თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2017, 15:48
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2188,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის მორიგი სამიზნე"
მოურინიოს კროოსი სურს.
როგორც ჩანს მოურინიოს ერთ-ერთი გეგმა "იუნაიტედის" ნახევარდაცვის გამრავალფეროვნება და გაძლიერება არის, ამისათვის საჭიროა კრაგი ტრანსფერის გაჩარხვა, ხოლო ამჯერად მისი მორიგი სამიზნე მადრიდის "რეალის" გერმანელი ვარსკვლავი ტონი კროოსი აღმოჩნდა, რომლის დამატებასაც "იუნაიტედი" მომავალ სეზონში შეეცდება.

როგორც სპორტული გამოცემა Calciomercato- იუწყება, მოურინიო წითლების ნახევარდაცვის გაძლიერებას სერიოზულად გეგმავს, ხოლო ამ შემთხვევაში მისი აზრით, კროოსის ოლდ ტრაფორდზე ხილვა საუკეთესო ვარიანტი იქნება, კლუბის მენეჯმენტი ამ გადაწყვეტილებაში სრულიად მხარს უჭერს პორტუგალიელს, თუმცა იმასაც მოიაზრებენ რომ "რეალთან" მოლაპარრაკება წარმოუდგენლად პრობლემური იქნება ამ ტრანსფერის თაობაზე.

წყაროს მიერ მოცემულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ამ ტრანსფერში შესაძლოა მონაწილეობა "იუნაიტედის" კარის დარაჯმა დევიდ დე ხეამ მიიღოს, რომელიც უკვე წლების განმავლობაში "რეალისთვის" ყველაზე სასურველი მეკარეა, თუმცა ეს ტრანსფერი დღემდე ვერ განახორციელა.

რაც შეეხება ტონი კროოსს, მან ამ სეზონში ლა ლიგაში ჯერჯერობით მხოლოდ 1 გოლით გამოიჩინა თავი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მისი შედეგიანობა გოლისა და საგოლე პასების თვალსაზრისით 0-ის ტოლია. აღსანიშნავია ისიც რომ გერმანელმა გასულ სეზონში შესანიშნავი ფეხბურთის ჩვენება შეძლო და "რეალთან" ერთად ლიგისა და ლა ლიგის მოგება მოახერხა ასევე მის ტიტულებს სუპერთასიც შემატა. ტონის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალიც აქვს.


წყარო: euro-football.ru
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
4 ნოემბერი 2017 00:22
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
რეალი არასოდეს მოგვცემს ფეხბურთელს დაივიწყეთ.დე ხეა კი მთელ რეალს მირჩევნია.კროსს და ასენსიოს თუ მოგვცემენ თავის ვარანით დავფიქრდები :))ჰაჰაჰაჰაჰა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top