თბილისი:
მანჩესტერი:
20-10-2017, 15:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2168,
კომენტარები: 12
დე ბრუინი: "პრემიერ ლიგისთვის "სიტი" და "იუნაიტედი" იბრძოლებენ"
დე ბრუინი "სიტისთან" ერთად ფავორიტად "იუნაიტედს" ასახელებს.
დე ბრუინი:
სიტის ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ პრემიერ ლიგისთვის ბრძოლაში ორი გამოკვეთილი ფავორიტი არსებობს.

მისი აზრით ამ სეზონს წარმატებულად დასრულებას ამ ორი კლუბიდან ერთერთი შეძლებს, ესენია, "სიტი" რომლის შემადგენლობაშიც თვითონ ფეხბურთელი ასპარეზობს და "იუნაიტედი" რომელსაც სიტისთან ერთად წარმატებული სტარტი აქვს აღებული.

"ამ ეტაპზე ბრძოლაში ყველაზე კარგად ჩვენთან ერთად "იუნაიტედი" გამოიყურება, ისინი კარგ ფორმაში არიან, შესწევთ იმის რესურსი და უნარი ჩემპიონობისთვის იბრძოლონ, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლება, შეიძლება მოხდეს ისე რომ დათმო რამოდენიმე შეხვედრა და ლიდერობა დაკარგო, ეს გამორიცხული არ არის ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ჩვენ აუცილებლად ვეცდებით ჩვენი ადგილების შენარჩუნებას ცხრილის სათავეში.

ჩვენ დომინანტური ფეხბურთის ჩვენებას ვცდილობთ, მეტოქეებზე ზეწოლის მოხდენა გვსურს, ძნელია ყოველთვის ერთ დონეზე ითამაშო, მაგრამ ახლა ნამდვილად კარგ ფორმაში ვართ, შემიძლია ამ ეტაპზე 2 ფავორიტი დავასახელო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "სიტი" და "იუნაიტედი", საჭიროა წარმატებული ასპარეზობა მიზნის მისაღწევად".
- განაცხადა ბელგიელმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
20 ოქტომბერი 2017 15:17
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
იმედია მალე ჩაისვრით, შეეჩვიოთ უნდა აქედანვე იმ აზრს რომ პრემიერ ლიგა წელს იუნიტედისაა
0
№2
ავტორი: IBRA-KADABRA
20 ოქტომბერი 2017 15:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
მალე გნახავ ქვევით ჩამოჩოჩებულს
0
№3
ავტორი: manubro
20 ოქტომბერი 2017 15:26
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
რატომღაც მგონია რომ წელს ლიგას ემიუ მოიგებს და სიტი პრემიერ ლიგას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№4
ავტორი: kobinio
20 ოქტომბერი 2017 16:17
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ადეც იქნება
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
20 ოქტომბერი 2017 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
წელს ბრატ ჩვენია ეპლი თქვენ ტოტეჰმემი გადაგასწრებთ პირველზე იუნაიტედი მეორეზე ტოტენჰემი მესამეზე ჩელსი მეოთხეზე თქვენ
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
20 ოქტომბერი 2017 16:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სიტის ჩამოწერა არ შეიძლება, სასწაულ ფორმაშია, სულ ასე ვერ გაგრძელდება მარა ფაქტია ამ წუთისთვის ყველაზე ძლიერია ეპლში, თამაშის ხარისხის გათვალისწინებით
0
№7
ავტორი: stepno
20 ოქტომბერი 2017 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
dzalian gagvichirdeba sitistann welss ;)))
0
№8
ავტორი: giorgi_mg
20 ოქტომბერი 2017 18:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სამწუხაროდ სიტი ფავორიტი მგონია წელს ეპლის მოგების, ძალიან გაგვიჭირდება კონკურენციის გაწევა, თუ ზამთარში გრიზუს დვიმატებთ სერიოზულად გავიწევთ წელსვე მე ასე მგონია
0
№9
ავტორი: ikeoni
20 ოქტომბერი 2017 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Am sirma Ro ar tqvas ise Ki ver vxdebit magas)))
0
№10
ავტორი: dzia_David
20 ოქტომბერი 2017 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ამათი თამაშის ხარისხი რო ვერ დაინახო ბრმა უნდა იყო ტიპი პროსტაა მაგრამ სპადი დაეწყებათ სადღააც ჩააგდებენ თამაშებს აი იქ უკვე გააჩნიაა ჩვენ როგორ ავიღებთ საჭირო ქულებს. მარაა ჟოზემ ექვსეულის გუნდებთან თუ ქულაზე ითამაშა ვიცი რა ჩემ დე ბრუინსაც მოვიგებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top