თბილისი:
მანჩესტერი:
19-11-2017, 12:49
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2756,
კომენტარები: 13
მოურინიოს პოზიტივი პრესკონფერენციაზე
მოურინიო გუშინდელი თამაშის შემდეგ კმაყოფილებას გამოხატავს.
მოურინიოს პოზიტივი პრესკონფერენციაზე
გუშინ გაიმართა პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ოლდ ტრაფორდზე, "იუნაიტედი" და "ნიუკასლი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა მასპინძლების დომინირებით მიმდინარეობდა, რასაც ლოგიკური ანგარიშით მატჩის დასრულება მოყვა, წითელ ეშმაკებმა დამაჯერებლად 4-1 იმარჯვეს, ხოლო, ლიდერ "სიტისთან" სხვაობა კვლავ 8 ქულა რჩება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წითლებს, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, წამყვანი ფეხბურთელები დაუბრუნდნენ.

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ჟოზე მოურინიომ კმაყოფილება გამოხატა თავისი ფეხბურთელების მიმართ, ზოგადად იმ სიტუაციის მიმართ, რაც გუშინ მოედანზე ხდებოდა, "იუნაიტედმა" დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა, გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, პოგბამ ტრავმის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა, მოედანს დიდებული შვედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩიც დაუბრუნდა.

გთავაზობთ BT Sport -ის ეთერში გასულ პრესკონფერენციას, სადაც "იუნაიტედის" დამრიგებელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხები გასცა.

პოზიტივის ზღვა

"ჩვენ მიერ ნაჩვენებ შედეგს შეგიძლიათ 3 ქულა დაარქვათ, გაშვებული გოლის შემდეგ, ჩვენი ქმედებები იყო აუღელვებელი დამაჯერებელი და რაც მთავარია, ვმოქმედებდით პანიკის გარეშე. ეს იყო თამაში სადაც ფსიქოლოგიური მდგრადობა ვაჩვენეთ, ეს იყო პოზიტიური თამაში, სადაც ტრავმირებულ ფეხბურთელებმა, მოედანზე დაბრუნება იგრძნეს და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარნენ. მინდა აღვნიშნო ის, რომ ეს მომენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ზლატანისთვის, მოედანს დაუბრუნდე იმ ტრავმის შემდეგ, რაც მას ქონდა მითუმეტეს ამ ასაკში, ეს უბრალოდ შესანიშნავია. ვაღიარებ, რომ ჩემთვის ეს ემოციური იყო და ალბათ თითოეული გულშემატკივრისთვის, ეს იყო დიდი სიხარული, თითოეული გუნდის წევრისთვის და გულშემატკივრისთვის, ხოლო უპირველეს ყოვლისა ეს მომენტი ჩვენთვის იყო სასიხარულო, ვინც ყოველდღიურად ვხედავდით ამ პროფესიონალი ადამიანის მონდომებას, შრომას, დაბრუნებოდა მოედანს და კვლავ გვეხილა მისი თამაშები, დამერწმუნეთ ეს მართლაც ემოციური მომენტია.

პოგბა- ეს სხვა დონეა

პოლი არის განსხვავებული კლასის მქონე ფეხბურთელი, ის მოედანზე გამოიყურებოდა ისე, თითქოს პაუზა არ ქონია იმ დროის მანძილზე, რა დროც ტრავმის გამო გაუცდა, მისი მოქმედებები ძალიან კარგი იყო, სეზონის დასაწყისში მოედნის ცენტრში პოგბა და მატიჩი იყვნენ და ჩვენ ვთამაშობდით ისე თითქოს, მანქანის ძრავა ვყოფილიყავით, რომელიც ავტომობილს საშუალებას აძლევს იმოძრაოს, ხოლო პოგბას ტრავმის შემდეგ ეს შეიცვალა და მკაფიოდ გამოიხატა ის, რომ გუნდს პოგბა აკლდა, რა თქმა უნდა ჩვენ გვყავს სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც, მაგრამ ცოტა სხვა თვისებებით, ხოლო, პოგბას დაბრუნება ძალიან წაადგება გუნდის მდგომარეობას. თამაშის მსვლელობისას ვაკვირდებოდი პოგბას, თუ რამდენ ხანს შეძლებდა ის თამაშს, რადგან ტრავმის შემდეგ შეიძლება ფეხბურთელს აღენიშნოს დაღლილობა და ეს ბუნებრივია, ვფიქრობ პოლის შეცვლა დროულად მოხდა რადგან, მას შეეტყო დაღლილობის პირველი ნიშნები, რა თქმა უნდა შეეძლო თამაშის გაგრძელება თუმცა მისი დასვენება გადავწყვიტე, ხოლო მოედანზე მისი დაბრუნებით ძალიან კმაყოფილი ვარ. პოგბასთან ერთად ბევრად უფრო შემოქმედებითი ხასიათის ფეხბურთს ვქმნით, ის კრეატიულობას გვმატებს. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ითამაშებს თუ არა პოლი ოთხშაბათს, რა თქმა უნდა მისი სურვილი იქნება რომ ითამაშოს, თუმცა გეტყვით, რომ პოგბა არის ის ფეხბურთელი, რომელიც გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გაფრთხილება სჭირდება.

