თბილისი:
მანჩესტერი:
25-10-2017, 10:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2251,
კომენტარები: 12
"იუნაიტედს" ოზილის თაობაზე შეთავაზება არ გაუკეთებია
"წითლებს" მოქმედება ჯერ არ დაუწყიათ.
"მანჩესტერ იუნაიტედს" მესუთ ოზილის თაობაზე შეთავაზება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ ფეხბურთელთან დაკავშირებული წყაროს ცნობით, წარმოადგენს ერთ-ერთ კლუბს იმ სამს შორის, რომლის გამოც გერმანელი "არსენალს" დატოვებს.

MEN Sport-ი იტყობინება, რომ "არსენალი" ჯერ კიდევ არ კარგავს 29 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების იმედს, მაგრამ კლუბი მისი ხელფასის საგრძნობლად გაზრდას არ აპირებს.

ოზილი ამჟამად კვირაში 154 ათას ფუნტს იღებს ხელფასის სახით და სურს, რომ ეს შემოსავალი 30%-ით გაეზარდოს, რაც 202 ათას ფუნტს შეადგენს და პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

შემაფერხებელი მიზეზია ისიც, რომ ოზილს სურს, კლუბის 10-ნომრიანი მაისური ატაროს, ის კი ამჟამად ჯეკ უილშირს აცვია და 2013 წელს მადრიდის "რეალიდან" "მეთოფეების" რიგებში გადასვლის შემდეგ მესუთისთვის სიტუაცია არ შეცვლილა.

ცნობილია, რომ "არსენალის" დატოვების შემთხვევაში ოზილი არ გადავა არც იტალიაში და არც თურქეთში, არამედ გამოთქვამს "მანჩესტერ იუნაიტედში", "ბარსელონაში" ან მადრიდის "რეალში" თამაშის სურვილს.

თუმცა, "იუნაიტედს" ჯერ არავითარი ინტერესი არ გამოუვლენია და არც ოზილს უთქვამს თავისი თანაგუნდელებისთვის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას აპირებს.

ასევე გამორიცხულია, რომ სეზონის შუა ნაწილში ლონდონელებმა კონკურენტის რიგებში გაუშვან ფეხბურთელი, მასში 15 ან 20 მილიონი ფუნტის აღებაც რომ კი შეეძლოთ.

29 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობა აქვს ჟოზე მოურინიოსთან და იგი ავტობიოგრაფიაშიც ჰყავს ნახსენები ცალკე მიძღვნილი თავით.

კლუბთან დაკავშირებული წყარო კი აცხადებს: "ვიცი, რომ მოურინიოს ყოველთვის ეკონტაქტება, რადგან მოსწონს ის. მისი აზრით, საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც უმუშავია. მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს".

ოზილის განწყობა ისეთია, რომ მას სურს აგერსიული მწვრთნელი, რომელიც ჯენტლმენური არსენ ვენგერისგან განსხვავებით თავის ჩვეულ ფორმაში აღუდგენს და მზად არის, დროებით სათადარიგოთა სკამზეც კი იჯდეს, თუკი რაიმე ღირებულ ტიტულს მოიგებს.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: dato321dato
25 ოქტომბერი 2017 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
გამოგვადგება ძმაო ეეს პოგბას მეტი ფანტაზისტა ფეხბურთელი არგვყავს იდეალური ვარიანტია ეეს
ამეტაპზე
0
№12
ავტორი: Phil Jones
25 ოქტომბერი 2017 22:39
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
თუ ამის მოსვლა გრიზმანის არ მოსვლას ნიშნავს მაშინ კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top