თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2017, 19:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2730,
კომენტარები: 13
Sky Sports-ის შეფასება
მოურინიოს ტაქტიკა ნილ კასტისმა და ჯეიმი დაკერმა შეაფასეს
Sky Sports-ის შეფასება
მოურინიოს ტაქტიკა Sky Sports-ის ჟურნალისტებმა, ნილ კასტისმა და ჯეიმი დაკერმა შეაფასეს, იყო თუ არა სწორი ტაქტიკა შერჩეული "წითელი ეშმაკების" თავკაცის მიერ, პრემიერ ლიგის მერვე ტურში, სადაც "ენფილდზე" "ლივერპულმა" "იუნაიტედს" უმასპინძლა და ანგარიშით 0-0 დასრულდა, ამ კითხვაზე პასუხს ვრცლად ჩვენს სტატიაში იხილავთ.

ნილ კასტისი: "ვთვლი, რომ ჟოზემ დასახულ მიზანს მიაღწია. მე არ მახსენდება დრო, როდესაც ნებისმიერ გუნდს არ აქვს მნიშვნელობა, "ენფილდზე" ადვილი გასეირნება ჰქონოდეს. არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა "ლივერპული" როგორ ფორმაში იმყოფება, ისინი "ენფილდზე" შესანიშნავად ასპარეზობენ. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც მოურინიოს ანტიფეხბურთში ადანაშაულებენ, მისმა გუნდმა ბოლო 7 მატჩში ოთხჯერ შეძლო 4 გოლის გატანა, ეს არ შეიძლება ანტიფეხბურთი იყოს.

ამ დერბიში იყო მხოლოდ და მხოლოდ 2 სახიფათო მომენტი, ერთი "ლივერპულის" შესრულებით, ერთიც "იუნაიტედის", ანგარიში რომ 0-0 დამთვრდა ამაში დამნაშავე მხოლოდ მოურინიოა, ჟოზემ კლოპი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ გაერისკა და შეტევაზე წამოსულიყო, თუმცა ამ უკანასკნელმა არ გარისკა. კლოპი ცდილობდა, რომ მისი თითოეული ცვლილება და სტრატეგიული გადაწყობა პოზიტიური ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო მხოლოდ პოზიციური ცვლილებები, მან არ გარისკა და მოიმოქმედა შემდეგი რამ, ერთი ნახევარმცველი გამოაკლო თამაშს და თავდამსხმელი შეუშვა მოედანზე, აქედან გამომდინარე დასკვნა ესეთია, რომ კლოპს ეშინოდა მოურინიოსი, თუმცა იგივეს თქმა პირიქითაც შეიძლება.

როცა თქვენ "იუნაიტედის" დაცვაზე საუბრობთ, ამ შეხვედრაში რომ ეს იყო კარგად ჩაყენებული ავტობუსი, მე ამას ესე შევაფასებდი, რომ მათ შესანიშნავი დაცვა ჰყავთ, ისინი კარგად მოქმედებდნენ, ეს შეხვედრა მათთვის მეშვიდე მშრალად შენახული კარია. თავად განსაჯეთ, ამ შეხვედრაში ისინი უბრალოდ კომფორტულად იცავდნენ თავს.
მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როდესაც მათი გეგმა ვერ განხორციელდა წასულიყვნენ წინ და მეტი აქტიურობა შეტევაში ეჩვენებინათ, ეს ჩემი აზრით ლუკაკუს ბრალი იყო, რადგან ის ვერ ახერხებდა მასზე გაკეთებული გადაცემების შემაგრებას და ლოგიკური გაგრძელების პოვნას. გასაგებია, რომ ის მთელი თამაშის მანძილზე ლივერპულის მცველების სამიზნე იყო, მაგრამ საჭირო იყო ბურთის კარგად დამუშავება, დაჭერა და მისი გადაგზავნა შედარებით თავისუფალი ზონისკენ, სადაც მისი თანაგუნდელი იმყოფებოდა, ლუკაკუმ ამ თამაშში არადამაკმაყოფილებლად ითამაშა, ხოლო რაც შეეხება მხითარიანს ის საერთოდ არ ჩანდა, რათქმაუნდა ეს არ შეიძლება დავაბრალოთ მოურინიოს.

