თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2017, 15:48
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2183,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის მორიგი სამიზნე"
მოურინიოს კროოსი სურს.
როგორც ჩანს მოურინიოს ერთ-ერთი გეგმა "იუნაიტედის" ნახევარდაცვის გამრავალფეროვნება და გაძლიერება არის, ამისათვის საჭიროა კრაგი ტრანსფერის გაჩარხვა, ხოლო ამჯერად მისი მორიგი სამიზნე მადრიდის "რეალის" გერმანელი ვარსკვლავი ტონი კროოსი აღმოჩნდა, რომლის დამატებასაც "იუნაიტედი" მომავალ სეზონში შეეცდება.

როგორც სპორტული გამოცემა Calciomercato- იუწყება, მოურინიო წითლების ნახევარდაცვის გაძლიერებას სერიოზულად გეგმავს, ხოლო ამ შემთხვევაში მისი აზრით, კროოსის ოლდ ტრაფორდზე ხილვა საუკეთესო ვარიანტი იქნება, კლუბის მენეჯმენტი ამ გადაწყვეტილებაში სრულიად მხარს უჭერს პორტუგალიელს, თუმცა იმასაც მოიაზრებენ რომ "რეალთან" მოლაპარრაკება წარმოუდგენლად პრობლემური იქნება ამ ტრანსფერის თაობაზე.

წყაროს მიერ მოცემულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ამ ტრანსფერში შესაძლოა მონაწილეობა "იუნაიტედის" კარის დარაჯმა დევიდ დე ხეამ მიიღოს, რომელიც უკვე წლების განმავლობაში "რეალისთვის" ყველაზე სასურველი მეკარეა, თუმცა ეს ტრანსფერი დღემდე ვერ განახორციელა.

რაც შეეხება ტონი კროოსს, მან ამ სეზონში ლა ლიგაში ჯერჯერობით მხოლოდ 1 გოლით გამოიჩინა თავი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მისი შედეგიანობა გოლისა და საგოლე პასების თვალსაზრისით 0-ის ტოლია. აღსანიშნავია ისიც რომ გერმანელმა გასულ სეზონში შესანიშნავი ფეხბურთის ჩვენება შეძლო და "რეალთან" ერთად ლიგისა და ლა ლიგის მოგება მოახერხა ასევე მის ტიტულებს სუპერთასიც შემატა. ტონის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალიც აქვს.


წყარო: euro-football.ru
ჭორები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
3 ნოემბერი 2017 15:52
  • სიახლეები: 2776
  • კომენტარები: 3861
დე ხეა არსად არ მიდის, ისე თუ გაჩარხდა ეს ტრანსფერი მაგრად გამისწორდება კროოსი თავის პოზიციაზე დღესდღეისობით ერთ-ერთი საუკეთესოა.
0
№2
ავტორი: makaveli
3 ნოემბერი 2017 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
დე ხეას მაგივრად დას ვფიცავარ ნეიმარიც თუ მინდოდეს
2
№3
ავტორი: stepno
3 ნოემბერი 2017 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სისულელეა
0
№4
ავტორი: Svanchester
3 ნოემბერი 2017 16:29
  • სიახლეები: 2776
  • კომენტარები: 3861
ციტატა: stepno
სისულელეა

სისულელე იყო ერთ დროსაც ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერი თუმცა ეხლა კავანის გვერდით თამაშობს. სატრანსფერო ბაზარზე სისულელე არაფერია, უფრო ჭორია ვიდრე სისულელე.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
3 ნოემბერი 2017 16:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კროოსი ვის არ უნდა მარა შანსი რამდენადაა ეგაა საქმე
0
№6
ავტორი: ikeoni
3 ნოემბერი 2017 18:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Mgonia Ro imis mere rac Chven reals gavuketet dexeaze karga xans am or gunds shoris transferi ar moxdeba )))
0
№7
ავტორი: Rooni
3 ნოემბერი 2017 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Radexea aman xoarchamokra
0
№8
ავტორი: stepno
3 ნოემბერი 2017 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: Svanski
ციტატა: stepno
სისულელეა

სისულელე იყო ერთ დროსაც ნეიმარის პსჟ-ში ტრანსფერი თუმცა ეხლა კავანის გვერდით თამაშობს. სატრანსფერო ბაზარზე სისულელე არაფერია, უფრო ჭორია ვიდრე სისულელე.

კი გეთანხმები მე ვერც კი წარმოვიდგენდი ნეიმარის ტრანსფერს და ამჟამად მართლა ყველანაირი ტრანსფერი შეიძლება შედგეს მაგრამ სისულელე მგონია იმიტომ რომ უბრალოდ ყველაზე სულელენ\ბი უნდა იყვნენ რეალის მესვეურები ეს რო გაუშვან. ბარსელონამ დაამტკიცა უკვე რაც არიან
0
№9
ავტორი: gaga1987
3 ნოემბერი 2017 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
dexeas sanacvlod aravin arminda
0
№10
ავტორი: giorgisamnidze99
3 ნოემბერი 2017 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
კროსი რო დავითრიოთ და შეტევაში გრიზუ ან ედისონ კავაnი დახატავს ეს მანჩესტერი ყველაფერს ლიგა და ეპლი ჩვენია ყველა წელს ან ჰიგუანი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top