თბილისი:
მანჩესტერი:
6-11-2017, 14:03
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3204,
კომენტარები: 24
მოურინიოს ვერდიქტი
"ფელაინის მადლობელი ვარ"- განაცხადა ჟოზემ
მოურინიოს ვერდიქტი
"ჩელსისთან" განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი "იუნაიტედის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ გააკეთა და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითვებს უპასუხა, რომელსაც ვრცლად გთავაზობთ.

რას იტყვით ჩატარებული შეხვედრის შესახებ?

"მათ მხოლოდ ერთ სეგმენტში გვაჯობეს, გაგვიტანეს გოლი, რის შემდეგაც უპირატესობა ქონდათ, ხოლო დანარჩენი დრო თამაშის მიმდინარეობა იყო თანაბარი, ხან ჩვენ ვაკონტროლებდით შეხვედრის მსვლელობას, ხან მოწინააღმდეგე მხარე, ამის შემდეგ გვქონდა გამოსაყანებელი მომენტები თუმცა ვერ გამოვიყენეთ, იგივეს თქმა შემიძლია მათზეც მხოლოდ ერთი განსხვავებით რომელიც გამოიყენეს, გატანილი გოლის შემდეგ მათ კონცენტრაცია დაცვის გაძლიერებაზე გადაიტანეს, მოსალოდნელი იყო დაწინაურების შემდეგ შეეცდებოდნენ უფრო მეტად დაეცვათ თავი, თუმცა ჩვენი მხრიდან მომენტები შეიქმნა შეტევებს მოვუმატეთ გვქონდა ხელსაყრელი მომენტები რომელთა რეალიზებაც ვერ შევძელით.

რას იტყვით დაცვითი ხაზის თამაშზე გოლის მომენტში?

დიახ, ჩვენ შეგვეძლო რა თქმა უნდა უკეთ თამაში, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, რადგან შესვენებაზე ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ, რომ საჭირო იყო მეტი ყურდღება დაცვაში, ვისაუბრეთ იმის შესახებაც რომ მათი შემეტევი ფეხბურთელები უნდა გაგვენეიტრალებინა, ხოლო გავუშვით გოლი სრულიად უწყინარ სიტუაციაში, ასეთ შეხვედრებს იგებს ის გუნდი რომელიც გოლს იტანს პირველი.

თქვენი გუნდის მიერ შექმნილ მომენტებზე რას იტყვით?

მე კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის შეტევებით, გვქონდა რამოდენიმე კარგი შანსი გოლის გასატანად, მე ზუსტი ციფრი არ შემიძლია დაგისახელოთ თუ რამდენჯერ შევუტიეთ და შევქმენით მომენტები, თუმცა მინდა გითხრათ რომ რეშფორდის თავური დარტყმა, რომელსაც სულ მცირე სიზუსტე და მოწინააღმდეგე მეკარეს უძლურს დატოვებდა, ასევე მინდა გავიხსენო ლუკაკუს გასროლა რომელიც კარგად განხორციელდა, თუმცა მეკარემ შეძლო მისი მოგერიება, ასევე ფელაინის მომენტიც, აქედან გამომდინარე ვიტყვი, რომ გვქონდა კარგი შანსები გოლის გასატანად.

რა რეაქცია გქონდათ გაშვებულ გოლზე?

მეორე ნახევარში ჩვენ დაუშვით ის შეცდომა რომელიც გავაანალიზეთ შესვენების დროს, ეს ჩემთვის გაუგებარი იყო თუ რატომ მოხდა ესეთი უყურადღებო თამაში დაცვის მხრიდან გოლის გატანის მომენტში, თუმცა ამის შემდეგ ბიჭებმა გააკეთეს ყველაფერი, რათა სიტუაცია გამოსწორებულიყო, ვფიქრობ რომ ნამდვილად ვიმსახურებდით დაგვიანებულ გოლს მატჩის მიწურულს, მაგრამ განვმეორდები რომ ორი ძლიერი გუნდის დაპირისპირების დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თუნდაც ერთ დაშვებულ შეცდომას.

გუნდის მიზნებზე რისი თქმა შეგიძლიათ?