მატჩის მსვლელობა

ჩვენ თამაში ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ეს ჩემი ფეხბურთელების ბრალი არ არის, ეს რაფაელ ბენიტესის ბრალია, ამ სიტყვის კარგი გაგებით რა თქმა უნდა, ის ძალიან გამოცდილი და ინტელექტუალური მწვრთნელია, მისი გუნდი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, მათ კარგად დაიწყეს შეხვედრა და გარკვეული პრობლემებიც შეგვიქმნეს, მათი ქმედებების შედეგად შეგვექმნა პრობლემები დაცვაში, რასაც მოყვა გოლი, ხოლო ეს ნიშნავდა იმას, რომ უკვე გამოღვიძების დრო იყო. ჩვენი გუნდის რეაგირება ამაზე იყო ძალიან კარგი და დამაკმაყოფილებელი, პირველ ტაიმში გაშვებული გოლი ძალიან სამწუხარო იყო ჩვენთვის იმ მხრივაც, რომ გაიზარდა ის ზეწოლა რასაც სახლში თამაში ქვია. შეხვედრის მეორე ნახევარი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი იყო, ვაკონტროლებდით სივრცეებს, თამაშის სადავეები ხელში ავიღეთ, გავიტანეთ გოლები და მშვენივრად ვითამაშეთ. გუნდი თავდაჯერებული იყო, თავისუფლად ვმოქმედებდით, ჩვენ გვყავს ბევრი ფეხბურთელი რომელთაც შეუძლიათ შეტევების ორგანიზება, ჩვენ ასევე ვდომინირებდით ნახევარდაცვაში, არ გვეშინოდა მივახლოებოდით მოწინააღმდეგის საჯარიმოს და გვეპოვა კარში დასარტყმელი ხელსაყრელი პოზიციები, რადგან თამაშვი ჩვენი კანახით მიმდინარეობდა, აქედან გამომდინარე გულწრფელად გეუბნებით, რომ ჩვენ გუნდმა შეტევაში აჩვენა ის უნარი რაც სინამდვილეში გაგვაჩნია.

რეშფორდი და მარსიალი ერთად

მათ ორივეს უყვართ თამაში მხოლოდ ერთ ფლანგზე და სწორედ ეს არის მთელი სირთულე, ორივეს ურჩევნია ითამაშოს მოედნის მარცხენა ფლანგზე და არა მარჯვნივ, როდესაც ორივე ცდილობს ითამაშოს ცენტრისკენ სხვა თავდამსხმელის მიმართულებით, ამ დროს იკარგება კონტაქტი ნახევარდაცვასთან, რომელიც ცენტრალური თავდამსხმელის მიმართულებით თამაშობს. პირველი ტაიმის მომენტში როდესაც ორივემ მოედნის მარცხენა ფლანგზე, თავდამსხმელსა და ვინგერს შორის გადაადგილება დაიწყეს, შევქმენით სახიფათო მომენტები. ხოლო რაც შეეხება დაცვის ხაზს, პირველი ტაიმში, ვიგრძენი გარკვეული არასტაბილურობა მათი მხრიდან, ხოლო ეს არი იყო დაცვის ბრალი, ეს იყო ჩვენი დაკარგული ბალანსის გამო, რომელიც იმ მომენტში გვაკლდა, აქედან გამომდინარე დაცვის ხაზის თამაში, ჩვენთვის არის როგორც პლიუსის ასევე მინუსის მომტანი.

ლუკაკუს უყვარს გატანა

ის არის თავდამსხმელი, ხოლო თავდამსხმელებს უყვართ გოლების გატანა, ჩემთვის არ არის პრობლემა თუ ის ვერ იტანს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს გუნდის დასახმარებლად, თავდამსხმელისთვის გოლის გატანა ნიშნავს მეტ თავდაჯერებულობას და სტაბილურობას, მას ვერ გაქონდა ჩვენთვის რამოდენიმე თამაშებში, ხოლო კარგად ვიცი ეს თავდამსხმელისთვის რას ნიშნავს, ასე, რომ მოხარული ვარ ამ გოლით, რომელიც მან გაიტანა და თავისი მიზანი აისრულა ამ შეხვედრაში"- განაცხადა პრესკომფერენციის დასასრულს პორტუგალიელმა.


წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
19 ნოემბერი 2017 16:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: ALEXFERGUSON
აი რატო არ ათამაშებს რეშს და მარსის ერთად. ახსნა საკმაოდ სწორად.თუმცა მე პირადად ამ შემადგენლობას არ შევცვლიდი. სწორედ ესაა უნაიტედი. შეტევა და ისევ შეტევა.

davakvirid rashs da martials orive ertmxares idga umetes shemtxvevashi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: giorgi_mg
19 ნოემბერი 2017 18:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ა ბატონო გამოჩნდა პოლის ძალა და მის ფონზე მატას ხელფეხი ქონდა გახსნილი, ასევე მატიჩმაც მაგრად ითამაშა შეუმჩნეველი იყო თუმცა სერიოზული სამუშაო გასწია.
0
№13
ავტორი: stepno
19 ნოემბერი 2017 19:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ფერგის მერე საუკეთესო ხარ მოუუ თამამად ვამბობ :))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top