თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2017, 19:40
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2270,
კომენტარები: 11
"რეალს" ხუან მატა სურს
ესპანური გრანდი ხუან მატას გადაბირებას ეცდება.
ჭორების თანახმად, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველის, ხუან მატას გადაბირებას ეცდება.

მატა "იუნაიტედს" 2014 წელს შეუერთდა, რის შემდეგაც კლუბის მნიშვნელოვანი წევრი გახდა. გარდა ამისა, ესპანელმა გაქარწყლა ყველა ის შიში, რომელიც მის კლუბიდან გაშვებას ეხებოდა, როდესაც "იუნაიტედი" ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა.

ხუან მატამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გასულ სეზონში და კლუბს ლიგის თასისა და ევროპა ლიგის თასის მოპოვებაში დაეხმარა, მაგრამ ეს მაშინ, როცა ესპანელი მისთვის საყვარელ, 10-იანის პოზიციაზე ასპარეზობდა.

მიმდინარე სეზონში ხუანმა უკვე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არცერთი შეხვედრის დროს მოედანზე მსაჯის საფინალო სასტვენამდე არ უასპარეზია. ეს ყველაფერი კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჟოზე მოურინიო არ არის კმაყოფილი ხუან მატას თამაშით.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ხუან მატას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რის გამოყენებასაც მადრიდული კლუბი ეცდება. გარდა ამისა, ხუან მატას პროფესიონალურ კარიერას გზა სწორედ "რეალის" აკადემიამ გაუკვალა. სწორედ კასტილიაში შენიშნეს 18 წლის ხუანი "ვალენსიას" წარმომადენლებმა.

"Daily Express"-ის თქმით, "რეალი" სეზონის ბოლომდე არ დაელოდება ხუან მატას ირგვლივ არსებულ სიტუაციას და მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება, რამეთი მადრიდული გრანდი არც თუ სახარბიელო ვითარებაში იმყოფება, მათი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე.

წყარო: DailyExpress
ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
8 ნოემბერი 2017 19:46
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
რეალს თუ ეს ნამდვილად სურს დარწმუნებული ვარ ეს ტრანსფერი შედგება
0
№2
ავტორი: gache1991
8 ნოემბერი 2017 19:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
არ არი ეს აკცი გასაშვები..ამის წასვლას რომელიც სკამზეც დაჯდება რო რამე იყოს ჯობია მხითარიანი წავიდეს რომელიც ვერ ხვდება სად არი ან რატო არი..არიან იგროკები რომლებსაც სკამზე დასმა დასჯა ზამენიდან შემოსვლა უხდება,მხითარიანი ეგეთი არაა,პირველ თამაშებში რაღაც გააკეთა და ვსო დამთავრდა...შარშანდელი სეზონიდან ვაკვირდები თამაშში მინიმუმ 2-3 სიტუაციაა როცა გუნდი დაცვაშია და აბსოლიტურად არ მოყვება,დაზღვევაზე არაა ლაპრაკი..ეს იმ ფონზე როცა მოურინიოს ინტერში ეტოო რომელსაც ყველაფერი მოგებული ქონდა ენაგადმოგდებული დარბოდა ყველგან და ყველაფერზე,თუნდაც იბრა შარშან,გაკვირვებული უყურებდი 36 წლის კაცი ბოლო წუთებზე ხან წინ იყო ხან უკან..კაროჩე მატა არაა გასაშვები კაცი,ერთადერთი ფანტაზისტა იგროკია დღევანდელ გუნდში მგონი,სილვა აარაფრით ამაზე უკეტესი არაა,უბრალოდ იმას კარგად იყენებენ,ჩვენ ვერ ვიყენებთ ამას ისე როგორც საჭიროა თორე არავიზე ნაკლები სტატისტიკა არ აქ..