ჩვენ ვიმყოფებით არა მე-3, 4, 5 ან მე-7 ადგილზე არამედ მეორე პოზიციაზე, ჩვენ ვიმყოფებით ჩემპიონატში უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე დარჩენილი სხვა გუნდები გარდა "სიტისა", სხვაობა 8 ქულაა თუმცა ეს ქულები ქულებად რჩება ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი ამის შესახებ, თუმცა ჩვენ გადავლახეთ ისეთი რთული ფაზა როგორიც დაპირისპირება "ლივერპულთან", "ტოტენჰემთან" და "ჩელსისთან" იყო, მე არ მომწონს საუბარი დაზიანებულ ფეხბურთელებზე და განსაკუთრებით მარცხის შემდეგ, თუ რა ზეგავლენას ახდენს მათი არყოფნა გუნდში, თუმცა მოვახერხეთ ისეთი რთული ეტაპის გადატანა რომელიც ამ პერიოდში გვქონდა, ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობებით ვასპარეზობდით ეს უნდა აღინიშნოს.

ფელაინის შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ?

მარუან ფელაინის შესახებ მინდა გამოკვეთილად გითხრათ, რომ მისი მადლიერი ვარ, მიუხედავად ტრავმისა და გაცდენილი შეხვედრებისა მან შეძლო და ჩვენთან ერთად იყო, მაშინ როდესაც გუნდს უჭირდა მაქსიმალურად ეცადა დაგვხმარებოდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელის მიმართ კმაყოფილება საჯაროდ გამოვხატო".- განაცხადა დასასრულს მოურინიომ.

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
6 ნოემბერი 2017 21:28
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Kicho

კაი რა პოჩეტინო სად მანჩესტერი სად ტოტენჰემი კეინი ჯობია მთლიანად მანჩესტერს ან ფლანგებს შეხედე ტოტენჰემის და მერე მანჩესტერის ან დელე ალის ტოტტენჰემი დაბალანსებული შეკრული გუნდია სუ რო ყველაფერს თავი დავანებოთ ტოტენჰემით ტიტული არ მოუგია არავის საუკუნეა მგონი და მანჩესტერში რო მოვიდეს პოჩეტინო და ოთხეულში რო შეყავდეს გუნდი სულ მაგაზე დათანხმდებით ვინმე ?? ამ გუნდით მოუზე უკეთეს შედეგს ვერავინ დადებს ეს არის ფაქტი .



ვერ დაგეთანხმები, ჩვენი პრობლემა მხოლოდ შემადგენლობაში არაა, ჩვენი პრობლემა ტაქტიკაშია და იმ სტილში რასაც გუნდი თამაშობს.
ტოტენჰემი რაცაა ახლა ჩამოაყალიბა პოჩეტინომ, გადახედე შემადგენლობას, თითქმის ყველა ფეხბურთელი კლუბის აღზრდილია, პოჩეტინოს არ აქვს იმხელა რესურსი რაც მოურინიოს აქვს, ტოტენჰემი არ ყიდულობს ვარსკვლავებს და უკვე შემდგარ ფეხბურთელებს, როგორც ჩვენ.
ბევრად უკეთესს შედეგს დადებდა ტოტენჰემი, ლევი რომ ცოტა ხელგაშლილი იყოს და ტრანსფერებისთვის ფული არ ენანებოდეს.

ტოტენჰემი საშუალო კლასის გუნდიდან ამოიყვანა და ახლა სადღაც შუაშია, მთლად ტოპს ვერ დაარქმევ, მაგრამ ბოლო წლებია ჩვენზე უკეთესს შედეგს დებენ. ეს შემადგენლობა რომ კარგად თამაშობს ამაში დიდი წვლილი პოჩეტინოს მიუძღვის.

დებრუინი და სტერლინგი აქამდეც ყავდა სიტის, მაგრამ რასაც ახლა თამაშობენ ბევრად აღემატება იმას, რასაც მანამდე აკეთებდნენ (ჩემი აზრით სილვაც ბევრად უკეთსი გახდა) და ეს პირველ რიგში გუარდიოლას დამსახურებაა.

