თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2017, 10:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2250,
კომენტარები: 12
"იუნაიტედს" ოზილის თაობაზე შეთავაზება არ გაუკეთებია
"წითლებს" მოქმედება ჯერ არ დაუწყიათ.
"მანჩესტერ იუნაიტედს" მესუთ ოზილის თაობაზე შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ ფეხბურთელთან დაკავშირებული წყაროს ცნობით, წარმოადგენს ერთ-ერთ კლუბს იმ სამს შორის, რომლის გამოც გერმანელი "არსენალს" დატოვებს.

MEN Sport-ი იტყობინება, რომ "არსენალი" ჯერ კიდევ არ კარგავს 29 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების იმედს, მაგრამ კლუბი მისი ხელფასის საგრძნობლად გაზრდას არ აპირებს.

ოზილი ამჟამად კვირაში 154 ათას ფუნტს იღებს ხელფასის სახით და სურს, რომ ეს შემოსავალი 30%-ით გაეზარდოს, რაც 202 ათას ფუნტს შეადგენს და პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

შემაფერხებელი მიზეზია ისიც, რომ ოზილს სურს, კლუბის 10-ნომრიანი მაისური ატაროს, ის კი ამჟამად ჯეკ უილშირს აცვია და 2013 წელს მადრიდის "რეალიდან" "მეთოფეების" რიგებში გადასვლის შემდეგ მესუთისთვის სიტუაცია არ შეცვლილა.

ცნობილია, რომ "არსენალის" დატოვების შემთხვევაში ოზილი არ გადავა არც იტალიაში და არც თურქეთში, არამედ გამოთქვამს "მანჩესტერ იუნაიტედში", "ბარსელონაში" ან მადრიდის "რეალში" თამაშის სურვილს.

თუმცა, "იუნაიტედს" ჯერ არავითარი ინტერესი არ გამოუვლენია და არც ოზილს უთქვამს თავისი თანაგუნდელებისთვის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას აპირებს.

ასევე გამორიცხულია, რომ სეზონის შუა ნაწილში ლონდონელებმა კონკურენტის რიგებში გაუშვან ფეხბურთელი, მასში 15 ან 20 მილიონი ფუნტის აღებაც რომ კი შეეძლოთ.

29 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა აქვს ჟოზე მოურინიოსთან და იგი ავტობიოგრაფიაშიც ჰყავს ნახსენები ცალკე მიძღვნილი თავით.

კლუბთან დაკავშირებული წყარო კი აცხადებს: "ვიცი, რომ მოურინიოს ყოველთვის ეკონტაქტება, რადგან მოსწონს ის. მისი აზრით, საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც უმუშავია. მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს".

ოზილის განწყობა ისეთია, რომ მას სურს აგერსიული მწვრთნელი, რომელიც ჯენტლმენური არსენ ვენგერისგან განსხვავებით თავის ჩვეულ ფორმაში აღუდგენს და მზად არის, დროებით სათადარიგოთა სკამზეც კი იჯდეს, თუკი რაიმე ღირებულ ტიტულს მოიგებს.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
25 ოქტომბერი 2017 11:18
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
არსენალში რო ნორმალურ ტიტულს ვერ ეღირსები ეს ფაქტია
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
25 ოქტომბერი 2017 11:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არამგონია რო იუნაიტედი იყოს დაინტერესებული იოზილის ყიდვით, უბრალოდ მედია იგონებს ჭორებს, გამორიცხული არაა, თუმცა ჯერ-ჯერობით ასეა
0
№3
ავტორი: ikeoni
25 ოქტომბერი 2017 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
Modiiii idiii naxuiii raa
1
№4
ავტორი: gaga1987
25 ოქტომბერი 2017 12:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ჩემი აზრიტ კაის მეტს არაფერს გააკეთებს რომ მოიყვანონ.ლიგაზეც დაგვეხმარება და პრემიერლიგაშიც
0
№5
ავტორი: PaLoMo
25 ოქტომბერი 2017 13:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4137
ზაფხულსჰი იფასოდ გადმოვაა ეს თუ კოინდომა ჟოზემ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: kulokulo
25 ოქტომბერი 2017 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
***ას რატავს იფასებს ერთი გრიზმანი გადმოვიდეს და მერე გამოექანონ საიდანაც უნდათ hi2
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
25 ოქტომბერი 2017 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ისე გემოვნება მაგარიაქ ოზილს მსუყე მსუყე ... манчестер иунитед..... Варселона... реал мадрид
0
№8
ავტორი: giorgi_mg
25 ოქტომბერი 2017 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ტყუილად არ აქვს ეგ სურვილები უმაღლესი დონის იგროკია, პროსტა ვენგერთან ვერ მოიხოდა რა. კრეატიული სწრაფი (მატაზე სწრაფი) ტექნიკური და პრემიერლიგის გამოცდილებაც აქვს უკვე, თუ გრიზუს გავმაზავთ მშვენიერი ვარიანტია, თუმცა გრიზუც და ესეც ძალიან მაგარი იქნება.
0
№9
ავტორი: stepno
25 ოქტომბერი 2017 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე მაგრად გამისწორდება რა კლასნიაა იმენა
0
№10
ავტორი: koksonn
25 ოქტომბერი 2017 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
ფეხბურთელები გუნდის მიმართ სიმპატიის გამო უნდა მოვიდნენ და არა მწვრთნელის, რა თქმა უნდა მწვრთნელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ როცა ჟოზე ამბობს, რომ ადრე თუ გვიან წავალო, იოზილი რას იზავს მერე გაყვება?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top