დღეს გაიმართა პრემიერ ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ოლდ ტრაფორდზე "იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდნენ, შეხვედრა დაძაბულ ფონზე წარიმართა, სადაც გამარჯვება მასპინძლებს ხვდათ წილად, მინიმალური ანგარიშით 1-0.
ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით "იუნაიტედმა" კიდევ უფრო გაიმყარა 23 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი, ხოლო "ტოტენეჰემი" 20 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი, წითელი ეშმაკების სერბმა ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა გააკეთა.
"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრემიერ ლიგის ერთერთი უძლიერესი გუნდი შეგვხვდა, ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მობილიზებულები ვიყავით, ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, სასიამოვნოა იმის გაცნობიერება რომ ამ დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულა ჩვენ მოვიპოვეთ.
ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვებათა სერიის გაგრძელება საკუთარ მოედანზე, გულშემატკივარი გახარებულია, ჩვენ კმაყოფილები ვართ და შეგვიძლია ვიამაყოთ საკუთარი თავით".- განაცხადა BBC Sport-ის ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მატიჩმა.
ცნობისთვის მიმდინარე სეზონში "იუნაიტედმა" საკუთარ კედლებში ჩატარებული ხუთი შეხვედრიდან ხუთივე მოიგო.