თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2017, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2133,
კომენტარები: 11
მარსიალი ნაკრებში დაბრუნდა
ენტონი მარსიალი დიდიე დეშამმა ნაკრებში გამოიძახა.
მარსიალი ნაკრებში დაბრუნდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში ჩატარებული კარგი მატჩების შედეგად ენტონი მარსიალი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში დაბრუნდა.

დიდიე დეშამმა მარსიალი უელსისა და გერმანიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრებში გამოიძახა.

ენტონი საფრანგეთის ნაკრების წევრი იყო გასულ ზაფხულს ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია ფრანგთა რიგებში.

მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიო "იუნაიტედში" მას ძირითადად შეცვლაზე იყენებს, მარსიალს ექვსი გოლი აქვს გატანილი კლუბის მაისურით მიმდინარე სეზონში და დეშამმა აღნიშნა, რომ ფრანგი ძირითად შემადგენლობაშიც შეიძლება ვიხილოთ.

"იგი კვლავ ეფექტურია. ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ამის შემდეგ რთული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ კვლავ ბრუნდება. ვხედავ, რომ სათადარიგოთა სკამიდან შესვლის შედეგადაც კარგად თამაშობს, მაგრამ მის შეზღუდვას და შემცვლელის როლის მინიჭებას არ ვაპირებ", - განაცხადა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა.

მარსიალი ნაკრებში დაბრუნდა
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: martial999
3 ნოემბერი 2017 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
პოგბა?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top