"ჩელსისთან" განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი "იუნაიტედის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითვებს უპასუხა, რომელსაც ვრცლად გთავაზობთ.
რას იტყვით ჩატარებული შეხვედრის შესახებ?
"მათ მხოლოდ ერთ სეგმენტში გვაჯობეს, გაგვიტანეს გოლი, რის შემდეგაც უპირატესობა ქონდათ, ხოლო დანარჩენი დრო თამაშის მიმდინარეობა იყო თანაბარი, ხან ჩვენ ვაკონტროლებდით შეხვედრის მსვლელობას, ხან მოწინააღმდეგე მხარე, ამის შემდეგ გვქონდა გამოსაყანებელი მომენტები თუმცა ვერ გამოვიყენეთ, იგივეს თქმა შემიძლია მათზეც მხოლოდ ერთი განსხვავებით რომელიც გამოიყენეს, გატანილი გოლის შემდეგ მათ კონცენტრაცია დაცვის გაძლიერებაზე გადაიტანეს, მოსალოდნელი იყო დაწინაურების შემდეგ შეეცდებოდნენ უფრო მეტად დაეცვათ თავი, თუმცა ჩვენი მხრიდან მომენტები შეიქმნა შეტევებს მოვუმატეთ გვქონდა ხელსაყრელი მომენტები რომელთა რეალიზებაც ვერ შევძელით.
რას იტყვით დაცვითი ხაზის თამაშზე გოლის მომენტში?
დიახ, ჩვენ შეგვეძლო რა თქმა უნდა უკეთ თამაში, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, რადგან შესვენებაზე ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ, რომ საჭირო იყო მეტი ყურდღება დაცვაში, ვისაუბრეთ იმის შესახებაც რომ მათი შემეტევი ფეხბურთელები უნდა გაგვენეიტრალებინა, ხოლო გავუშვით გოლი სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ასეთ შეხვედრებს იგებს ის გუნდი რომელიც გოლს იტანს პირველი.
თქვენი გუნდის მიერ შექმნილ მომენტებზე რას იტყვით?
მე კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის შეტევებით, გვქონდა რამოდენიმე კარგი შანსი გოლის გასატანად, მე ზუსტი ციფრი არ შემიძლია დაგისახელოთ თუ რამდენჯერ შევუტიეთ და შევქმენით მომენტები, თუმცა მინდა გითხრათ რომ რეშფორდის თავური დარტყმა, რომელსაც სულ მცირე სიზუსტე და მოწინააღმდეგე მეკარეს უძლურს დატოვებდა, ასევე მინდა გავიხსენო ლუკაკუს გასროლა რომელიც კარგად განხორციელდა, თუმცა მეკარემ შეძლო მისი მოგერიება, ასევე ფელაინის მომენტიც, აქედან გამომდინარე ვიტყვი, რომ გვქონდა კარგი შანსები გოლის გასატანად.
რა რეაქცია გქონდათ გაშვებულ გოლზე?
მეორე ნახევარში ჩვენ დაუშვით ის შეცდომა რომელიც გავაანალიზეთ შესვენების დროს, ეს ჩემთვის გაუგებარი იყო თუ რატომ მოხდა ესეთი უყურადღებო თამაში დაცვის მხრიდან გოლის გატანის მომენტში, თუმცა ამის შემდეგ ბიჭებმა გააკეთეს ყველაფერი, რათა სიტუაცია გამოსწორებულიყო, ვფიქრობ რომ ნამდვილად ვიმსახურებდით დაგვიანებულ გოლს მატჩის მიწურულს, მაგრამ განვმეორდები რომ ორი ძლიერი გუნდის დაპირისპირების დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თუნდაც ერთ დაშვებულ შეცდომას.
გუნდის მიზნებზე რისი თქმა შეგიძლიათ?
ჩვენ ვიმყოფებით არა მე-3, 4, 5 ან მე-7 ადგილზე არამედ მეორე პოზიციაზე, ჩვენ ვიმყოფებით ჩემპიონატში უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე დარჩენილი სხვა გუნდები გარდა "სიტისა", სხვაობა 8 ქულაა თუმცა ეს ქულები ქულებად რჩება ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი ამის შესახებ, თუმცა ჩვენ გადავლახეთ ისეთი რთული ფაზა როგორიც დაპირისპირება "ლივერპულთან", "ტოტენჰემთან" და "ჩელსისთან" იყო, მე არ მომწონს საუბარი დაზიანებულ ფეხბურთელებზე და განსაკუთრებით მარცხის შემდეგ, თუ რა ზეგავლენას ახდენს მათი არყოფნა გუნდში, თუმცა მოვახერხეთ ისეთი რთული ეტაპის გადატანა რომელიც ამ პერიოდში გვქონდა, ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობებით ვასპარეზობდით ეს უნდა აღინიშნოს.
ფელაინის შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ?
მარუან ფელაინის შესახებ მინდა გამოკვეთილად გითხრათ, რომ მისი მადლიერი ვარ, მიუხედავად ტრავმისა და გაცდენილი შეხვედრებისა მან შეძლო და ჩვენთან ერთად იყო, მაშინ როდესაც გუნდს უჭირდა მაქსიმალურად ეცადა დაგვხმარებოდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელის მიმართ კმაყოფილება საჯაროდ გამოვხატო".- განაცხადა დასასრულს მოურინიომ.