თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2017, 20:25
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1840,
კომენტარები: 15
მაკტომინიმ გაახანგრძლივა
"იუნაიტედმა" სკოტ მაკტომინის გაუხანგრძლივა
მაკტომინიმ გაახანგრძლივა
წითელი ეშმაკების შემადგენლობაში მოთამაშე, ახალგაზრდა პერსპექტიულმა ფეხბურთელმა სკოტ მაკტომინიმ, არსებული კონტრაქტი გაახანგრძლივა და ის "იუნაიტედთან" განშორებას მინიმუმ 2021 წლამდე ვერ შეძლებს, კონტრაქტი ამოწურვის შემდეგ, 1 წლით გახანგრძლივების მუხლსაც შეიცავს.

შეგახსენებთ მაკტომინი აკადემიის აღზრდილია, 20 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი პირველ გუნდში, გასულ სეზონში "არსენალის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა, ამ კვირაში მას ასევე ქონდა დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, "ბენფიკას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ის სათადარიგო ცვლილების შედეგად ჩაერთო მატჩის მსვლელობაში. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მაკტომინიმ განცხადება გააკეთა.

"მე ამ დიდ კლუბში გავიზარდე, "იუნაიტედი" სამუდამოდ დარჩება ჩემი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად, მე "იუნაიტედის" ცენტრში რომელიც პრესტონში მდებარეობს, მიმიყვანეს ჯერკიდევ მაშინ როდესაც 5 წლის ვიყავი, მას შემდეგ ვცდილობ განვვითარდე, პროგრესი გავაგრძელო და დასახულ მიზნებს მივაღწიო.

გასულ სეზონში ჩემი ოცნება ახდა, მე დებიუტი მქონდა პირველ გუნდში, მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო მთავარ მწვრთნელს რომელმაც ნდობა გამომიცხადა და გვერდში დამიდგა, უზომოდ ბედნიერი ვიყავი იმით, რომ მთავარ გუნდში გადამიყვანეს ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო და ვიმედოვნებ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ წარმატებული გზის, რომლის გავლასაც ასევე წარმატებით ვაპირებ ამ დიდებულ გუნდში".


"იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, ასევე გააკეთა კომენტარი მაკტომინის კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

"მოხარული ვარ რომ სკოტმა კონტრაქტი გაახანგრძლივა, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, გვესაჭიროება გუნდში ახალი ენერგია, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები, მაკტომინის შეუძლია წარმატების მიღწევა და ვიმედოვნებ რომ ასეც იქნება, გასულ სეზონში მას დებიუტი პრემიერ ლიგაში ქონდა, ხოლო წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, ვფიქრობ ეს უკვე წარმატების დასაწყისია, მე კმაყოფილი ვარ იმით რომ სკოტი მთავარ გუნდში გადმოვიყვანე, მე მას ნდობას ვუცხადებ".- განაცხადა მოურინიომ დასასრულს.


წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
20 ოქტომბერი 2017 20:29
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
კარგი ბიჭია სკოტი smile
0
№2
ავტორი: gache1991
20 ოქტომბერი 2017 20:43
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მისალოცი ამბავია:)) მე ტუანზებე უფრო მიემედება მაზე და მენსაზე მეტად მარა კაია მაინც:))იმედია კლევერლის გზას არ გაყვება:))
0
№3
ავტორი: kashmara
20 ოქტომბერი 2017 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
მე დზან მომწონს ესეც მენსაც და ტვანიზებეც შანსი უნდატ და მგონია რო შედზლებენ აჩვენონ რა შეუდზლიათ და რა არა... იმედია ამ ბიჩს მიცემს წელს მოუ შანსებს
0
№4
ავტორი: Svanchester
20 ოქტომბერი 2017 20:54
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
კარგი იქნება ჰადერსფილდთან მისცეს შანსი
0
№5
ავტორი: shotkin
20 ოქტომბერი 2017 21:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მევასება
0
№6
ავტორი: IBRA-KADABRA
20 ოქტომბერი 2017 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ძალიან კარგი ბიჭი ჩანს
0
№7
ავტორი: gache1991
20 ოქტომბერი 2017 21:28
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
დააყენოს ჰადერსფილდთან მაკტომინი ტუანზებე ნახევარდაცვაში:)) რას გააფუჭებენ:)არც არაფერს:))
0
№8
ავტორი: IBRA-KADABRA
20 ოქტომბერი 2017 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ხო არ იცით ხვალინდელი თამაში იqneba უნივერსალზე?
0
№9
ავტორი: dato321dato
20 ოქტომბერი 2017 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
ნუ ამ ბიჭს რაც ვუყურე მომეწონა ერთი იმიტო რო იცის სად როგორ მოიქცეს რადროსაა საჭირო წინ წასვლა და რადროს საკუთარ ადგილზე ყოფნა პასი იცის თან რაც მთავარია წინ და არა უკან :D ცდილობს განავითაროს შეტევები და არა უბრალოდ გამოსავალი ნახოს სიტუაციიდან რაც დასაფასებელია ამ ასაკში არც ბურთის გიჟია და არც უაზრო იგროკი სირული გამოხტომებით იტოკში კაი ტიპია და მომავალი აქ დიდი და გამოყენება უნდა ამას და რაც ამის თამაშები ვნახე კაი შთაბეჭდილებას ტოვებს
0
№10
ავტორი: makaveli
20 ოქტომბერი 2017 22:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
აუ ხანდახან თAვი ჰალამადრიდზე მგონია.. არავის გეწყინოთ ბიჭებო მაგრამ აი რატო აღმერთებთ ამ მოურინიოს? გული მწყდება რა მანჩესტერიც მე შევიყვარე იმის აჩრდილია ეს და აუ საღოლ მოუ მიდი მოუ გენიოსი ხარ მოუ კარგით რაა. არ თქვათ კამანდა არ ყავსო რა.. ბანალურია მაგრამ ლოგიკური ფლეტჩერი კლევერლი ბრაუნი ოში ჰაინცე იანგი და კიდე რამდენი ვთქვა ეგენი იყვნენ მაგრები ? მაგრამ ხარისხიი? უმაღლესი !!! შედეგიი?? უდიდესი !!! მოაშორონ ეს ჩAმოუყალიბებელი და მერყევი სირკაცაა აქედან რა .. ტიპიი აიი ოდითგანვე არ მევასებოდა და დღემდე ეგრე ვარ. არ დამიწყოთ რა გთხოვთ ეხლა ინტერიო პორტოო და რაღაც ჰალამადრიდის ტექსტები ამის ხარისხის დედაც ვატირე შეგაძულებს რა ფეხბურთს..............

სვანსკი შენ კიდე მადლობა ძმაო ამ ღვაწლისთვის რასაც ამ საიტზე აკეთებ.. გამოაცოცხლე ძალიან და რამდენჯერაც შემოვდივარ სუ ახალი სიახლეები მხვდება ყოჩაღ !!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top