თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2017, 19:40
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2275,
კომენტარები: 11
"რეალს" ხუან მატა სურს
ესპანური გრანდი ხუან მატას გადაბირებას ეცდება.
ჭორების თანახმად, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველის, ხუან მატას გადაბირებას ეცდება.

მატა "იუნაიტედს" 2014 წელს შეუერთდა, რის შემდეგაც კლუბის მნიშვნელოვანი წევრი გახდა. გარდა ამისა, ესპანელმა გაქარწყლა ყველა ის შიში, რომელიც მის კლუბიდან გაშვებას ეხებოდა, როდესაც "იუნაიტედი" ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა.

ხუან მატამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გასულ სეზონში და კლუბს ლიგის თასისა და ევროპა ლიგის თასის მოპოვებაში დაეხმარა, მაგრამ ეს მაშინ, როცა ესპანელი მისთვის საყვარელ, 10-იანის პოზიციაზე ასპარეზობდა.

მიმდინარე სეზონში ხუანმა უკვე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არცერთი შეხვედრის დროს მოედანზე მსაჯის საფინალო სასტვენამდე არ უასპარეზია. ეს ყველაფერი კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჟოზე მოურინიო არ არის კმაყოფილი ხუან მატას თამაშით.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ხუან მატას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რის გამოყენებასაც მადრიდული კლუბი ეცდება. გარდა ამისა, ხუან მატას პროფესიონალურ კარიერას გზა სწორედ "რეალის" აკადემიამ გაუკვალა. სწორედ კასტილიაში შენიშნეს 18 წლის ხუანი "ვალენსიას" წარმომადენლებმა.

"Daily Express"-ის თქმით, "რეალი" სეზონის ბოლომდე არ დაელოდება ხუან მატას ირგვლივ არსებულ სიტუაციას და მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება, რამეთი მადრიდული გრანდი არც თუ სახარბიელო ვითარებაში იმყოფება, მათი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე.

წყარო: DailyExpress
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
10 ნოემბერი 2017 09:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არამგონიაა რაღაც რეალს რო სურდეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top