თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2017, 19:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3308,
კომენტარები: 18
მარსიალი: "ახლა უკვე ბედნიერი ვარ"
მარსიალს უფრო მეტი გოლის გატანის იმედი აქვს.
მარსიალი:
ენტონი მარსიალი იმედს გამოთქვამს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში სეზონის ბოლომდე კიდევ უფრო მეტ გოლს გაიტანს.

ფრანგი ფეხბურთელი "იუნაიტედის" გულშემატკივარმა ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და იგი უკვე ზედიზედ მეორე თვეა, რაც ამ ნომინაციაში იმარჯვებს. მისი შესანიშნავი ფორმა კი დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებით დააჯილდოვა.

მიმდინარე სეზონში უკვე 7 გატანილი გოლის ავტორს მხოლოდ ერთი გოლი აშორებს გასული სეზონის მაჩვენებლისგან. მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისა თუ სათადარიგო სკამიდან ჩართვისას მოედანზე თავს კარგად გრძნობს, მარსიალს მიაჩნია, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასვლა და გუნდზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

"ჩელსისთან" მატჩის ენტონიმ "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას განუცხადა: "ახლა უკვე ბედნიერი ვარ, უფრო მეტის გაკეთებაც რომ შემძლებოდა, უფრო მეტი გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთებაც რომ შემძლებოდა, მაინც ბედნიერი ვარ.

ვფიქრობ, სხვაობა იმაშია, რომ შარშან კარგი სეზონი არ მქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის. ჩემს მიზნებს ვაღწევ და იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლომდე უფრო მეტს გავიტან. უნდა გავაგრძელო კლუბის რიგებში კარგად გამოსვლანდა თუ მომეცემა საფრანგეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შანსი, მაქსიმუმს გავაკეთებ".


გასულ კვირაში მარსიალი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო "ტოტენჰემთან" მატჩში და გამარჯვების გოლიც გაიტანა: "ვფიქრობ, როცა მოედანზე შეცვლაზე შესვლის შედეგად გავდივარ, დამშეული და მონდომებული ვთამაშობ. მოვლენებში ჩართვა, გოლის გატანა, გადამწვყვეტი პასის გაკეთება და გუნდის მაქსიმალურად დახმარება მსურს".

"წითლებს" ბოლო პერიოდში "სტემფორდ ბრიჯზე" რთული მატჩები აქვთ და არც ხვალინდელი მატჩი უნდა იყოს გამონაკლისი, მაგრამ მარსიალი სამი ქულის აღებას გეგმავს.

"ჩელსის" შარშანდელივით კარგად არ დაუწყია, მაგრამ "ჩელსი" დიდი გუნდია და ნამდვილად ეცდებიან ჩვენს დამარცხებას.

ორივე კლუბი დიდი გუნდია და ნამდვილად რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავალთ".
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: shako-united
4 ნოემბერი 2017 19:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ეს კი იძახის მოსაგებად ჩავალთო, მაგრამ მოუს რა უდევს თავში ეგაა მთავარი, იმედია მართლა მოსაგებად ჩავალთ. ისე მე ახალი ვარ, 14 წლის და 5 წელია იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ
1
№2
ავტორი: Svanchester
4 ნოემბერი 2017 19:46
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
მიდი მარსო უფრო მოუმატე
1
№3
ავტორი: IBRA-KADABRA
4 ნოემბერი 2017 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ციტატა: shako-united
ეს კი იძახის მოსაგებად ჩავალთო, მაგრამ მოუს რა უდევს თავში ეგაა მთავარი, იმედია მართლა მოსაგებად ჩავალთ. ისე მე ახალი ვარ, 14 წლის და 5 წელია იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ

კეთილი იყოს მეგობარო შენი მობრძანება
1
№4
ავტორი: Svanchester
4 ნოემბერი 2017 20:53
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ციტატა: shako-united
ეს კი იძახის მოსაგებად ჩავალთო, მაგრამ მოუს რა უდევს თავში ეგაა მთავარი, იმედია მართლა მოსაგებად ჩავალთ. ისე მე ახალი ვარ, 14 წლის და 5 წელია იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ

ჯიგარი ხარ შაკო რომ შემოგვიერთდი.
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
4 ნოემბერი 2017 21:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კარგი იქნება თუ სტაბილურობას შეინარჩუნებს
0
№6
ავტორი: ნიკუშა
4 ნოემბერი 2017 22:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
გაუმარჯოს ბიჭებს დიდი ხანია მანჩესტერის ფანი ვარ აქაც დიდიხანია ვარ მარა ხშირად ვწერდი კომებს ხვალ მოვიგებთ ალბათ
0
№7
ავტორი: ikeoni
4 ნოემბერი 2017 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
მიდი მარსო ესე გააგძლეე love
0
№8
ავტორი: Luka888
4 ნოემბერი 2017 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
Grizmani unda manchesters aucileblad pogbas da de geas garda varskvlavi arakavs gunds nu es da reshfordi ki magrebi arian mara jer mainc akliat. ps lukaku magaria 3-0 roca vigebt
0
№9
ავტორი: Buk777
4 ნოემბერი 2017 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
1999wlidan manchesteris fani var genacbalet evropashi var da am saitit vgebulob siaxleebs jigrebi xart
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
4 ნოემბერი 2017 23:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: Buk777
1999wlidan manchesteris fani var genacbalet evropashi var da am saitit vgebulob siaxleebs jigrebi xart

ციტატა: ნიკუშა
გაუმარჯოს ბიჭებს დიდი ხანია მანჩესტერის ფანი ვარ აქაც დიდიხანია ვარ მარა ხშირად ვწერდი კომებს ხვალ მოვიგებთ ალბათ

ციტატა: shako-united
ეს კი იძახის მოსაგებად ჩავალთო, მაგრამ მოუს რა უდევს თავში ეგაა მთავარი, იმედია მართლა მოსაგებად ჩავალთ. ისე მე ახალი ვარ, 14 წლის და 5 წელია იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ

კეთილი იყოს თქვენი მოსვლა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top