თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2017, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2776,
კომენტარები: 12
ფრანგული მედია გრიზმანის თაობაზე სენსაციურ ამბავს ავრცელებს
ფრანგული მედიის ცნობით, გრიზმანი ჩემპიონატს არ შეიცვლის.
ფრანგული მედია გრიზმანის თაობაზე სენსაციურ ამბავს ავრცელებს
"ბარსელონაში" ანტუან გრიზმანის გადასვლის შესახებ გავრცელებული ხმები სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

მედიის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებს, ფრანგული გამოცემა Le10 Sport გახლავთ, რომლის მტკიცებითაც, გრიზმანი უთუოდ დატოვებს მადრიდის "ატლეტიკოს" და მისი მომდევნო საშინაო არენა "კამპ ნოუ" იქნება.

ამავე გამოცემის მტკიცებით, "ბარსელონა" კვირების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ფრანგ ფეხბურთელთან და ბოლოს პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.

ამის შემდეგ "ბარსელონას" ისღა დარჩება, რომ მხოლოდ "ატლეტიკოსთან" მიაღწიოს შეთანხმებას ტრანსფერის საფასურის თაობაზე.

უკვე აღარ არის ახალი ამბავი, რომ ანტუანს ყოველ წელს უწინასწარმეტყველებენ "ატლეტიკოს" დატოვებას, მაგრამ სად გადავა, ეს კი საკამათო თემად რჩება, ვინაიდან მისი სამსახურით "ბარსას" გარდა "მანჩესტერ იუნაიტედი", "პარი სენ-ჟერმენი" და მადრიდის "რეალი" არიან დაინტერესებულნი სხვა რამდენიმე კლუბთან ერთად.

თავად ფეხბურთელმა კი კიდევ უფრო გაზარდა სპეკულაციები, როცა განაცხადა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა მბაპესა და ნეიმართან ერთად ერთ გუნდში.

ჯერჯერობით უცნობია, პსჟ-ს შესწევს თუ არა გრიზმანში მოთხოვნილი 200 მილიონი ევროს გადახდის უნარი ფინანსური ფეირ პლეიდან გამომდინარე, მაგრამ გრიზმანის შესახებ სიახლეების გაცნობა ზაფხულში ხშირად რომ მოგვიწევს, ეს ფაქტია.
ჭორები
12 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
15 ნოემბერი 2017 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
გრიზმანი თუ გადავიდა ბარსაში მაშინ მესის დაერხევა ამიტო არამგონია გადავიდეს ბარსაში ხელ შემშლელი მესი იქნება ... და თუ გადავიდა მაშინ ბეილს ვეჩალიჩოთ ეგ იუნაიტედში უფრო მაგრად ითამაშებს .. დიმარიას დაბრუნებაც არ იქნება ურიგო ისე
0
№2
ავტორი: LASHQARA
15 ნოემბერი 2017 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: giorgisamnidze99
გრიზმანი თუ გადავიდა ბარსაში მაშინ მესის დაერხევა ამიტო არამგონია გადავიდეს ბარსაში ხელ შემშლელი მესი იქნება ... და თუ გადავიდა მაშინ ბეილს ვეჩალიჩოთ ეგ იუნაიტედში უფრო მაგრად ითამაშებს .. დიმარიას დაბრუნებაც არ იქნება ურიგო ისე

დი მარია აღარ გაიხსენო, ისე არაკაცურად მოხია ჩვენგან რო მაგის გადმოსვლას აზრი არ ააქ, საულ ნიგესი, დაიერი და ბეილი იქნება ძალიან მაგარი.. love am
0
№3
ავტორი: Svanchester
15 ნოემბერი 2017 16:56
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
გული ნამდვილად არ დამწყდება, გრიზმანი ნამდვილად არ ბრწყინავს წლევანდელ სეზონში
0
№4
ავტორი: zlatan ibrakadabra
15 ნოემბერი 2017 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ატლეტიკო თუ დატოვა არამგონია რომელიმე ესპანურ კლუბსჰი გადავიდეს
0
№5
ავტორი: vincent
15 ნოემბერი 2017 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ციტატა: LASHQARA
ციტატა: giorgisamnidze99
გრიზმანი თუ გადავიდა ბარსაში მაშინ მესის დაერხევა ამიტო არამგონია გადავიდეს ბარსაში ხელ შემშლელი მესი იქნება ... და თუ გადავიდა მაშინ ბეილს ვეჩალიჩოთ ეგ იუნაიტედში უფრო მაგრად ითამაშებს .. დიმარიას დაბრუნებაც არ იქნება ურიგო ისე

დი მარია აღარ გაიხსენო, ისე არაკაცურად მოხია ჩვენგან რო მაგის გადმოსვლას აზრი არ ააქ, საულ ნიგესი, დაიერი და ბეილი იქნება ძალიან მაგარი.. love am


რა ბეილი კარგი რა,მთელი სეზონი საკაცეზე გდია ეგჩემისა და მითუმეტეს მაგას ინგლისში საერთოდ ფეხს მოაძრობენ,თან არც მინდა რომ გადმოვიდეს,უკვე რამდენი ხანია მაგის ყიდვა უნდათ და შეგნებულად არ გადმოდიოდა,ეხლა თვითნ აგდებს რეალი,იმიტომ რომ სულ ტრამვა აქვს,ხოდა არგვინა მსგავსი ხალხი გუნდში. გრიზმანი გვჭრდება ძალიან,სხვა უმაღლესი კლასის ვინაა მაგ პოზიციაზე არცვიცი რომ სხვა ალტერნატივა იყოს.
0
№6
ავტორი: ikeoni
15 ნოემბერი 2017 18:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ცენზურაი იმედია ჭორიაა
0
№7
ავტორი: stepno
15 ნოემბერი 2017 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დარწმუნებული ვარ წითელი გახდება გრიზუუ ტიპს ბექჰემი ისე ევასება რომ უეჭველიი მოინდომებს ჯერ მანუში თამაშს
0
№8
ავტორი: kobinio
15 ნოემბერი 2017 20:32
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
პოლ პოგბა თუ გაჩარხავს ისევ თოტე სხვა შანსი არაა.ისე კი შარშან და წელს ძაან დაუკლო ამ ბიჭმა და გული ძაან მართლაც არ დამწყდება.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
15 ნოემბერი 2017 21:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არაა გამორიცხული, თუმცა თუ დატოვა ატლეტიკო ესპანეთსაც დატოვებს სავარაუდოდ
0
№10
ავტორი: giorgi_mg
15 ნოემბერი 2017 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ტოპ კლასის 7 იანი და 10 იანია მოსაყვანი გუნდში და გინდა გრიზმანი მოუყვანია გინდ შალიკო ჩემთვის სულერთია, მთავარი უმაღლესი კლასი იყოს და მანდამაინც 30+ ნუ იქნება
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top