უკანასკნელი 6 შეხვედრა, რომელიც ლეგენდარულმა ყოფილმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ჩაატარა "ენფილდზე", 4-ში მან დამარცხება იწვნია და მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო, რა მოხდა მოურინიოს შემთხვევაში, მოხდა ის რაც მე ვთქვი, მან შეძლო "ენფილდის" ტრიბუნების წინ "ლივერპულის" შეჩერება.

ადვილია გააკრიტიკო და დაადანაშაულო მოურინიო. მაგრამ გადავავლოთ თვალი კლოპის შედეგებს, მას კარგი შემადგენლობა ჰყავს მიუხედავად ამისა, მან რვა მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო. ჩემი აზრით სწორედ მსგავსი შედეგები არის საფეხბურთო იმიჯის გამანადგუებელი, შეხედეთ სატურნირო ცხრილს სად არის "ლივერპული" და სად იმყოფება "იუნაიტედი", აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ მოურინიომ ამ შეხვედრაში ყველაფერი სწორად და კარგად გააკეთა".


ჯეიმს დაკერი: "ბოლო რამოდენიმე თვეა, ჩვენ ყველა თვალყურს ვადევნებთ "იუნაიტედის" გამოკვეთილ მომედებებს შეტევით ხაზში, ისინი კარგად გამოიყურებიან, მაგრამ რაც შეეხება მათ გამოსვლას" ენფილდზე", ის იმ ფონზე რასაც ისინი ბოლო თვეებია თამაშობენ, იყო სრული საშინელება. ისინი საერთოდ არც კი ცილობდნენ შეეტიათ. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისინი ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ რისკები, ფრთხილად ემოქმედათ და საკუთარი ძალების დემონსტრირება დაცვით სტილში მოახდინეს. რაც შეეხება იმ გამოუყენებელ მომენტს "იუნაიტედის" მხრიდან, ვფიქრობ, გოლის შემთხვევაში "ენფილდზე" ყველაფერი რდიკალურად შეიცვლებოდა.

ძალიან ადვილად შეგვიძლია ვიპოვოთ გუნდები, რომლებიც ცუდად გამოიყურებიან დაცვაში, თუნდაც "ლივერპულის" და "არსენალის" დაცვა, რომლებიც ძირითადად დაცვითი სტილის თამაშებს გვთავაზობენ. როგორ იცავს თავს მოურინიო? ის შესანიშნავად მოქმედებს, ვფიქრობ, რომ მას მეტი შანსი აქვს ტიტულის მოსაპოვებლად.

თქვენ შეგიძლიათ ჟოზე მოუინიოს დაარქვათ ფეხბურთის მტერი, მაგრამ დააკვირდით იმას რომ ჟოზემ 17 წლის განმავლობაში, 25 თასი მოიგო. ვფიქრობ, ხანდახან ძალიან ადვილად შეგვიძლია ადამიანის მიღწევებზე ხაზის გადასმა და ქვების დაშენა. თუ მოურინიოს ვაკრიტიკებთ, რატომ არ უნდა გავაკრიტიკოთ კლოპი, მან ორი მატჩის ჯამში 8 ჯერ დაარტყა "იუნაიტედის' კარის მიმართულებით და ვერც ერთხელ შეძლო გოლის გატანა".


წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
17 ოქტომბერი 2017 19:30
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
მოვისმინე ის შეფასება რაც მინდოდა რომ მომესმინა
0
№2
ავტორი: vincent
17 ოქტომბერი 2017 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
100% ვეთანხმები. არვიცი საერთოდ ავტობუსი ჩააყენაო რატომ იძახდნენ,ავტობუსი კიარა რელურად დაცვამ ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე,თუ დაკვირდით რამდენჯერმე მოხდა საყრდენი ზონის ჩაწევა ბოლო ხაზთან,ისიც ჩაწოდებულ ბურთზე და ორჯერ მახსოვს ვალენსია იდგა როგორც სუფთა მარჯვენა მცველი დანარჩენი იყო ტიპიური ზონების გადაკეტვა,რომ თავისუფლად ბურთი არ ეგორებინათ. ეს კიდევ საერთოდ არაა ავტობუსი (ავტობუსი იყო,ჩელსის რომ ათამაშებდა ხოლმე ჯოზე)
ჩემი აზრით ჟოზემ მოუგო ეს თამაში კლოპს,ისეთ პოზიციაში ათამაშა რომ ვერ ბედავდა ბოლომდე შეტევას.სუფთა ტაქტიკურად რომ შევხედოთ ამ თამაშს,ძალიან ძლიერი მასტერკლასი აჩვენა მოურინიომ მაყურებელს,შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს იმაში რომ,სანახაობა არიყო და ვერ ისიამოვნა თამაშის მსვლელობისას,მაგრამ მე ძალიან ნასიამოვნები დავრჩი,თუგინდ იმით რომ ტაქტიკურად ძალიან ძლიერ მანჩესტერს ვუყურებდი და ამ ტაქტიკით,ლივერპული ძაან შეშინებული იყო(თუმცა იუნაიტედს არ ეშინდათქო ვერვიტყვი).რამდენად საჭირო ქულა მოვიპოვეთ,მაგაზე უკვე აღარ დავწერ.
1
№3
ავტორი: dachi_mu
17 ოქტომბერი 2017 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
faqti isaa rom ori momenti iyo sul.. erti iqet erti aqet
0
№4
ავტორი: gache1991
17 ოქტომბერი 2017 21:14
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ამათზე ნაკლებად არც ცვენ გაგნვიხილია აქ:))ვნახოთ დღეს სიტი თამაშობს ნაპოლისთან ,რომელიც სასწაულ ფორმაშია ერთი ფრეც კი არ აქვთ ყველას და ყველაფერს უგებენ სერია ა-შია და ვნახოთ როგორ ითამაშებს სიტი..შემდეგი ტური ბარნლისთან აქ და ეგეც საინტერესოა როდემდე გაგრძელდება ბარნლის ზღაპარი:))მოგება ჩელსისთან და ევრტონთან და ფრეები ლივერპული ტოტენჰემთან:))ეს ყველაფერი გასვლაზე:))დარწმუნებული ვარ დაიჩი უყურებს ამ თამაშს და კაი ავტობუსს თუ არა ზილს მაინც დაუყენებს:)) უნდა დაკარგონ ქულები რო დაინგრეს მითები მაგათ ყოვლისშემძლეობაზე:)) თუნდაც დღეს თუ ვერ მოიგეს მაგარი იქნება..ვუბალეშიკებ ჰამშიკი მერტენსი ინსინიეს ტრიოს:)

ორიც იყო და მეტიც:))ჩანსაც უნდა გაეტანა :)დეხეას სეივის მერე სალაჰს უნდა გაეტანა:) და მაგათ რო ფეხებში რაზვალი არ ქონდეთ კიდე იყო მომენტები:)) მარა მაგათმა ,,ახალციხესთან,, :D ისეთი მომენტი გააფუჭეს სტარიჯი სალაჰმა რო მაგის მერე არაფერი გამიკვირდება:))
0
№5
ავტორი: giorgi_mg
17 ოქტომბერი 2017 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვთქვი წინა პოსტშიც და გავმეორდები აქაც, ეს თამაში მოუმ ჩაიწერა ქტივში! არ მოგვეწონა ხარისხი და სათამაშო სტილი მაგრამ ამან შედეგი მოიტანა, საბოლოო ჯამში ასეთ თამაშებში მოპოვებული ქულებიც გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს
0
№6
ავტორი: ikeoni
17 ოქტომბერი 2017 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Ai sworiii shefasebaa dzmao
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
17 ოქტომბერი 2017 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ყველაფერი სწორათ აღნიშნეს ორივემ ეს თამაში ჟოზემ მოიგო არა კლოპმა
0
№8
ავტორი: stepno
18 ოქტომბერი 2017 07:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
au genacvalett raaa :-*** me mainc aravin mismens da tqven mainc mogisment albat
0
№9
ავტორი: JuanMata
18 ოქტომბერი 2017 09:54
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
1-ზე მეტი მომენტი ჰქონდა ლივერპულს, კარში რომ ზუსტად ვერ ურტყამენ, ეგ ცალკე თემაა, ჩელსიმ მასეთი 1 და 2 მომენტით მოიგო შარშან ჩემპიონატი.

