თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2017, 16:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2781,
კომენტარები: 12
ფრანგული მედია გრიზმანის თაობაზე სენსაციურ ამბავს ავრცელებს
ფრანგული მედიის ცნობით, გრიზმანი ჩემპიონატს არ შეიცვლის.
ფრანგული მედია გრიზმანის თაობაზე სენსაციურ ამბავს ავრცელებს
"ბარსელონაში" ანტუან გრიზმანის გადასვლის შესახებ გავრცელებული ხმები სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

მედიის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებს, ფრანგული გამოცემა Le10 Sport გახლავთ, რომლის მტკიცებითაც, გრიზმანი უთუოდ დატოვებს მადრიდის "ატლეტიკოს" და მისი მომდევნო საშინაო არენა "კამპ ნოუ" იქნება.

ამავე გამოცემის მტკიცებით, "ბარსელონა" კვირების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ფრანგ ფეხბურთელთან და ბოლოს პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.

ამის შემდეგ "ბარსელონას" ისღა დარჩება, რომ მხოლოდ "ატლეტიკოსთან" მიაღწიოს შეთანხმებას ტრანსფერის საფასურის თაობაზე.

უკვე აღარ არის ახალი ამბავი, რომ ანტუანს ყოველ წელს უწინასწარმეტყველებენ "ატლეტიკოს" დატოვებას, მაგრამ სად გადავა, ეს კი საკამათო თემად რჩება, ვინაიდან მისი სამსახურით "ბარსას" გარდა "მანჩესტერ იუნაიტედი", "პარი სენ-ჟერმენი" და მადრიდის "რეალი" არიან დაინტერესებულნი სხვა რამდენიმე კლუბთან ერთად.

თავად ფეხბურთელმა კი კიდევ უფრო გაზარდა სპეკულაციები, როცა განაცხადა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა მბაპესა და ნეიმართან ერთად ერთ გუნდში.

ჯერჯერობით უცნობია, პსჟ-ს შესწევს თუ არა გრიზმანში მოთხოვნილი 200 მილიონი ევროს გადახდის უნარი ფინანსური ფეირ პლეიდან გამომდინარე, მაგრამ გრიზმანის შესახებ სიახლეების გაცნობა ზაფხულში ხშირად რომ მოგვიწევს, ეს ფაქტია.
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: giorgiginturi
16 ნოემბერი 2017 09:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: giorgi_mg
ტოპ კლასის 7 იანი და 10 იანია მოსაყვანი გუნდში და გინდა გრიზმანი მოუყვანია გინდ შალიკო ჩემთვის სულერთია, მთავარი უმაღლესი კლასი იყოს და მანდამაინც 30+ ნუ იქნება

მართალიხარ.. დიდად ნუ გადავაკვდებით ამ გრიზმანს, გასაგებია რომ უმაღლესი დონია და მაგარია მაგრამ ამან რო ასე ათამაშოს ტ რ ა კ ი.. არ გვაწყობს... კარგ ფეხბურთელთან ცოტა კარგი ადამიანიც უნდა იყო და იუნაიტედი ზუსტად ის კლუბია სადაც ლეგენდები არა მხოლოდ ფეხბურთით არამედ დიდი ადამიანობითაც ხდებოდნენ აქ!!!
ამის ქაცაქუცა დედაც.... თუ ასე გააგრძელა... აგერ შევხედოთ ერერას, ტიპი ხვდება რომ სკამზე უნდა იჯდეს და არ ტოვებს იუნაიტედს რამისაა უხელფასოდ დარჩეს ჩვენს გვერდით... ცოტაოდენი ღირსებაც უნდა გქონდეს ადამიანს... Деньги не решают все
0
№12
ავტორი: Dato kutaisi
16 ნოემბერი 2017 22:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3201
იოზილი,პერიშიჩი,დაიერი მეტი არც არავინ გვჭირდება
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top