რეალს რო გადმოადგება დადახატავს რათ უნდა ტქმა.სკამიდან ამაზე კაი ვინ უნდა სეიყვანო..
0
№3
ავტორი: manutd.
8 ნოემბერი 2017 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
წაიყვანოს
0
№4
8 ნოემბერი 2017 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ციტატა: Svanski
რეალს თუ ეს ნამდვილად სურს დარწმუნებული ვარ ეს ტრანსფერი შედგება

კაია ეს რო არ მოსულიყო დღეს რუნი ისევ გაიყვანდა გუნდს
0
№5
ავტორი: ikeoni
8 ნოემბერი 2017 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ხუანიტო არ იცველბა ისევ იმ სახიითაა wink love
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
8 ნოემბერი 2017 21:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია რეალს მართლა სურდეს, მარა მატა ნამდვილად არაა ის კაცი რომელსაც ვერ გამოიყენებ, კაცს ფლანგზე ათამაშებენ და რა უნდა მოთხოვო, როცა სუფთა ათიანია, მარა მაინც მგონია რო გაუშვებს ადრე თუ გვიან მოურინიო
0
№7
ავტორი: kantona-7
9 ნოემბერი 2017 01:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ცენზურა რეალს არუნდა მისცენ ესკაცი უფადოდ და თუმაინცდამაინც ძაან უნდა ან მაყუთი გადაიხადოს ან ვინმეში გაგვიცვალონ.. მაგალითად ბეილში ან ისკოში და ცოტა დაუმატონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: Rooni
9 ნოემბერი 2017 07:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Araa gasashvebi kaci da imedia mourinio armiqaravs

Gasashvebebis meti raari isini gaushvan bliad ra mata
0
№9
ავტორი: dybbuk
9 ნოემბერი 2017 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ციტატა: gache1991
არ არი ეს აკცი გასაშვები..ამის წასვლას რომელიც სკამზეც დაჯდება რო რამე იყოს ჯობია მხითარიანი წავიდეს რომელიც ვერ ხვდება სად არი ან რატო არი..არიან იგროკები რომლებსაც სკამზე დასმა დასჯა ზამენიდან შემოსვლა უხდება,მხითარიანი ეგეთი არაა,პირველ თამაშებში რაღაც გააკეთა და ვსო დამთავრდა...შარშანდელი სეზონიდან ვაკვირდები თამაშში მინიმუმ 2-3 სიტუაციაა როცა გუნდი დაცვაშია და აბსოლიტურად არ მოყვება,დაზღვევაზე არაა ლაპრაკი..ეს იმ ფონზე როცა მოურინიოს ინტერში ეტოო რომელსაც ყველაფერი მოგებული ქონდა ენაგადმოგდებული დარბოდა ყველგან და ყველაფერზე,თუნდაც იბრა შარშან,გაკვირვებული უყურებდი 36 წლის კაცი ბოლო წუთებზე ხან წინ იყო ხან უკან..კაროჩე მატა არაა გასაშვები კაცი,ერთადერთი ფანტაზისტა იგროკია დღევანდელ გუნდში მგონი,სილვა აარაფრით ამაზე უკეტესი არაა,უბრალოდ იმას კარგად იყენებენ,ჩვენ ვერ ვიყენებთ ამას ისე როგორც საჭიროა თორე არავიზე ნაკლები სტატისტიკა არ აქ..

რეალს რო გადმოადგება დადახატავს რათ უნდა ტქმა.სკამიდან ამაზე კაი ვინ უნდა სეიყვანო..

მეც მაგრად მენანება ესეთი ფეხბურთელები თავის პოზიციაზე რომ არ იყენებ წლობით, ნამდვილად არ უნდა გაუშვან და საერთო გაუხანგრძლივონ, ვინ გვყავს ამაზე უკეთესი
0
№10
ავტორი: kobinio
9 ნოემბერი 2017 22:25
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Xo es gakidon da klisvilmxitariani datovon da mere shvainivit tqvas shevcdio

Shvainis gakidvisas xonagiara mauriniom shecdoma ase iqneba anas tu gakidis.ar iko shvainingasashvebi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top