თბილისი:
მანჩესტერი:
28-10-2017, 18:24
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3004,
კომენტარები: 20
მატიჩი: "დღეს გულშემატკივრებმა ფეხბურთით ისიამოვნეს"
მატიჩის ინტერვიუ "ტოტენჰემთან" გამარჯვების შემდეგ.
მატიჩი:
დღეს გაიმართა პრემიერ ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ოლდ ტრაფორდზე "იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა დაძაბულ ფონზე წარიმართა, სადაც გამარჯვება მასპინძლებს ხვდათ წილად, მინიმალური ანგარიშით 1-0.

ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით "იუნაიტედმა" კიდევ უფრო გაიმყარა 23 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი, ხოლო "ტოტენეჰემი" 20 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი, წითელი ეშმაკების სერბმა ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა გააკეთა.

"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრემიერ ლიგის ერთერთი უძლიერესი გუნდი შეგვხვდა, ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მობილიზებულები ვიყავით, ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, სასიამოვნოა იმის გაცნობიერება რომ ამ დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულა ჩვენ მოვიპოვეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებათა სერიის გაგრძელება საკუთარ მოედანზე, გულშემატკივარი გახარებულია, ჩვენ კმაყოფილები ვართ და შეგვიძლია ვიამაყოთ საკუთარი თავით"
.- განაცხადა BBC Sport-ის ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მატიჩმა.

ცნობისთვის მიმდინარე სეზონში "იუნაიტედმა" საკუთარ კედლებში ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან ხუთივე მოიგო.

წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
20 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
28 ოქტომბერი 2017 18:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მატიჩი არი ბალანსი, მატიჩი არი უერიერთობა wink love
0
№2
ავტორი: Svanchester
28 ოქტომბერი 2017 18:41
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ციტატა: SANDROGRIGA
მატიჩი არი ბალანსი, მატიჩი არი უერიერთობა wink love

მატჩის საუკეთესო არის კიდევ smile
0
№3
ავტორი: ikeoni
28 ოქტომბერი 2017 18:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616
Dzalian magariii titqmis ushecdomoo❤️
0
№4
ავტორი: Manuille
28 ოქტომბერი 2017 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
როცა ეს და პოგბა ერთადაა ცენტრში სრული ბალანსი და კრეატიულობაა
0
№5
ავტორი: PaLoMo
28 ოქტომბერი 2017 18:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4126
matichma ukve daamtkica ro donea.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: kobinio
28 ოქტომბერი 2017 19:23
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Svanski
ციტატა: SANDROGRIGA
მატიჩი არი ბალანსი, მატიჩი არი უერიერთობა wink love

მატჩის საუკეთესო არის კიდევ smile

მატიჩი თფილისელია lol რასაც ქვია ვისიმოვნე ყურებით,ასე არ ჯობია? დაყვერა პირველი ტაიმი და მეორეყე წამოიცვა ხინკლის ჩეკივით.ისე მხითარიანს რა უნდა იუნაიტედში შენ გეცოდინება ... ლუკაკუ ოდნავ კიდე რო ამოძრავდეს მეტ შედეგს დადებს,საბოლოოდ დღეს ზველამ კარგად ითამაშა გარდა მხითარიანის.
0
№7
ავტორი: dzia_David
28 ოქტომბერი 2017 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
აი ამ კაცს ეტყობა ძმაო ყოველ თამაშზე საფეხბურთო ინტელექტიი. ყველა მომენტში ეტყობა გააზრებულად რო მოქმედებს ხოლმე და ცენზურასავით აწყვეტილი არ დარბის მარტო
0
№8
ავტორი: dybbuk
28 ოქტომბერი 2017 20:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
პოგბას არ ყოფნა ძაან ეტყობა გუნდს, მის გარეშე თამაშები თავიდან ფელაინის ხარჯზე მოვიგეთ, პირველი გოლი სიმაღლიდან და მერე სწრაფი მარსიალი რეშფორდი დაწინაურებულზე უფრო იოლად ზრდიდენ სხვაობას კონტრშეტევებზე, მოურინიომ იმ მომეტისთვის რაც საუკეთესო რესურსი ქონდა ის გამოიყენა, მერე ფელაინიც დაიმტვრა და ეხა კიდე უფრო სხვა ფეხბურთის თამაში უწევს, დღეს საერთოდ 3 მცველით, სომეხს კიდე თუ არ წაუვიდა თამაში მერე ვეღარ ბრუნდება, კრეატივი აკლია გუნდს, რეალურად მატას და პოგბას გარდა მაღალი დონის პასი არავის არააქვს, ოზილზეც ალბათ მაგიტო დაიწერა, ერერა წელს ცუდ სეზონს ატარებს... დღეს რაც გამიხარდა ეს მარსიალის გოლია და ის რომ მეორე ტაიმში ჟილკა დავინახე გუნდში და რაღაც მომენტში ძველი მანჩესტერი გამახსენდა, მაგრამ მაქამდე ჯერ ძააააალიან შორია სამწუხაროდ.......
0
№9
ავტორი: stepno
28 ოქტომბერი 2017 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: kobinio
ციტატა: Svanski
ციტატა: SANDROGRIGA
მატიჩი არი ბალანსი, მატიჩი არი უერიერთობა wink love

მატჩის საუკეთესო არის კიდევ smile

მატიჩი თფილისელია lol რასაც ქვია ვისიმოვნე ყურებით,ასე არ ჯობია? დაყვერა პირველი ტაიმი და მეორეყე წამოიცვა ხინკლის ჩეკივით.ისე მხითარიანს რა უნდა იუნაიტედში შენ გეცოდინება ... ლუკაკუ ოდნავ კიდე რო ამოძრავდეს მეტ შედეგს დადებს,საბოლოოდ დღეს ზველამ კარგად ითამაშა გარდა მხითარიანის.

შეუდარებელი იყოო მატიჩი ნამდვილად :)) აი მხითოზე კი მაგრად მწყდება გულიი რაა სამწუხაროთ ვერ გაქაჩა და ვერც გაქაჩავს სავარაუდოოდ. მალე ვიხილავთ მარსიალს და რეშფორდს ერთად ძირითადში
0
№10
ავტორი: vincent
28 ოქტომბერი 2017 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ეს თამაში მოიგო ჟოზემ,პირველ ტაიმში რა საშინლად ითამაშეს,მეორეში სხვა გუნდი გამოვიდა,და მატიჩსა ჩაატარებინა მასტერკლასი. მხითარიანს ზამენაზე არ აწყენდა,რამდენიმე თამაშია უკვე სტაბლურად ურევს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top