თბილისი:
მანჩესტერი:
18-10-2017, 15:07
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2344,
კომენტარები: 17
მოურინიო გავრცელებულ ჭორებზე საუბრობს
პორტუგალიელმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
მოურინიო გავრცელებულ ჭორებზე საუბრობს
"იუნაიტედის" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო ბოლო პერიოდია ყურადღების ცენტრშია, მის მომავალზე სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრამდე, სადაც ერთმანეთს "იუნაიტედი" და "ბენფიკა" დაუპირისპირდებიან, პრესკომფერენცია გამართა პორტუგალიელმა, სადაც გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა და მის მომავალზე განცხადება გააკეთა.

"რას ვაპირებ სამომავლოდ? მინდა აღვნიშნო, რომ ერთ დღეს ბრიტანული პრესა წერს, რომ თურმე "იუნაიტედთან" 5 წლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რისშედეგადაც ჩემი შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, მეორე დღეს წერენ, რომ თურმე ჩემი მომავალი "პსჟს" უკავშირდება და საფრანგეთში ვაპირებ გადასვლას, რაზეც შემდეგნაირად შემიძლია გიპასუხოთ: არცერთი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, არც 5 წლიან კონტრაქტზე მომიწერია ხელი და არც პსჟში ვაპირებ გადასვლას, ჩემი სამუშაო ხელშეკრულება "იუნაიტედთან" მაქვს გაფორმებული და მაქვს მთელი რიგი ვალდებულებები ამ კლუბის მიმართ, მე კი მუშაობას ვაგრძელებ.

ჩემი ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წლის ივნისში მეწურება, ახლა კი 2017 წელია, რას ფიქრობთ არის რამე სალაპარაკო? ვაღიარებ, მე მართლაც ვთქვი, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერის დასრულებას "იუნაიტედში" არ ვაპირებ, რადგან ვფიქრობ რომ არცერთ ამჟამად მომუშავე მწვრთნელს არ შეუძლია, ერთ კლუბში 15 ან 20 წელი გაჩერდეს, ეს მწვრთნელი ამჟამად ვენგერია და ჩემი აზრით ის ბოლოა".

თუ ვიტყოდი რომ 5 წელიწადში სამწვრთნელო კარიერას დავასრულებდი, ამას იუნაიტედში გავაკეთებდი, მაგრამ ამას ჯერჯერობით არ ვაპირებ, მსურს ამ სფეროში მინიმუმ 15 წელი კიდევ ვიმუშაო, ასე რომ ყველაფერი ნათელია".
- განაცხადა მოურინიომ.



წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
18 ოქტომბერი 2017 21:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვინ ელოდა სხვა რამეს რო?!
0
№12
ავტორი: gache1991
19 ოქტომბერი 2017 00:36
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
[quote=dzia_David][quote=gache1991]

გილოცავ good2 ბიჭებსაც მოელოცოთ დღეს ბევრი გატანილი გოლით პორტუგალიი[/quote]gaixare dzaan Didi madloba:))
0
№13
ავტორი: JuanMata
19 ოქტომბერი 2017 01:12
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
19-ში წავა, თუ მანამდე რამე დებილობა არ ქნა და ნაადრევად არ მოუწია წასვლა. არ ვიცი ვის როგორ, მაგრამ ჩემი აზრით კარგი ვარიანტია, კარგ გუნდს დატოვებს და ვინმე ნორმალურ მწვრთნელს ვიპოვით, კარგი ტაქტიკით. პოჩეტინო, თუ არ შეაბერდა ტოტენჰემს, ჩემი აზრით მოუხდება მანჩესტერს. ტოტენჰემი ძაან ჭკვიანურად თამაშობს, ყრუ დაცვაში არ დგანან და ავტობუსებს არ აყენებენ, მაგრამ მაინც ძალიან ცოტას უშვებენ. და პოზიციურადაც კარგად უტევენ.
0
№14
ავტორი: stepno
19 ოქტომბერი 2017 01:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
amis mere klopi mindaa magrad da ravknaa :-D
0
№15
ავტორი: kobinio
19 ოქტომბერი 2017 01:25
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: gache1991
ეპლ და ლიგა მოგვაგებინა და თუ გინდა მომავალ წელსვე წადი:D და დღეს ჩემ დაბადების დღეს ცუდ ხასიათზე არ შემახვედრო კიდე:))ერერა მინდა სასტავში და ჩემ სახელზე შესტენოს:))

მრავალს დაესწარი და წელს ლიგის თას შენ გიძღვნით manutd
0
№16
ავტორი: gache1991
19 ოქტომბერი 2017 01:29
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
quote]
მრავალს დაესწარი და წელს ლიგის თას შენ გიძღვნით manutd[/quote]
:Dear Shen pirs shaqari :D Didi madloba :))
0
№17
ავტორი: dachi_mu
19 ოქტომბერი 2017 07:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
19-ში არ წავა smile მაგრამ თუ წავა მკვლელ გუნდს დატოვებს smile
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top