თბილისი:
მანჩესტერი:
4-11-2017, 19:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3309,
კომენტარები: 18
მარსიალი: "ახლა უკვე ბედნიერი ვარ"
მარსიალს უფრო მეტი გოლის გატანის იმედი აქვს.
მარსიალი:
ენტონი მარსიალი იმედს გამოთქვამს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში სეზონის ბოლომდე კიდევ უფრო მეტ გოლს გაიტანს.

ფრანგი ფეხბურთელი "იუნაიტედის" გულშემატკივარმა ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და იგი უკვე ზედიზედ მეორე თვეა, რაც ამ ნომინაციაში იმარჯვებს. მისი შესანიშნავი ფორმა კი დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებით დააჯილდოვა.

მიმდინარე სეზონში უკვე 7 გატანილი გოლის ავტორს მხოლოდ ერთი გოლი აშორებს გასული სეზონის მაჩვენებლისგან. მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისა თუ სათადარიგო სკამიდან ჩართვისას მოედანზე თავს კარგად გრძნობს, მარსიალს მიაჩნია, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასვლა და გუნდზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

"ჩელსისთან" მატჩის ენტონიმ "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას განუცხადა: "ახლა უკვე ბედნიერი ვარ, უფრო მეტის გაკეთებაც რომ შემძლებოდა, უფრო მეტი გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთებაც რომ შემძლებოდა, მაინც ბედნიერი ვარ.

ვფიქრობ, სხვაობა იმაშია, რომ შარშან კარგი სეზონი არ მქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის. ჩემს მიზნებს ვაღწევ და იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლომდე უფრო მეტს გავიტან. უნდა გავაგრძელო კლუბის რიგებში კარგად გამოსვლანდა თუ მომეცემა საფრანგეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შანსი, მაქსიმუმს გავაკეთებ".


გასულ კვირაში მარსიალი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო "ტოტენჰემთან" მატჩში და გამარჯვების გოლიც გაიტანა: "ვფიქრობ, როცა მოედანზე შეცვლაზე შესვლის შედეგად გავდივარ, დამშეული და მონდომებული ვთამაშობ. მოვლენებში ჩართვა, გოლის გატანა, გადამწვყვეტი პასის გაკეთება და გუნდის მაქსიმალურად დახმარება მსურს".

"წითლებს" ბოლო პერიოდში "სტემფორდ ბრიჯზე" რთული მატჩები აქვთ და არც ხვალინდელი მატჩი უნდა იყოს გამონაკლისი, მაგრამ მარსიალი სამი ქულის აღებას გეგმავს.

"ჩელსის" შარშანდელივით კარგად არ დაუწყია, მაგრამ "ჩელსი" დიდი გუნდია და ნამდვილად ეცდებიან ჩვენს დამარცხებას.

ორივე კლუბი დიდი გუნდია და ნამდვილად რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავალთ".
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
5 ნოემბერი 2017 03:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედიაა გაუტანნ მარსიიი
0
№12
ავტორი: red devil
5 ნოემბერი 2017 04:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ამის თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა იმედია ხვალ მოვიგებთ
0
№13
ავტორი: rooney-scholes
5 ნოემბერი 2017 07:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
Ase mgonis mou dacvit itamashebs rogorc luzerpooltan atamasha
0
№14
ავტორი: giorgiginturi
5 ნოემბერი 2017 08:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
დილა მშვიდობისათ ჩემო ძმებო და ჩემო ქართველებო, გენაცვალეთ ყველას და გისურვებთ სასიამოვნო და წარმატებულ დღეს ისევე როგორც წარმატებას ჩვენს უძვირფასეს კლუბთან ერთად..
აქ ვინ დიდია ვინ პატარა ვის ახსოვს და ვის არა ის ძველი იუნაიტედი ამას არაქვს მნიშვნელობა :)) სასიამოვნოა როდესაც აქ ახალ მოზარდ ბავშვებს ვხედავ და სიამოვნებაა როცა მაინჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარიხარ :)))) ესეიგი ღირსეულ ადამიანად ყალიბდები და მერწმუნეთ ეს საკმარის გავლენას იქონიებს თქვენი ცოვრებაში ურთიერთობაში საზოგადოების წინაშე... ყველას შესაბამის პატივის ცემით გენაცვალეთ ჩემო ჩემიანებოოო...... მართლაც რომ, მეტი ვიდრე სიყვარული ვიდრე საფეხბურთო კლუბი და მოკლედ ვთქვათ ცხოვრების დიდი ნაწილი სულის ტკივილამდე და სიხარულამდე განსაცდელია ეს კლუბი და სახელიც კი ჩემთვის მთელი ორგანიზმით რომ შეიძლება შეიყვარო და ამაყად და ხმამაღლა იღრიალო რომ შენ გულშემატკივრობ მანჩესტერ იუნაიტედს... პლანეტის მეოთხედ ნაწილში გაწითლებულ მზარეს. :)) ამას უკვე ქვია რომ შენ გაგიმართლა ამ ცხოვრებაში... wink
ერთი სიტყვით ძმებო და დებოოო წარმატებები და სიამოვნების მიღება დღევანდელი მატჩიდან ზრდილობის ფარგლებში და კორექტულად დავემშვიდობებით ლონდონელებს ამ საღამოს და არანაირი პირადული ეს უბრალოდ სჭირდებოდა იუნაიტედს 3 ქულა და მორჩა წერტილი.... wink
0
№15
ავტორი: gache1991
5 ნოემბერი 2017 10:02
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Roxo da felaini ganacxadshi arian.eseigi dabrundnen..mshvenieri
0
№16
ავტორი: kantona-7
5 ნოემბერი 2017 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მარსი შენი და რეშის გოლი მინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№17
ავტორი: manchestera-kaxa
5 ნოემბერი 2017 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
აუ დგეს უნდა მოვიგოთ უნდა გავაჩუმოთ არისტოკრატები
0
№18
ავტორი: kobinio
5 ნოემბერი 2017 16:52
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: shako-united
ეს კი იძახის მოსაგებად ჩავალთო, მაგრამ მოუს რა უდევს თავში ეგაა მთავარი, იმედია მართლა მოსაგებად ჩავალთ. ისე მე ახალი ვარ, 14 წლის და 5 წელია იუნაიტედის გულშემატკივარი ვარ

კაი არჩევანი გააკეთე და ყოჩაღ შენ გემოვნებას .კეთილი იყოს შენი მობრძანება მანჩესტერის რიგებში

ციტატა: kantona-7
მარსი შენი და რეშის გოლი მინდა

ლუკაკუ მარსიალი ჩემგან :))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top