ამ თამაშში რასაც მოურინიო თამაშობს, ალი და კეინიც ისევე გაქრებოდნენ მოედნიდან, როგოც ლუკაკუ და მხითარიანი. ფეხბურთელებს ვერ დააბრალებ ყველაფერს, როცა ასეთ თამაშს თამაშობ.
მწვრთნელი მარტო შემადგენლობას და განლაგებას ჰო არ არჩევს, ფეხბურთელებს ზრდის და ასწავლის როგორ ითამაშონ და რა აკეთონ, მოურინიომ ეს ასწავლა თავის ფეხბურთელებს, პოჩეტინომ, ის რასაც ახლა ტოტენჰემი აკეთებს.
0
№22
ავტორი: gaga1987
6 ნოემბერი 2017 22:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ესე ადვილად არავინ გაიშვებს მოუს.ზამთარში იმედია დაიმატებს სასტავს.თვითონაც კარგად იცის რადღეშია გუნდი და რას თამაშობს ასე რომ უნდა დაველოდოთ.სხვა გზა არაა და სხვა უკეთესიც არავინაა ამეტაპზე რო მოიყვანონ.ასე რომ უკეთესის მოლოდინით.გგმუ
0
№23
ავტორი: kobinio
6 ნოემბერი 2017 23:17
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Kicho
ციტატა: ikeoni
მერე იტყვით ერთ კაცს არ აქვს ნიშვნელობაო შეხედეთ ჩელსის კანტესტან ერთად და მის გარეშე და კიდე რამდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება.... ვხედავდით მანიუს პოგბასთან ერთად და ვხედავთ როგორ ვგიჭის მის გარეშე და არა მარტო პოგბას...დაბრუნდება და დალაგდება ყვალფერი აი ნახავთ am

მოურინიო უსახური ფეხბურთით გამოირჩევა მაგრამ გუნდსაც გააჩნია ფაქტია რა გუნდებიც ყოლია ყველაზე სუსტი გუნდი მანჩესტერში ყავს ჩელსი აიღე თუნდაც მაგარი სატრანსფერო პოლიტიკა აქვთ ყოველწელს პლიუსში გადიან იგროკების ყიდვა გაყიდვით ( განათხოვრებული იგროკებიდან წელიწადში40 მილიონამდე შემოსდით) და მაგათი გაშვებული იგროკებით ქაჩავს კიდევ ბევრი გუნდი ბაიერნი - რობენი, სიტი - დებრუინი, ევერტონი - ლუკაკუ, ჩვენ - ლუკაკუ მატა მატიჩი, ლივერპული- სტარიჯი სალაჰი, ეხა მოურინიოს შემადგენლობას შევხედოთ ძაანაც უნდოდა გრიზმანი პერისიჩი ბეილი და ვარანე ფაბინიო მარა სატრანსფერო პერსონალმა ვინები მოიყვანა ? კიდევ კარგი რომ მოურინიოა კიდევ ეგ ქაჩავს რო იბრა მხითარიანი პოგბა და ლუკაკუ ლიჩნად მაგიტო გადმოვიდნენ იუნაიტედში თორე ეხა ვიქნებოდით ლივერპულივით ვერასდროს რო ვერაფერს მიაღწევენ და აქეთ რო წასვლაზე ფიქრობენ ფეხბურთელები. გუშინდელ მატჩს რო ვუყურებდი გული დამეწვა . აგერ კრისტენსენი ნახეთ რა მცველი დადგეს და 18 წლის იყო ჩელსიმ რო იყიდა შეხედეთ კანტეს აზარს ფაბრეგას ბაკიოკოს ეს 4 ფეხბურთელი მთლიანად თამაშის ამინდს ქმნის რავი ამ გუნდით ჩემი აზრიტ მოურინიო მაქსიმუმს აკეთებს ბოლობოლო 3 ტიტული მოიგო.

Mxitarianis ra mogcons ?
0
№24
ავტორი: Shota Blues
8 ნოემბერი 2017 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
არ ვიცი, ბევრს მსჯელობთ. მე კიდევ არაფრის თქმა არ შემიძლია, იმდეია არავის გავანაწყენებ თუ მოუს დავეთანხმები. მომეწონა ჯოზესგან თამაშის ისე განხილვა როგორც განიხილი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top