იგივე მცდელობა იყო რეალთანაც სუპერთასზე, უკან დაიხია გუნდმა და რეალმა გამოიყენა თავისი მომენტები, მეორე ტაიმში შეტევაში რომ არ წასულიყვნენ და ცენტრში ხელი არ შეეშალათ, 5 გოლსაც გაიტანდა თავისუფლად.

გუშინ ტოტენჰემმა ითამაშა რეალთან ძაან ჭკვიანურად 2 ნახევარმცველით ითამაშა, მაგრამ არაფრით ნაკლები არ იყო, ნავასმა 2-3 ისეთი სეივი გააკეთა, თავისუფლად შეეძლოთ მოგებაც.

და თან შედარებაც არ შეიძლება რეალის და ლივერპულის დაცვის, ან ნახევარდაცვის.

უბრალოდ დაცვიდან ამოსვლა სწრაფად და მოკლე პასებით გვიჭირს (ნუ ლივერპულთან ძაან გაგვიჭირდა).

ლუკაკუს დადანაშაულება კიდევ სისულელეა, ერთი იმ მომენტის გამაზვა შეიძლება ჩაუწერო მინუსში, თორემ სხვა რა უნდა ექნა ვერ ვხვდები, მინიმუმ ორი მცველი აჯდა ფეხზე (თავზე) და უახლოესი თანაგუნდელი 50 მეტრში ყავდა.
0
№10
ავტორი: WeAreUnited
18 ოქტომბერი 2017 10:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
აქ ვკითხულობ 2 აზროვან კომენტარებს და გამიჩნდა სურვილი სრულად განმეხილა ეს თამში ჩემი გადმოსახედიდან პირველი რასაც ვიტყვი კიბატონო მოგება ლივერთან ყველას ყოველთვის გვინდა იმიტომ რომ გვეზიზღება ეგ კლუბი კარგი მაგრამ თასებს იგებს დაცვა თამაშებს შეტევა მე თასი უფრო მინდა წელს ვიდრე 1ი მოგებული თამაში +მაგას მოუს არ ქონდა საშუალება ეთამაშა სხვანაირად ენფილდზე არ ყავდა ფელაინი არ ყავდა პოგბა ორი ნახევარმცველი რომელიც ქმნის მომენტებს კიბატონო რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ რომ ყავდა ერერა მაგრამ ერერა არის სუფთა სისხლის ჩამშლელი შექმნა არ შეუძლია მატიჩი ვერ გაგინაწილებს შენ ბურთს ისე როგორც პოგბა მატას არ შემოყვანის მიზეზს ვერ გეტყვი მიკი იყო 0ი ამ თამაშში ერთადერთი გამონათება იყო მარსიალი მაგრამ ეგეც ჩაიკარგა პირველი ტაიმის მეორე ნახევარში გუნდს ჭირდებოდა ენფილდზე ქულა და აიღო კიდევაც ასე რომ მოდის სეზონის ბოლოს განვსაჯოთ მოუ ენფილდზე ქულა ძალიან მნიშვნელოვანი როა მაგას არ უნდა ლაპარაკი საკადრო პრობლემები რომ არის არც მაგას უნდა ბევრი ლაყაფი ასე რომ მე დადებითად ვაფასებ გუნდის გარჯას კი მთელი თამაში ვუყურებდი დაძაბული მაგრამ შედეგი მაინც დაიდო გოლი რომ გასულიყო მერე სხვა საკითხია უკვე მაგრამ არ გავიდა მოუ ცდილობდა კლოპი წამოეგო ანკესზე მაგრამ კლოპს აუჟიმჟიმდა არ მატაკონ და დედა არ მომე*****ასო და მოაწერა ხელი ნიჩიას :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top