თბილისი:
მანჩესტერი:
18-10-2017, 15:07
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2340,
კომენტარები: 17
მოურინიო გავრცელებულ ჭორებზე საუბრობს
პორტუგალიელმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
მოურინიო გავრცელებულ ჭორებზე საუბრობს
"იუნაიტედის" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო ბოლო პერიოდია ყურადღების ცენტრშია, მის მომავალზე სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრამდე, სადაც ერთმანეთს "იუნაიტედი" და "ბენფიკა" დაუპირისპირდებიან, პრესკომფერენცია გამართა პორტუგალიელმა, სადაც გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა და მის მომავალზე განცხადება გააკეთა.

"რას ვაპირებ სამომავლოდ? მინდა აღვნიშნო, რომ ერთ დღეს ბრიტანული პრესა წერს, რომ თურმე "იუნაიტედთან" 5 წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რისშედეგადაც ჩემი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მეორე დღეს წერენ, რომ თურმე ჩემი მომავალი "პსჟს" უკავშირდება და საფრანგეთში ვაპირებ გადასვლას, რაზეც შემდეგნაირად შემიძლია გიპასუხოთ: არცერთი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, არც 5 წლიან კონტრაქტზე მომიწერია ხელი და არც პსჟში ვაპირებ გადასვლას, ჩემი სამუშაო ხელშეკრულება "იუნაიტედთან" მაქვს გაფორმებული და მაქვს მთელი რიგი ვალდებულებები ამ კლუბის მიმართ, მე კი მუშაობას ვაგრძელებ.

ჩემი ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წლის ივნისში მეწურება, ახლა კი 2017 წელია, რას ფიქრობთ არის რამე სალაპარაკო? ვაღიარებ, მე მართლაც ვთქვი, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერის დასრულებას "იუნაიტედში" არ ვაპირებ, რადგან ვფიქრობ რომ არცერთ ამჟამად მომუშავე მწვრთნელს არ შეუძლია, ერთ კლუბში 15 ან 20 წელი გაჩერდეს, ეს მწვრთნელი ამჟამად ვენგერია და ჩემი აზრით ის ბოლოა".

თუ ვიტყოდი რომ 5 წელიწადში სამწვრთნელო კარიერას დავასრულებდი, ამას იუნაიტედში გავაკეთებდი, მაგრამ ამას ჯერჯერობით არ ვაპირებ, მსურს ამ სფეროში მინიმუმ 15 წელი კიდევ ვიმუშაო, ასე რომ ყველაფერი ნათელია".
- განაცხადა მოურინიომ.



წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
18 ოქტომბერი 2017 15:08
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ყველაფერი ნათელი და გასაგებია, მინიმუმ კონტრაქტის ამოწურვამდე ეს არსად არ აპირებს წასვლას. ნუ მოვთხოვთ კარიერის მანჩესტერში დასრულებას
0
№2
ავტორი: nika_nikusha
18 ოქტომბერი 2017 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მოუ კარგი ბიჭი ხარ შენ, ავტობუსი რომ არ გიყვარდეს ხოლმე ხანდახან derpthumb
1
№3
ავტორი: giorgi_mg
18 ოქტომბერი 2017 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ნურავის ექნება ილუზია რომ ეს ან აქ დაასრულებს მოღვაწეობას ან მართლაც 15 წელი აქ გაჩერდება, მერე რომ არ დაგწყდეთ გული, მე პირადად ვისურვებდი მაგრამ ჟოზე მაგ ტიპის მწვრთნელი არ არის, თუმცა იმედი ბოლოს კვდება.
0
№4
ავტორი: gache1991
18 ოქტომბერი 2017 17:11
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეპლ და ლიგა მოგვაგებინა და თუ გინდა მომავალ წელსვე წადი:D და დღეს ჩემ დაბადების დღეს ცუდ ხასიათზე არ შემახვედრო კიდე:))ერერა მინდა სასტავში და ჩემ სახელზე შესტენოს:))
0
№5
ავტორი: f.c.mu
18 ოქტომბერი 2017 17:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
სანამ პრემიერ ლიგას არ მოიგებს არ წავა
0
№6
ავტორი: Manuille
18 ოქტომბერი 2017 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
simartle gitxrat misi zogadi satamasho stili da damokidebulebebi armomwons magram faqtia shedegs debs amitom arafers vambob jerjerobit
0
№7
ავტორი: ikeoni
18 ოქტომბერი 2017 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
მგონია რო მაინც დიდი ხნით დარჩება ჩვენთან
0
№8
ავტორი: abrama
18 ოქტომბერი 2017 18:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
მოუ კონტრაქტის ამოწურვამდე კი იქნება აქ სულ მინიმუმ,მანამ კიდევ 2 ვარსკვლავს კიდევ მოიყვანს და მერე სულ რომ წავიდეს იმ გუნდით ნებისმიერი დადებს შედეგს, თუმც, ვფიქრობ მანჩესტერის შემდგომი მწვრთნელი პოჩეტინო უნდა იყოს!
0
№9
ავტორი: thereds.
18 ოქტომბერი 2017 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
arc minda amis aq didi xani gachereba. cota gundi wamoayenos da mere gigzi minda. iqneb manamde gamocdilebac miigos shesabamisi
0
№10
ავტორი: dzia_David
18 ოქტომბერი 2017 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: gache1991
ეპლ და ლიგა მოგვაგებინა და თუ გინდა მომავალ წელსვე წადი:D და დღეს ჩემ დაბადების დღეს ცუდ ხასიათზე არ შემახვედრო კიდე:))ერერა მინდა სასტავში და ჩემ სახელზე შესტენოს:))


გილოცავ good2 ბიჭებსაც მოელოცოთ დღეს ბევრი გატანილი გოლით პორტუგალიიდან ;D :D

ჟოზე კიდე როცა წავაა ნებიმიერ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ რო ისეთ გუნდს დატოვებს რომელიც ნებისმიერ ტიტულზე გაიწევს და ყველა ტურნირზე ერთ-ერთი ფავორიტი იქნებაა. მანამდე კი ერთი ორი კაი მსუყე ტიტულიც დაიდება კიდე manunited
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top