ro pogbastan ertad 6dan 5mogeba 0 wageba 19 Anu sashvalod 3goli gvaq yvelaperze metyvelebs.. marsiali reshfords rac sheexeba paqtiurad pirvelad itamashes da magito iyo ragac minusebi..unda daxvewon da daalagon yvelaperi..ise ukan reshfordi bevrad kargad moyveba da exmareba,Didi pliusi aq eg..Mata ro flangze ar ar unda iyos da ise unda gamoviyenot rogorc siti silvas kide ertxel gamochnda..39 waugebeli tamashi saxlshi

Rac gundis rekordia..aseti shedegi fergisac ki ar qonia da visac arafris danaxva ar unda da marto wagebuli tamashis mere aq ginebit shemosvla imatma kargad dainaxon da daafason,eseti shedegi..Kai kalendari gvaq da unda mivayolot mogebebi...mat shoris arsenalic romelic chven winaagmdeg top6dan mgoni yvelaze meti kompleqsit gvetamasheba bolo wlebshi
1
№9
ავტორი: vincent
19 ნოემბერი 2017 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
რაღაც საშვალება უნდა გამონახოს მოურინიო,რომ მარსი და რეში ერთად იყვნენ მოედანზე,ამით კი ცენტრს და დაცვას საფრთხე არ ექმნებოდეს.გუშინ ნიუკასლი იყო და რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს სადაც მარსიც და რეშიც წინ ჩარჩნენ და უცებ შეტევა მოხდა,მატამაც ვერ ჩამოასწრო,არამგონია ეს რომელიმე ტოპ კლუბმა ერთ თამაშში რამდენჯერმე გვაპატიოს.მატას კარგი თამაშის მიუხედავად ,მაინც მგონია რომ ეგ ბიჭი მაგ ზონას ვერ ამაგრებს,ანუ წინ და უკან მოძრაობა უჭირს.ვფიქრობ ერთი საულის ტიპის ფეხბურთელი გვჭრდება,პოგბას ადგილზე რომ დადგეს და პოგმამ აიწიოს მატას პოზიციაზე,ამ გადაადგილებით უფრო მგონია რომ ნახევარდაცვა უფრო გადაკეტავს იმ ზონებს რომლითაც ის რისკი შეიქმნება რასაც მარსიალის და რეშფორდის ერთად ყოფნა ქმნის მოედანზე.ლუკაკუ,მარსიალი,რეშფორდი სამივე თავდასხმელი,უბრალოდ ბოლო ორს ფლანგებზე ვათამაშებთ,ესენი 90 წუთი ფლანგებზე ვერ ირბენენ,ამიტომ მგნია ცენტრის გაძლიერება უფრო ჭკვიანური.
0
№10
ავტორი: giorgisamnidze99
19 ნოემბერი 2017 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეგრე გააგრძელე მოუ ეხა გადააბი მოგებები როგორც დასაწყის სტარტზე გქვქონდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top