თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2017, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2132,
კომენტარები: 11
მარსიალი ნაკრებში დაბრუნდა
ენტონი მარსიალი დიდიე დეშამმა ნაკრებში გამოიძახა.
მარსიალი ნაკრებში დაბრუნდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ჩატარებული კარგი მატჩების შედეგად ენტონი მარსიალი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში დაბრუნდა.

დიდიე დეშამმა მარსიალი უელსისა და გერმანიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრებში გამოიძახა.

ენტონი საფრანგეთის ნაკრების წევრი იყო გასულ ზაფხულს ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია ფრანგთა რიგებში.

მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიო "იუნაიტედში" მას ძირითადად შეცვლაზე იყენებს, მარსიალს ექვსი გოლი აქვს გატანილი კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში და დეშამმა აღნიშნა, რომ ფრანგი ძირითად შემადგენლობაშიც შეიძლება ვიხილოთ.

"იგი კვლავ ეფექტურია. ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ამის შემდეგ რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ კვლავ ბრუნდება. ვხედავ, რომ სათადარიგოთა სკამიდან შესვლის შედეგადაც კარგად თამაშობს, მაგრამ მის შეზღუდვას და შემცვლელის როლის მინიჭებას არ ვაპირებ", - განაცხადა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა.

მარსიალი ნაკრებში დაბრუნდა
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Adamiani
3 ნოემბერი 2017 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
კარგიაა თავდაჯერებულობა მოემატება
0
№2
ავტორი: stepno
3 ნოემბერი 2017 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეს მაგარი სიახლეა :))) იმედია კიდევ უფრო თავდაჯერებული გახდება
0
№3
ავტორი: JuanMata
3 ნოემბერი 2017 11:23
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სულ ველოდებოდი როდის გამოიძახებდნენ. მარსიალს ჩავარდნა ზუსტად ევროპის ჩემპიონატიდან დაეწყო და ახლა ნაკრებში წარმატება ძაან მნიშვნელოვანი იქნება მაგისთვის.

P.S. საფრანგეთის მწვრთნელობა არის შარი, ისეთი ფეხბურთელები ყავთ, რომელი ერთი გინდა რომ აარჩიო, საბოლოოდ ვიღაც მაინც გაგაკრიტიკებს და ერთი თუ ფეხი დაგიცდა ტვინს შეგიჭამენ wink
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
3 ნოემბერი 2017 12:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კარგი სიახლეა
0
№5
ავტორი: giorgi_mg
3 ნოემბერი 2017 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგი სიახლეა გამიხარდა ენტონის ნაკრებში დაბრუნება, იმედია ითამაშებს
0
№6
ავტორი: Svanchester
3 ნოემბერი 2017 15:14
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ფსიქოლოგიურად უფრო გაძლიერდება ეს დადებითი სიახლეა მის ცხოვრებაში, თუმც პტარა მინუსსაც გეტყვით, ნაკრებში რომ არ იყო თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდით, ტრავმიანობის საფრთხე არ ემუქრებოდა თუმცა ამ მხრივაც იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
0
№7
ავტორი: gaga1987
3 ნოემბერი 2017 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
იმედია ხასიათზე მოვა ცოტა
0
№8
ავტორი: IBRA-KADABRA
3 ნოემბერი 2017 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ეს პავარდი სად თამაშOბს პესში მყავს და ძან ცხოველია
0
№9
ავტორი: ikeoni
3 ნოემბერი 2017 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Dzalian kargi magrad gamixarda
0
№10
ავტორი: PaLoMo
3 ნოემბერი 2017 16:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4126
kargia axla amas meti motivaxia miecena
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top